ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი, თბილისში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა: ჩატარდა კონცერტები, გაიმართა საქველმოქმედო აქცია ბავშვებისათვის, ”მზიურმა” უკვე ტრადიციულ ფესტივალს - ”მე ვხედავ მზეს” - უმასპინძლა... ჩვენ კი ამ დღეს იმ ბავშვების პრობლემით გამოვეხმაურეთ, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობენ, მუშაობენ და რომელთაც ხშირად ”ქუჩის ბავშვებად” მოიხსენიებენ. რადიო თავისუფლება გლდანში არსებულ ბავშვთა კრიზისულ ცენტრს ეწვია, სადაც სწორედ უსახლკარო, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ერთწლიან მომსახურებას უწევენ.
თბილისი, ქერჩის ქუჩა, # 4. ამ ადგილას ცოტა ხნის წინ თავშესაფრის ტიპის ბავშვთა და მოზრდილთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი იყო. 2011 წლის იანვრიდან შენობა ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გადაეცა და თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი შეიქმნა, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი და მათ ერთწლიან სერვისს სთავაზობს. დღეს იქ 34 მიუსაფარი ბავშვი ცხოვრობს - მათი ნაწილი საპატრულო პოლიციის მიერ ქუჩიდანაა მიყვანილი, ნაწილიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები არიან. ჯერ ზუსტად არავინ იცის, სად წავლენ ისინი ერთი წლის შემდეგ, მანამდე კი მათი სახლი ქალაქგარეთ, დიდი რკინის ჭიშკრის მიღმა მდგარი შენობაა, სადაც ცხოვრობენ, იზრდებიან, სწავლობენ და საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ.
მარი, 15 წლის: “სადაც დამიღამდებოდა, იქ მითენდებოდა... სულ მეშინოდა. გოგოსთვის უფრო ძნელია, ბიჭი მაინც კაცია და... აქედან რამდენჯერმე გავიქეცი და მერე ისევ დავბრუნდი. ხან ხატებს ვყიდდი, ხან რას... ახლა უკეთესად ვარ - ხატვა ვისწავლე, სამკაულების გაკეთება, მალე კერვასაც ვისწავლი.”
ლერი, 14 წლის: ”უკვე ერთი თვეა, რაც აქ ვარ. სახლიდან გამოვიპარე, ბორჯომიდან. მატარებელს გამოვყევი.. დედიკომ და მე ვიჩხუბეთ რაღაცაზე და... ახლა არა მიშავს, ცოტას ვსწავლობ, მაგრამ უფრო მეზარება.”
ნონა, 11 წლის: ”დედა ციხეში მყავს. ვმათხოვრობდი და ფულს ასე ვშოულობდი. ძნელი იყო, მაგრამ... ჩემი ძმა რომ მოკვდა, მისთვის საფლავის ქვა უნდა გვეყიდა. სხვანაირად ფულს ვერ ვაგროვებდი. აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, მაგრამ ჯერ ისევ ვჩხუბობ ხოლმე ბავშვებთან...“
ცენტრის დირექტორი მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ცენტრი ქუჩაში მცხოვრებ, უსახლკარო და ქუჩაში მუშაობის გამოცდილების მქონე 6-დან 16 წლამდე ბავშვებს ემსახურება. თუმცა ბავშვების კონტინგენტი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო მუდმივად შეიცვლება.
”საკმარისია ერთი წელი ამ ბავშვების ცხოვრების წესის შესაცვლელად?” - ვეკითხებით მაია მგელიაშვილს, რაზეც ის გვიპასუხებს:
”ძალიან რთულია, რადგან ფულის შოვნა მათთვის უკვე ხელმისაწვდომია და ამაზე უარის თქმა, თუნდაც თავშესაფრის, განათლების სანაცვლოდ, ძალიან უჭირთ და ხშირია ჩვენგან გაქცევის შემთხვევებიც.”
ბავშვების ნაწილი ახლომდებარე სკოლაში დადის. ვინც წერა-კითხვა არ იცის და უფროსი ასაკისაა, დაწყებითი განათლების მიღებაში აღმზრდელები ეხმარებიან. რამდენიმე შემოქმედებითი წრეც აქვთ - არტთერაპიის, სპორტული, ვოკალური. ასწავლიან ქცევის წესებსაც. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ისაა, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, როგორია სახელმწიფოს გეგმა, რაც მათ უკან, ქუჩაში დაბრუნებას გადაარჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაწყებულია.
”თუ ბავშვთა სახლები დაიშლება, უკვე დაგეგმილია მცირე საოჯახო სახლების ჩამოყალიბება. ასეთი 32 რვაბავშვიანი სახლი გაკეთდება ახლო მომავალში”, - ამბობს მაია მგელიაშვილი.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ბოლო, 2007 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში ასეთი 1 500 ბავშვი დათვალეს, თუმცა როგორც ”World Vision - საქართველოს” ბავშვთა პროგრამების მენეჯერი ნუცი ოდიშარია გვეუბნება, ბავშვები მუდმივად იცვლებიან - შესაბამისად, რიცხვიც იზრდება და დღეს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი 2 000-მდე იქნება.
