25 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებას წარუდგინა ბროშურა, რომელშიც გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალია და მათი გამომცემლები და ფასებია მითითებული. მინისტრი აცხადებს, რომ წელს არც ერთი სასკოლო წიგნი ათ ლარზე მეტი არ ეღირება.
ქართული ენა და ლიტერატურა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მე-5 კლასი, ფასი 8 ლარი; მათემატიკა, გამომცემლობა ”ინტელექტი”, მე-6 კლასი - 10 ლარი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, გამომცემლობა ”მერიდიანი”, მე-4 კლასი - 7. 50 ლარი... გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალი - ავტორების, გამომცემლობებისა და ფასების მითითებით - განათლების სამინისტრომ ერთ ბროშურად გამოსცა, რომელიც ყველა სკოლას დაურიგდება და ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ პირობა შესრულებულია - არც ერთი სასკოლო წიგნის ფასი 10 ლარზე მაღალი არ იქნება:
”ჩვენ წლის დასაწყისში დავპირდით მოსახლეობას, რომ მას შემდეგ, რაც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით შეიცვლებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები, მათი ფასი არ იქნებოდა ათ ლარზე მეტი და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. წიგნის დამხმარე რვეულიც არის ამ ფასში და ეს ყველა გამომცემელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ყველა საჭირო ინფორმაცია წიგნების ფასების, გამომცემლობების და ავტორების შესახებ ერთ ბროშურაში მოვაქციეთ, რომელიც დარიგდება სკოლებში და ექნება საქართველოს ფოსტის ყველა კურიერს.”
ბროშურაში, პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოების გარდა, შესულია სია უფრო მაღალი კლასების გრიფირებული იმ სასკოლო წიგნებისაც, რომლებიც მომავალ წელს შეიცვლება. პირველი სექტემბრიდან კი ყველა საჯარო და კერძო სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავენ იმ წიგნის მაღაზიების მისამართებს, სადაც სახელმძღვანელოების ყიდვა იქნება შესაძლებელი. პროცესში ერთვება საქართველოს ფოსტაც, რომელიც ყველა დაინტერესებულ მშობელს მიაწვდის ამ ბროშურას. სურვილის შემთხვევაში კი, მშობლებს შეეძლებათ გამოიწერონ მათთვის სასურველი წიგნები და ფოსტის კურიერი ამ წიგნებს მათ სახლში მიუტანს.
მიუხედავად სახელმძღვანელოების ფიქსირებული ფასებისა, გამომცემელი ბაკურ სულაკაური, რომლის გამომცემლობის ორმა სერიამაც წარმატებულად გაიარა გრიფირება, ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დაწყების წინ გამოჩნდება, შენარჩუნდება თუ არა წიგნზე მითითებული ფასი. თავად სულაკაური ამბობს, რომ მისი გამომცემლობის წიგნები არასოდეს ღირებულა ათ ლარზე მეტი, ზოგადად გრიფირების პროცესს კი ბაკურ სულაკაური ასეთ შეფასებას აძლევს:
”მთავარი, რაც ამ გრიფირებამ მოიტანა, ისაა, რომ შემცირდა კონკურენტი სახელმძღვანელოების რაოდენობა ბაზარზე. თუ ადრე იყო ასარჩევი სახელმძღვანელოები ათი, ახლა არის მაქსიმუმ სამი. მშობლისა და მასწავლებლისთვის უფრო ადვილია, ნაკლებია ასარჩევი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კარგი არ არის, რადგან მაინც იზღუდება არჩევანი.”
არჩევანის შეზღუდვად არ მიიჩნევს სახელმძღვანელოების სერიათა შემცირებას 23-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია და ამბობს, რომ ჯობს იყოს ცოტა, მაგრამ მაღალი ხარისხის წიგნები.
სხვადასხვა საგანში სასურველ წიგნს, როგორც წესი, სასკოლო საგნობრივი კათედრა ირჩევს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მათ სახელმძღვანელოების ამორჩევა გაცილებით ნაკლები რაოდენობის წიგნებიდან მოუწევთ.
ყველა საჭირო ინფორმაცია წიგნების ფასების, გამომცემლობების და ავტორების შესახებ ერთ ბროშურაში მოვაქციეთ, რომელიც დარიგდება სკოლებში...
ქართული ენა და ლიტერატურა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მე-5 კლასი, ფასი 8 ლარი; მათემატიკა, გამომცემლობა ”ინტელექტი”, მე-6 კლასი - 10 ლარი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, გამომცემლობა ”მერიდიანი”, მე-4 კლასი - 7. 50 ლარი... გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალი - ავტორების, გამომცემლობებისა და ფასების მითითებით - განათლების სამინისტრომ ერთ ბროშურად გამოსცა, რომელიც ყველა სკოლას დაურიგდება და ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ პირობა შესრულებულია - არც ერთი სასკოლო წიგნის ფასი 10 ლარზე მაღალი არ იქნება:
”ჩვენ წლის დასაწყისში დავპირდით მოსახლეობას, რომ მას შემდეგ, რაც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით შეიცვლებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები, მათი ფასი არ იქნებოდა ათ ლარზე მეტი და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. წიგნის დამხმარე რვეულიც არის ამ ფასში და ეს ყველა გამომცემელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ყველა საჭირო ინფორმაცია წიგნების ფასების, გამომცემლობების და ავტორების შესახებ ერთ ბროშურაში მოვაქციეთ, რომელიც დარიგდება სკოლებში და ექნება საქართველოს ფოსტის ყველა კურიერს.”
მთავარი, რაც ამ გრიფირებამ მოიტანა, ისაა, რომ შემცირდა კონკურენტი სახელმძღვანელოების რაოდენობა ბაზარზე...