გამომცემლობა პალიტრა L-მა თავის სერიაში, “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის ყველაზე გახმაურებული რომანი გამოსცა.
“99 ფრანკი” ბეგბედერის, ალბათ, ყველაზე სახელგანთქმული რომანია და იგი 2000 წელს გამოვიდა. 2002 წლიდან, ევროს მიმოქცევაში შემოსვლის შემდეგ, წიგნს მეორე სათაური გაუჩნდა - “14 ევრო 99 ცენტი”, ინგლისურ ენაზე კი მთარგმნელმა მოგვიანებით სულაც “9.99 გირვანქად” გადმოიტანა სათაური. ყველა ეს ციფრი წიგნის საბაზრო ფასს წარმოადგენს, ამიტომ ქართველ გამომცემლებსაც შეეძლოთ რომანისთვის „11.99 ლარი“ დაერქმიათ. ცხადია, ეს შენიშვნა არაა, არამედ უფრო დაშვება. შენიშვნებზე ქვემოთ ვიტყვი, ახლა კი თავად რომანს მივხედოთ, რომლის მთავარი გმირიც, ოქტავ პარანგო, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში მუშაობს და სამსახურიდან გათავისუფლებაზე ოცნებობს. იგი თითქოს უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ეს სარეკლამო სააგენტო დგას, თუმცა თავად სწორედ ამ ღირებულებების შემქმნელი და გამპიარებელია.
რომანს ერთ-ერთ ეპიგრაფად გერმანელი რეჟისორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის სიტყვები აქვს წამძღვარებული: “რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც”. და მთხრობელიც დიდი მონდომებით, ენამახვილობით და სიმწრით აღწერს იმ სამყაროს, რომელსაც, მართალია, ვერ ცვლის, მაგრამ, სამაგიეროდ, ზიზღს არ იშურებს მისთვის.
პოეტი პაატა შამუგია ბეგბედერის ამ რომანს მთლიანად მემარცხენე იდეოლოგიურ დისკურსში ათავსებს:
“აი ეს ტექსტი, „99 ფრანკი“, არის სწორედ მემარცხენე დისკურსის გათვალისწინებით დაწერილი. მაგალითად, რომ ფული, სიმდიდრე ეს არის ბოროტება, რომელსაც ვიღაც კორპორაციული ბოსები და ცუდი ტიპები მართავენ, სარეკლამო მენეჯერები იქნებიან ესენი თუ ბიზნესმაგნატები თუ ვიღაც მონოპოლისტები... ეს წიგნი მთლიანად ამ დისკურსის განვითარებას ემსახურება. მეტწილად ეს ასეც არის, ბუნებრივია, თუმცა აქ ცოტათი შეფარული შეთქმულების თეორიებიც გაიელვებს ხოლმე.”
მართალია, ფულიანებს, როგორც ცუდ ტიპებს, გმირი ძალიან ებრძვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად მასაც დიდი ფული აქვს, ისევე როგორც წიგნის ავტორს, ფრედერიკ ბეგბედერს:
“ისეთი მწერალია, როგორებიც დღეს ნამდვილად გამონაკლისები არიან, ანუ პიროვნების გარეშე ძნელია განიხილო მისი წიგნი. წინააღმდეგობრივი ტიპიც არის, არის დეკლარირებულად მემარცხენე, ლამის სოციალისტურ იდეებზე დაკიდებული მწერალი და ამ დროს ცხოვრობს ძალიან მდიდრულად, ფუფუნებაში. იგი ტიპიური ბურჟუაა, მდიდარი და ამას არც მალავს, რომ უყვარს ასეთი ცხოვრება, თუმცა 68-იანელების სულიერ მემკვიდრედაც ასახელებს თავს და ამაშიც არის რაღაც სიმართლე, ალბათ.”
