აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამამ (G-PAC) 30 ნოემბერს წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა საკმაოდ დაბალია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული 2509 მოქალაქის პასუხებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოსახლეობა სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს, ხოლო ვინც მათ შესახებ იცის, მიაჩნიათ, რომ არასამთავრობოები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნავენ. როგორ უნდა გახდნენ უფრო პოპულარულები და მოიპოვონ ხალხის ნდობა? - კვლევის პრეზენტაციაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მათი დონორები სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ეძებდნენ.
ნდობის და ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი - ერთი წინადადებით ასე შეიძლება შევაფასოთ 2011 წლის კვლევის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის მიმართ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ. ”არ ვიცი” და ”არასოდეს მსმენია” - დომინანტი პასუხები იყო. გამოკითხულთა 25%-მა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებად მოიხსენია კომპანია ”ალდაგი”, ლეიბორისტული პარტია, ნატო და ”ბრიტიშ პეტროლიუმი”. G-PAC-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქაროსანიძე შედეგებს, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოდ მიიჩნევს და დაბალი ნდობის ორ მიზეზს ასახელებს - არაინფორმირებულობას და განსხვავებულ ინტერესებს:
”ის საკითხები, რაც ხალხისთვის პრიორიტეტულია, ხშირად არასამთავრობოების საქმიანობაში საერთოდ არ არის ასახული. ხალხს აინტერესებს, როგორ უნდა გადაიჭრას დასაქმების პრობლემა; მათთვის პრობლემაა მზარდი ფასები პროდუქტებზე, მაღალი გადასახადები, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რაზეც არასამთავრობო სექტორი სათანადოდ არ მუშაობს.”
ანუ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, დასაქმება ან ადამიანის უფლებები - 7%-იანი მაჩვენებლით, და ა.შ. აქ საყურადღებოა ის დეტალიც, რომ ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია არასამთავრობოების წევრი ან თანამშრომელი და მხოლოდ 2%-ს ჰქონია ოდესმე სამოქალაქო სექტორთან კავშირი. თანამშრომლობის სურვილი, თუ მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნება, ხალხში არსებობს.
”ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით იფარგლებიან, ამზადებენ ექსპერტულ დასკვნას და აწყობენ პრესკონფერენციას. როცა ხალხს ეკითხები, რა გინდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ აკეთოს, მათაც სურთ აუხსნან, რაში მდგომარეობს პრობლემა და ჰკითხონ აზრი, როგორ შეიძლება მისი მოგვარება, ანუ მეტად იყვნენ ჩართულები არასამთავრობოების მუშაობაში”, -განმარტავს თამარ ქაროსანიძე.
საყურადღებო დეტალია, რომ ასეთივე შედეგი მიიღეს 2002 და 2005 წლებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა ჩატარდა. ხალხის ნდობა მათ მიმართ მაშინაც დაბალი იყო, ინფორმირებულობა - მინიმალური. ეს კი იმაზე მიანიშნებს, ამბობს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე, რომ არასამთავრობო სექტორი არც იმიჯის გაუმჯობესებაზე ფიქრობს და არც საზოგადოებისათვის საკუთარი საქმიანობის სრულყოფილად წარდგენაზე. იქმნება სურათი, - და ამას ხალხში გაჩენილი სტერეოტიპიც ხელს უწყობს, -რომ სამოქალაქო სექტორს მხოლოდ ვიწრო ინტერესები აქვს - მიიღოს დაფინანსება:
”არასამთავრობოების ნაკლები გამჭვირვალობა ის მიზეზია, რის გამოც მათ მიმართ საზოგადოებას ნაკლები ნდობა აქვს. ხშირად მიწევს რეგიონებში სიარული და სხვადასხვა ფენებთან შეხვედრა და მათ არასამთავრობოები მიაჩნიათ ისეთ ორგანიზაციებად, რომლებიც მხოლოდ გრანტის მიღებაზე არიან ორიენტირებულნი, რომ ისინი ამკვიდრებენ ქართული საზოგადოებისათვის უცხო ფასეულობებს და, ქედან გამომდინარე, ჩნდება ნეგატიური სტერეოტიპები. ეს სტერეოტიპები გამოიწვია იმან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად პროექტებს დონორების მოთხოვნებს არგებენ და არა თავიანთი ორგანიზაციების მისიას.”
თუმცა ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის მიმართ ნდობა და ინფორმირებულობა ძალიან ნელა, რამდენიმე პროცენტით, მაგრამ მაინც იზრდება. ამ ნდობას კი აჩენს ორგანიზაციების საქმიანობის შედეგები, მათი კავშირი ხალხთან და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე:
”ძალიან ხშირად, როდესაც მათ ვეკითხებით, ვინ დგას მათ უკან, ამაზე მათ პასუხი არა აქვთ.”
არასამთავრობო ორგანიზაციების სიმძლავრე არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოჩენილა და, შესაბამისად, არც ახალი კვლევის შედეგები ყოფილა მოულოდნელი ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცისათვის. ის იხსენებს, რამდენად სკეპტიკურად იყო ხალხი განწყობილი სამოქალაქო სექტორის მიმართ ერთ-ერთი გამოკითხვისას:
”გვეკითხებოდნენ, თქვენ რა შეგიძლიათ შეცვალოთო და როდესაც იგებდნენ, რომ ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილებების მიმღებები და მხოლოდ ინფორმაციას ვაგროვებთ, ვაანალიზებთ და ვაწვდით საზოგადოებას, ამბობდნენ, მაგან რა უნდა შეცვალოსო და მათი ინტერესიც უფრო დიდი იყო ისეთ შეხვედრებზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიგვყავდა.”
დირექტორი კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ იმ სურათის მიზეზს, რაც კვლევამაც აჩვენა, კიდევ ერთს ამატებს:
”ყველაზე დიდი მინუსი ხალხის რესურსის არარსებობაა, იმ ხალხისა, რომელიც აქტიური და გაბრაზებული იქნება თავის ყოფაზე და თავის უფლებრივ მდგომარეობაზე. ძალიან ხელჩაქნეულია ხალხი და ამ ნიჰილიზმის ჭაობიდან მათი ამოყვანა ძალიან ძნელია.”
მიღებულმა შედეგებმა დონორებისათვის ერთგვარი გზამკვლევის როლი უნდა შეასრულოს, რომ მათ საკუთარი პროგრამები ხალხის საჭიროებებს მოარგონ და რამდენიმე წლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებისათის გამოყოფილი ფული ისევ წყალში ჩაყრილი არ აღმოჩნდეს, არასამთავრობო სექტორმა კი, ამ კვლევის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეების თვალში საკუთარი იმიჯის გამოსწორებაზე იფიქროს.