მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი მხოლოდ ახლა გაიხსნა, ბორჯომის ტურისტულ ცენტრში უკვე 1 600-ზე მეტი დამსვენებელია დაფიქსირებული. ტურიზმის ცენტრში განმარტავენ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემი გაორმაგებულია. საქართველოს ღირსშესანიშნაობების სანახავად დამსვენებლები ძირითადად ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ახალი ზელანდიიდან და კანადიდან ჩამოდიან. ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსი არტურ სტეფანიანი აცხადებს, რომ წელს კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვმა იმატა:
`სხვათა შორის, წელს ბევრი ხალხი იყო ჩამოსული სამკურნალოდ. შარშანდელთან შედარებით, აშკარად შეიცვალა სიტუაცია. 70 % ჩამოდის მეოთხე სამმართველოში რომანოვების სასახლის სანახავად, სადაც არავის არ უშვებენ და მე მგონია, რომ ეს პრობლემა როგორმე უნდა გადავჭრათ, რომ ანტირეკლამაა ეს, რადგან არსად ინტერნეტში არ დევს, რომ შესვლა არ შეიძლება და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრა.~
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად ბორჯომ-ხარაგაულს დამსვენებლების 80 %-მდე სტუმრობს. არტურ სტეფანიანის განმარტებით, საქართველოს წელს, წინა წლებთან შედარებით, 1 300-მდე რუსი და უკრაინელი დამსვენებელი ესტუმრა. ტურისტებისთვის სერვისი და ფასი მისაღებია.
ტურისტებისგან განსხვავებით, არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ბორჯომელები. მოქალაქეთა განმარტებით, კურორტის მთავარი პრობლემა სასმელად უვარგისი წყალი და მოშლილი ინფრასტრუქტურაა.
სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი არჩილ მიქელაძე აცხადებს, რომ წყლის დაერთების სამუშაოებს კურორტზე ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლიკანი 2010” აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აღნიშნული პრობლემა ბორჯომში უახლოეს მომავალში მოგვარდება, – განმარტავს ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ მიქელაძე.
`წყლის პრობლემა გარკვეული წლების განმავლობაში ბორჯომში იყო და არის ჯერჯერობით. ეს, რაც გაკეთებულია, და ცენტრალური კოლექტორები და ცენტრალური მაგისტრალი არის გაყვანილი. მასში ჯერ წყალი არ არის. ამიტომ ბორჯომის მოსახლეობა სარგებლობს ისევ და ისევ ძველი წყლის სისტემით. უკვე დაიწყო წყლისა და კანალიზაციის დაერთების საშუალებები. როგორც მოგეხსენებათ, 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ცენტრალური ბიუჯეტიდან წყლის დაერთებაზე.~
ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 2009 წელს 1 800 დამსვენებელი დაფიქსირდა. მათივე მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანას 3 600 ტურისტი ესტუმრა. სეზონის დასრულებამდე წელს საქართველოში ისინი 7 200-მდე დამსვენებელს ელოდებიან.