Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ მწუხარება გამოხატა სამოქალაქო მსხვერპლის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მწუხარება გამოხატა ამერიკის ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად ბოლო ხანს დაღუპული სამოქალაქო პირების გამო. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარი იყო ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ბარაკ ობამასა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შორის გაიმართა. კოალიციის სამხედრო იერიშებისას სამოქალაქო პირების დახოცვა, ეს არის ის, რაც ავღანეთში მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს და რაც, როგორც კარზაიმ აღნიშნა, თალიბების წიქვილზე ასხამს წყალს.
XS
SM
MD
LG