”რა არის მათი ქუჩაში გასვლის მიზეზი და შემდეგ - დარჩენის მოტივაცია?” - ვკითხეთ ნუცი ოდიშარიას.
”მათ სახლში ძალიან უჭირთ. ბევრ მათგანს დედა ან მეურვე უშვებს გარეთ ფულის საშოვნელად, სამათხოვროდ; ზოგს მშობელი ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი, ზოგს ნათესავები აიძულებენ... ზოგს, უბრალოდ, იმიტომ, რომ კარგი მეურვე არ ჰყავს, გამოდის ქუჩაში, ხვდება სხვა ბავშვებს და ისინი ითრევენ, ასე ვთქვათ, ქუჩის ცხოვრებაში და ამას ემატება კიდევ ის თავისუფლება, - მათ შორის, ფინანსურიც, - რასაც მათ ქუჩა აძლევს. სწორედ ეს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გრძნობაა, რასაც ისინი ვეღარ თმობენ”, - ამბობს ნუცი ოდიშარია და დასძენს, რომ კომპლექსური პროგრამის გარეშე - ერთჯერადი დახმარებით - ამ ბავშვების პრობლემები არ მოგვარდება:
”ეს ზრუნვა იწყება მათი განათლებით, მათთვის საცხოვრებელი სახლის მონახვით, დასაქმებით და, რაც მთავარია, ისინი საზოგადოებამ უნდა მიიღოს.”
“ევრიჩაილდ - საქართველოს” დირექტორი ანდრო დადიანი განმარტავს, რომ ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით მიღწეული წარმატების დონე მთელ მსოფლიოში საკმაოდ დაბალია. თუმცა ეს მაჩვენებელი სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს ებრძოლოს ამ პრობლემას:
”არსებობს პასუხისმგებელი ორგანოები, როგორიცა არის ქუჩის შემთხვევაში პოლიცია, მაგალითად, ან სოციალური მუშაკი, ან ნებისმიერი გამვლელი, რომელმაც უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სოციალურ სამსახურებს, რომ მათ, თავის მხრივ, მოახდინონ რეაგირება, შეისწავლონ ამ ბავშვების პრობლემები, მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ის ქუჩაში და შემდეგ, ამ მიზეზებიდან გამომდინარე, დაეხმარონ მათ. თუ ოჯახს უჭირს, გააძლიერონ ეს ოჯახი, თუ ძალადობის მსხვერპლია ბავშვი, მოაშორონ მოძალადეს.”
ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცნობილია მხოლოდ სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქუჩაში ბავშვები არ უნდა იყვნენ, და ჩანს მზაობაც ამ პრობლემის მოგვარებისა, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ლაპარაკობს სახელმწიფო სტრატეგიაზე, პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გეგმაზე. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშშიც მოხვდა, თუმცა, როგორც ომბუდსმენის აპარატის ბავშვთა და ქალის უფლებების ცენტრის უფროსი ანა არგანაშვილი ამბობს, მიუხედავად ამისა, დღემდე არაფერი შეცვლილა:
”ის მოტივი, რაც ხშირად მოგვისმენია, რომ საკმარისი რესურსი არ არის, არაა მისაღები, რადგან ბავშვთა უფლებებს ვეხებით და როგორ შეიძლება, რომ ბავშვთა უფლებებზე რესურსების ნაკლებობის გამო ვთქვათ, რომ რომელიმე ბავშვი შიმშილით უნდა მოკვდეს. ამას ვერ ვიტყვით. ყველაფერი, ალბათ, მაინც იქიდან გამომდინარეობს, რომ პრობლემის მოგვარების ხედვა არ არსებობს და ხედვა რომ არსებობდეს, პრობლემა უნდა იყოს აღიარებული და სახელმწიფოს კი ამ ბავშვების ზუსტი სტატისტიკაც კი არ გააჩნია.”
პრობლემაა ისიც, რომ ყველანაირი სოციალური მომსახურება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სტატუსზეა მიბმული. უსახლკარო ოჯახს, რომელსაც არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, არ გააჩნია საცხოვრებელი მისამართი, მას სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა არ გააქტიურდა, ათ წელიწადში გამოუსწორებელ შედეგებს მივიღებთ.მაია მგელიაშვილი კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სახელით გვარწმუნებს, რომ სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას ცდილობენ და შედეგსაც მალე ვიხილავთ.
სადაც დამიღამდებოდა, იქ მითენდებოდა... სულ მეშინოდა. გოგოსთვის უფრო ძნელია, ბიჭი მაინც კაცია და... აქედან რამდენჯერმე გავიქეცი და მერე ისევ დავბრუნდი...
თბილისი, ქერჩის ქუჩა, # 4. ამ ადგილას ცოტა ხნის წინ თავშესაფრის ტიპის ბავშვთა და მოზრდილთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი იყო. 2011 წლის იანვრიდან შენობა ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გადაეცა და თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი შეიქმნა, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი და მათ ერთწლიან სერვისს სთავაზობს. დღეს იქ 34 მიუსაფარი ბავშვი ცხოვრობს - მათი ნაწილი საპატრულო პოლიციის მიერ ქუჩიდანაა მიყვანილი, ნაწილიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები არიან. ჯერ ზუსტად არავინ იცის, სად წავლენ ისინი ერთი წლის შემდეგ, მანამდე კი მათი სახლი ქალაქგარეთ, დიდი რკინის ჭიშკრის მიღმა მდგარი შენობაა, სადაც ცხოვრობენ, იზრდებიან, სწავლობენ და საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ.
მარი, 15 წლის: “სადაც დამიღამდებოდა, იქ მითენდებოდა... სულ მეშინოდა. გოგოსთვის უფრო ძნელია, ბიჭი მაინც კაცია და... აქედან რამდენჯერმე გავიქეცი და მერე ისევ დავბრუნდი. ხან ხატებს ვყიდდი, ხან რას... ახლა უკეთესად ვარ - ხატვა ვისწავლე, სამკაულების გაკეთება, მალე კერვასაც ვისწავლი.”
დედა ციხეში მყავს. ვმათხოვრობდი და ფულს ასე ვშოულობდი. ძნელი იყო, მაგრამ... ჩემი ძმა რომ მოკვდა, მისთვის საფლავის ქვა უნდა გვეყიდა...
ლერი, 14 წლის: ”უკვე ერთი თვეა, რაც აქ ვარ. სახლიდან გამოვიპარე, ბორჯომიდან. მატარებელს გამოვყევი.. დედიკომ და მე ვიჩხუბეთ რაღაცაზე და... ახლა არა მიშავს, ცოტას ვსწავლობ, მაგრამ უფრო მეზარება.”
ნონა, 11 წლის: ”დედა ციხეში მყავს. ვმათხოვრობდი და ფულს ასე ვშოულობდი. ძნელი იყო, მაგრამ... ჩემი ძმა რომ მოკვდა, მისთვის საფლავის ქვა უნდა გვეყიდა. სხვანაირად ფულს ვერ ვაგროვებდი. აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, მაგრამ ჯერ ისევ ვჩხუბობ ხოლმე ბავშვებთან...“
ცენტრის დირექტორი მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ცენტრი ქუჩაში მცხოვრებ, უსახლკარო და ქუჩაში მუშაობის გამოცდილების მქონე 6-დან 16 წლამდე ბავშვებს ემსახურება. თუმცა ბავშვების კონტინგენტი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო მუდმივად შეიცვლება.
”საკმარისია ერთი წელი ამ ბავშვების ცხოვრების წესის შესაცვლელად?” - ვეკითხებით მაია მგელიაშვილს, რაზეც ის გვიპასუხებს:
”ძალიან რთულია, რადგან ფულის შოვნა მათთვის უკვე ხელმისაწვდომია და ამაზე უარის თქმა, თუნდაც თავშესაფრის, განათლების სანაცვლოდ, ძალიან უჭირთ და ხშირია ჩვენგან გაქცევის შემთხვევებიც.”
თუ ბავშვთა სახლები დაიშლება, უკვე დაგეგმილია მცირე საოჯახო სახლების ჩამოყალიბება. ასეთი 32 რვაბავშვიანი სახლი გაკეთდება ახლო მომავალში...
ბავშვების ნაწილი ახლომდებარე სკოლაში დადის. ვინც წერა-კითხვა არ იცის და უფროსი ასაკისაა, დაწყებითი განათლების მიღებაში აღმზრდელები ეხმარებიან. რამდენიმე შემოქმედებითი წრეც აქვთ - არტთერაპიის, სპორტული, ვოკალური. ასწავლიან ქცევის წესებსაც. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ისაა, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, როგორია სახელმწიფოს გეგმა, რაც მათ უკან, ქუჩაში დაბრუნებას გადაარჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაწყებულია.
”თუ ბავშვთა სახლები დაიშლება, უკვე დაგეგმილია მცირე საოჯახო სახლების ჩამოყალიბება. ასეთი 32 რვაბავშვიანი სახლი გაკეთდება ახლო მომავალში”, - ამბობს მაია მგელიაშვილი.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ბოლო, 2007 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში ასეთი 1 500 ბავშვი დათვალეს, თუმცა როგორც ”World Vision - საქართველოს” ბავშვთა პროგრამების მენეჯერი ნუცი ოდიშარია გვეუბნება, ბავშვები მუდმივად იცვლებიან - შესაბამისად, რიცხვიც იზრდება და დღეს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი 2 000-მდე იქნება.
”რა არის მათი ქუჩაში გასვლის მიზეზი და შემდეგ - დარჩენის მოტივაცია?” - ვკითხეთ ნუცი ოდიშარიას.
ეს ზრუნვა იწყება მათი განათლებით, მათთვის საცხოვრებელი სახლის მონახვით, დასაქმებით და, რაც მთავარია, ისინი საზოგადოებამ უნდა მიიღოს...