რომანი სარეკლამო სიძულვილის გრძელ ჯაჭვს წარმოგვიდგენს, სადაც რეკლამის იდეის ავტორს, კრეატორს, სძულს სააგენტო, სააგენტო ვერ იტანს რეკლამის შემკვეთს, რეკლამის შემკვეთს ეზიზღება მომხმარებელი, მომხმარებელს ხომ საერთოდ გული ერევა თავისნაირებზე და ზიზღის ამ უსასრულო ჯაჭვით შეკრული პერსონაჟები სხვებსაც ითრევენ და თავად იქცევიან მსხვერპლად. მთხრობელი თავიდან ამბობს, ყველა მწერალი ჩამშვებია და ლიტერატურა სხვა არაფერია, თუ არა დაბეზღებაო და იწყებს თავისი გარემოს ჩაშვება-დაბეზღებას. გვიყვება კრეატიული მენეჯერის 10 მცნებას, იბრძვის ჯანსაღი საკვებისთვის, თუმცა ძირითადად მაინც იოგურტისა და პეპსის რეკლამირებითაა დაკავებული. მან კარგად იცის, რომ ძროხის რძე დიოქსინს შეიცავს, ხელოვნურ წყალსაცავში მოშენებულ თევზს ანტიბიოტიკებით კვებავენ, მარწყვში ცივი ზღვების თევზის გენია შეყვანილი, თამბაქოში ზაზუნის გენია, პამიდორში კი - ადამიანის. საუბრობს გლამურზეც და მისით გამოწვეული გაუმაძღრობის კომპლექსზე. რაიმე ახალი ნივთის ან ბოლო გამოშვების შეძენის დაუოკებელი სურვილი ხომ ერთ-ერთი უმთავრესი თანამედროვე ვნებაა, გლამური კი სიახლით გაბრუებაა, სიახლე კი მუდმივად იცვლება: “თქვენი ტანჯვა სავაჭრო ბიზნესს სასიცოცხლო ძალებით აღავსებს. ჩვენი ჟარგონით მას “ყიდვის შემდგომი იმედგაცრუება” ვუწოდეთ. ვთქვათ, რომელიმე პროდუქტი გესაჭიროებათ, მაგრამ როგორც კი მას ხელში ჩაიგდებთ, აღმოჩნდება, რომ ახლა სხვა გინდათ.”
ბეგბედერის მიერ დახატულ ამ სამყაროში ყველაფერს სარეკლამო სტრატეგიები მართავს:
“ერთი სიტყვით, ბეგბედერი გვამცნობს ახალი ეპოქის დასაწყისის შესახებ, რომელსაც პირობითად შეგვიძლია დავარქვათ სარეკლამო ტოტალიტარიზმი. ანუ ომის კულტურა გადავიდა რაღაც ახალ ფაზაში, ახალ სიბრტყეში და აქ უკვე მთლიანად იცვლებიან მონაწილე პირები. გენერლების და პოლკოვნიკების ადგილს უკვე მენეჯერები, მარკეტოლოგები და ბიზნესსტრატეგები იკავებენ და ესენი არიან გაცილებით უფრო აგრესიულები, ვიდრე ის გენერლები და პოლკოვნიკები. თან მათი ტერმინოლოგიაც ძალიან ჰგავს იმ მეომრებისას და ამაზე ბეგბედერიც ამახვილებს ყურადღებას ტექსტში: შეტევა, დაგეგმვა, სტრატეგია, მოწინააღმდეგის განადგურება. ანუ ტერმინებიც კი ერთი აქვთ და რეალურად მართლა ომზე არის საუბარი, რომელსაც აწარმოებენ მარკეტოლოგები, მენეჯერები და ბიზნესსტრატეგები.”
ესაა სამყარო, სადაც მაცხოვარი საუკეთესო სარეკლამო სლოგანების ავტორად მიაჩნიათ, სადაც ლოგოსი ლოგოებით შეიცვალა, რეალობა კი რეკლამით.
წიგნი ქართულად თინათინ ღარიბაშვილმა თარგმნა, მან შეძლებისდაგვარად გადმოაქართულა მწერლის რთული კალამბურები. ზოგჯერ მისი ცდები მეტ-ნაკლებად წარმატებულია, ზოგჯერ კი წარუმატებელი. სამწუხაროა, რომ წიგნი ფრანგულიდან არაა თარგმნილი. ეს აშკარად ჩანს და ძალიან დიდ მინუსად მიმაჩნია, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ფრანგულიდან მთარგმნელთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით საქართველოში.
წიგნი სავსეა შეცდომებით, კალკებით და უზუსტობებით. შეუძლებელია ყურში არ მოგხვდეთ მთელ რომანში გაფანტული უხერხული ბარბარიზმები, უფრო სწორად, წიგნის რუსული თარგმანიდან გადმოყოლილი ფრაზები, რომელიც წარმოუდგენელ დისკომფორტს უქმნის მკითხველს. მაგალითად, ასეთი გამოთქმა: “აუ ეს რა ნუდნი გამხდარა, რაც კოკაინს შეეშვა!”. უარესი ფრაზებიც გვხდება: “ჰამბურგერები ლოსოსინებით”, “უკვე ათი წელია პილულკებს ვსვამ...”, “ძალიან ევროპული ვიდიც არა აქვს”, “ბერებიც ხომ კელიებში ცალ-ცალკე ცხოვრობენ” (უნდა იყოს სენაკებში, კელია რუსული სიტყვაა), “საბანკო კარტა”, “მარილიანი ქარი ხომ მიგრენის გამომწვევია” (შაკიკი უნდა იყოს), წინადადებაში “მანგროვის ხისგან აგებული ქოხი” აშკარად ჩანს რუსული დაბოლოებაც. უნდა იყოს მანგრის ხე.
მთარგმნელი ურაგანსაც იყენებს ერთი ორჯერ, ჰითროუს ჰიჩროუს უწოდებს, ერთ ეპიზოდში კი გმირი თავის თავს კახურ დიალექტზე ესაუბრება: “მა რა მოგივიდოდა, საკვებს პირიდან კი არა, ცხვირიდან იღებ”-ო.
რომანი სავსეა ლათინური სახელწოდებებით - სხვადასხვა კომპანიის დასახელებები, საკვები, სასმელი, მუსიკალური ჯგუფები, ტერმინები, რომელიც ხშირად ასევე არაზუსტადაა გადმოტანილი ქართულში, აუარება კორექტურული შეცდომით. ოლდოს ჰაქსლის ცნობილი რომანი Brave New World თარგმნილია როგორც “სამყაროთა შორის საუკეთესო”, როლან ბარტზე შენიშვნებში წერია, რომ იგი ესპანელი მწერალია, ლენი რიფენშტალზე კი - უხუცესი გერმანელი რეჟისორი.
წიგნში ერთ მოუქნელად თარგმნილ “ფრთიან” ფრაზას ვხვდებით, რომელიც ასე ჟღერს: “იმას კი ნუ უყურებ, რა მასალის ღერო გაუჩრია შენს მეზობელს ნესტოში, შენ შენს შარვალში მიმალულ ბოძს მიხედე”. რა თქმა უნდა, დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ სახარებისეული სიტყვების პაროდირებასთან გვაქვს საქმე (“რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?”) და უკეთესი იქნებოდა მთარგმნელს უფრო ზუსტად და მეტი შთაგონებით გადმოექართულებინა ეს წინადადება.
დამეთანხმებით, ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები ნამდვილად არაა წვრილმანი საკითხი, ანუ სახარების ენაზე რომ ვთქვათ, ბეწვივით შეუმჩნეველი. იგი ნამდვილი დირეა, ქართულ საგამომცემლო საქმეში გაჩხერილი მორი, რომელსაც დროზე თუ არ ვუშველეთ, ბოლომდე ჩახერგავს ყველაფერს.