Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი თანამდებობიდან გადადგა


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი თანამდებობიდან გადადგა. "მივდივარ, რათა განვაგრძო ბრძოლა საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაციისა და სამხრეთ ოსეთის გასაძლიერებლად", - ამ სიტყვებით მიმართა კოკოითიმ ცხინვალის საზოგადოებას. კოკოითის თქმით, ხელისუფლებამ შეძლო თავიდან აეცილებინა "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ხელისუფლებაში კრიმინალის მოსვლა, რომელიც პოლიტიკური ამბიციებით ინიღბება. თანამდებობიდან ედურად კოკოითის გადადგომის შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი შეასრულებს. ალა ჯიოევა, ოპოზიციის ლიდერი და სადაოდქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს. მიღწეული შეთანხმების თანახმად ძალადაკარგულად ითვლება სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში 25 მარტს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG