”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიერთების შესახებ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ბრძოლას განაგრძობს. 3 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილი სხდომა ერთი კვირით გადაიდო. ”ქრისტიან-დემოკრატები” აცხადებენ, რომ მანამ იბრძოლებენ, სანამ სასამართლო დასუფთავებისა და ელექტროენერგიის ერთიანი გადასახადის თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებას არ გააუქმებს. ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ესაუბრა.
გიორგი თარგამაძე: ”ნაგვის გადასახადის სისტემის შეცვლამ სოციალური ვითარება დაამძიმა”
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1