სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ორგანიზებით, დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციას მიეძღვნა. შეხვედრაზე თავად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფო უწყებების წარმომადენლებთან ერთად ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
”საქართველოს აზერბაიჯანელთა სამოქალაქო ინტეგრაცია -არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივები” - ამ სახელწოდების მრგვალ მაგიდაზე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული საზოგადოების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, კულტურასა და თვითმყოფადობაზე, დასაქმებაზე და ა.შ., მაგრამ დრო, უმთავრესად, მაინც განათლების ირგვლივ საუბარს დაეთმო. გარდა სახელმწიფო ენის შესწავლისა, რაზეც ითქვა, რომ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს როლი გაიზარდა, პრობლემად რჩება მშობლიური აზერბაიჯანული ენის სწავლების საკითხი, მიუხედავად ამ მიმართულებით ეთნიკურ უმცირესობათა დაინტერესების მატებისა. ამის შესახებ საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა კავშირის წარმომადგენელმა ლეილა მამედოვამ თქვა:
”უკვე სამი წელია ეს სახელმძღვანელოები არ შემოდის და ბავშვები მაინც სწავლობენ აზერბაიჯანულ ენას აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, მაგრამ როგორ? ეს მოძველებული მასალაა და ისინი იძულებული არიან ამ წიგნებით ისწავლონ მშობლიური ენა. მე მაინტერესებს რატომ არ ინტერესდება ამით ჩვენი სახელმწიფო, რადგან ეს კანონშიც არის შესული და ჩვენ არ შეგვიძლია ამ წიგნების შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან.”
ლეილა მამედოვას განათლების სამინისტროს წარმომადგენელი თამარ კეკელიძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, სამინისტრომ შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა აზერბაიჯანულ მხარეს და, წესით, პრობლემა უნდა მოგვარდესო. შეხვედრისას მან ასევე ისაუბრა კიდევ ერთ პრობლემურ საკითხზე. ეს არის აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სხვადასხვა საგნების პედაგოგთა დეფიციტი და სწავლების დაბალი ხარისხი, რის გამოც, თუნდაც ქართული ენა იცოდნენ, სკოლის მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება უჭირთ:
” საგნობრივი პედაგოგების არარსებობა არაქართულენოვან სკოლებში - ეს პრობლემა მართლაც ძალიან რთულია და მე ვთვლი, ეს არის ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ერთ წელიწადში მოვერევით და დავძლევთ. როგორც იცით, მომავალი წლიდან ყველა არაქართულენოვანი სკოლა გადადის ბილინგვურ სწავლებაზე. ჯერ არა გვაქვს საბოლოო სქემა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ქართული ენის მასწავლებლები, არამედ საგნობრივი პედაგოგებიც იყვნენ გადამზადებულები და არა მხოლოდ თავიანთ სპეციალობაში, არამედ ბილინგვურ მეთოდოლოგიაშიც.”
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლების ინტეგრაციისთვის ორგანიზაცია ”სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი ერთ-ერთ მთავარ საკითხად, სახელმწიფო ენის ცოდნასთან ერთად, სხვადასხვა სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებასაც ასახელებს. ზაურ ხალილოვის აზრით, სხვაგვარად ინტეგრაცია და სამოქალაქო ჩართულობა შეუძლებელი იქნება:
” როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონაწილეობაზე, მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანელმა იცის სახელმწიფო ენა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ადამიანი სრულად იყოს ინტეგრირებული. ჩვენ გვინდა, რომ გარდა იმისა, რომ ამ ადამიანმა იცის ქართული ენა, ის იყოს კარგი იურისტი, კარგი ექიმი ან პედაგოგი, ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი. ეს გაზრდის მონაწილეობის ხარისხს.”
ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიული ზრდის აუცილებლობას მიიჩნევს მთავარ ამოცანად პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში კობა კობიაშვილი. მან შეხვედრაზე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა იმისა, თუ რა ვითარება იყო 5-6 წლის წინ რეგიონში ამ თვალსაზრისით და რა მდგომარეობაა დღეს:
”თუკი ვინმემ იცოდა ქართული ენა, მაშინვე ავიყვანეთ სამსახურში, მაგრამ როგორც დაიწყეს მუშაობა, მათი სფერო იქვე გაჩერდა. მარტო განათლების სამინისტროს პროგრამები ვერ შველის საქმეს, თავად მოსახლეობისგან უნდა იყოს ნება და ეს ნება ნელ-ნელა ჩნდება.”
თუ 10 წლის წინ ეთნიკური აზერბაიჯანელები იმაზე საუბრობდნენ, რომ ინტეგრაციისთვის ხელშემწყობი პოლიტიკა არ არსებობდა, ახლა უკვე საუბარი იმაზეა, თუ რა მიმართულებით და ტემპებით უნდა წარიმართოს ეს პროცესი, - ამბობს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელი. ეს, მისი შეფასებით, იმედს ბადებს, რომ თუნდაც 10 წლის შემდეგ სურათი კიდევ უფრო გაუმჯობესდება:
” 5-10 წლის შემდეგ განსხვავებული ვითარება იქნება, როგორც ახლა გვაქვს განსხვავებული ვითარება და პროგრესი წინა წლებთან შედარებით. შესაძლებელია, რომ გაუმჯობესების კუთხით კიდევ შეიცვალოს ვითარება.”
უკვე სამი წელია ეს სახელმძღვანელოები არ შემოდის და ბავშვები მაინც სწავლობენ აზერბაიჯანულ ენას აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, მაგრამ როგორ?...

თუკი ვინმემ იცოდა ქართული ენა, მაშინვე ავიყვანეთ სამსახურში, მაგრამ როგორც დაიწყეს მუშაობა, მათი სფერო იქვე გაჩერდა. მარტო განათლების სამინისტროს პროგრამები ვერ შველის საქმეს...