მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური „რვიანი“ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისაგან კონკრეტულ პასუხს მაისის ბოლომდე ელოდა, მათ 30 მაისს ”ახალი მემარჯვენეების” ოფისში შეკრებილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატებთან სრულიად განსხვავებულ საკითხზე იმსჯელეს. ოპოზიციური „რვიანი“ 26 მაისს „სახალხო კრების“ აქციის დაშლის დროს მომხდარი ფაქტების საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ერთი ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს, მეორე ნაწილის აზრით კი, გაცილებით ეფექტური იქნება სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზიციურმა „რვიანმა“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატებს აქციის დაშლის დროს გადაღებული კადრები უჩვენა. უფლებადამცველები კი კვლავ გაუჩინარებულ ადამიანებსა და იზოლატორებში დაკავებულთა ცემის ფაქტებზე საუბრობენ.
11 წუთი შეადგინა იმ კადრების ნაკრების ხანგრძლივობამ, რომლებზეც 26 მაისის ღამით „სახალხო კრების“ აქციის დაშლის პროცესია ასახული. იმ წვიმიან ღამეს სხვადასხვა მედიასაშუალების ობიექტივში არაერთი კადრი მოექცა, სადაც სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ხელკეტებით უსწორდებიან ხელფეხგაკოჭილ და რუსთაველის გამზირის სველ ასფალტზე დაჩოქილ მიტინგის მონაწილეებს. ჩანს წყალს შერეული სისხლის გუბეებიც. სწორედ ეს 11 წუთიანი დოკუმენტური მასალა წარუდგინეს ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატებს. ჩვენ ამ კადრებს ჩამოვაშორეთ ყოველგვარი პოლიტიკური მხარე და დავტოვეთ მხოლოდ ანგარიშსწორების ამსახველი კადრები, ასეთ განმარტებას უკეთებენ ოპოზიციური „რვიანის“ წარომადგენლები ვიდეომასალას.
ოპოზიციური „რვიანი“ საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს. ერთი ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს, მეორე ნაწილის აზრით კი, გაცილებთ ეფექტური იქნება სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს და იქნება კანონმორჩილი, თუმცა ის ვერ იქნება მოძალადე ხელისუფლების მოშიში, ასე დაიწყო საუბარი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრიდან გამოვიდა. სამართლიანობის აღდგენა ითხოვს იმას, რომ სიმართლე გაირკვეს, ამბობს ის: ”საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა დღეს იმიტომაც გვჭირდება, რომ მოვიძიოთ დაკარგულები და დაზარალებულსა და დასახიჩრებულებს აღმოვუჩინოთ სამართლებრივი და ადამიანური მხარდაჭერა. გვქონდა დეტალებზე საუბარი - მაგალითად, იმაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ აქციის დაშლის ოპერაცია სადამსჯელო ღონისძიებაში გადაზრდილიყო. ამის გამოსაძიებლად აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა”, - მიაჩნია ირაკლი ალასანიას.
”თავისუფალი დემოკრატებისაგან” განსხვავებით, ”ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო კომისია ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სწორედ ამიტომ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის მომხრეა. დავით გამყრელიძე აქცენტს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც აქციის დაშლის მეორე დილიდანვე მცირე ინტერვალებით ვრცელდებოდა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების აქციის დაშლის შემდეგ გამომზეურება ხელისუფლების რეალური ზრახვის მაჩვენებელია: ”ჩნდება მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა არა დანაშაულის და გადატრიალების პრევენცია, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯა და შემდეგ ამ დასჯის ლეგიტიმაცია სწორედ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებით”, - ამბობს დავით გამყრელიძე.
როგორც ოპოზიციურ „რვიანთან“ შეხვედრიდან გამოსული ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი აღნიშნავდა, შექმნილი სიტუაცია მოითხოვს, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდეს: ”ოპოზიციურმა „რვიანმა“ წარმოგვიდგინა მასალები, გაგვაცნო იდეები, ეს ყველაფერი ნამდვილად უნდა გახდეს განხილვის საგანი. სიტუაცია და დამოკიდებულება ისეთია, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს.”
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური ჟონგლიორობის ასპარეზად, ამბობს ის: ”ამ მოვლენების ყველა ასპექტზე, ერთი მხრივ, უწყებრივი მოკვლევები მიმდინარეობს, მეორე მხრივ კი, სახალხო დამცველი მუშაობს აქტიურად. რაც შეეხება დაკავებულებს, მათი მონახულების საშუალება აქვს „წითელ ჯვარს“. ასეთ დროს ლაპარაკი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არის იმის მცდელობა, რომ მოხდეს საკითხის შემდგომი პოლიტიზება და ერთი ჯგუფის აშკარა დანაშაულებრივი ქმედებები გაუთანაბრდეს სახელმწიფოს ქმედებებს”, - მიაჩნია დავით დარჩიაშვილს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგამოძიებო კომისიების შექმნისა, ამბობს ოპოზიციური „რვიანის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. ის ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხავს აქციის დაშლის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობის გაზრდას. კობა დავითაშვილი იმ ფოტოს შესახებაც საუბრობს, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია აქციის ერთ-ერთი მსხვერპლი, ნიკა კვინტრაძე, რომელიც სამართალდამცავებმა 27 მაისის საღამოს მეტრო თავისუფლების ტერიტორიაზე კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავების განმარტებით, მათი გარდაცვალების მიზეზად ელექტროსადენი იქცა: ”ჩვენ წარვუდგინეთ ელჩებს ფოტო-მასალა, სადაც ნიკა ხელფეხშეკრული წევს, ის ამოცნობილია და ის ცოცხალია”, - ამბობს კობა დავითაშვილი.
გაუჩინარებული ადამიანების 50 კაცის სიას ფლობს „ახალგარზდა იურისტთა ასოციაცია“. ისინი, ამასთანავე, აქციის დაშლის დროს დაკავებულთა ინტერესებს იცავენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა იმისა, რომ აქციის დაშლის დროს დაკავებულ ადამიანებს ფიზიკურად უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორებში გაუსწორდნენ: ”ჩვენ ნამდვილად გვქონდა იმის მაგალითები, როდესაც ადამიანებს სცემეს არა დაკავების დროს, არამედ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რასაც წამების ან არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. რაც შეეხება გაუჩინარებულებს, ასეთი ადამიანები არსებობენ, გვაქვს 50 კაციანი სია. ზუსტად ვიცით, რომ ნაწილი ამ ადამიანებისა ნამდვილად გაუჩინარებულია, რადგან ოჯახის წევრები მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, ნაწილი კი დასაზუსტებელია, რადგან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირება”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა დღეს იმიტომაც გვჭირდება, რომ მოვიძიოთ დაკარგულები და დაზარალებულსა და დასახიჩრებულებს აღმოვუჩინოთ სამართლებრივი და ადამიანური მხარდაჭერა...
ოპოზიციური „რვიანი“ საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს. ერთი ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს, მეორე ნაწილის აზრით კი, გაცილებთ ეფექტური იქნება სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს და იქნება კანონმორჩილი, თუმცა ის ვერ იქნება მოძალადე ხელისუფლების მოშიში, ასე დაიწყო საუბარი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრიდან გამოვიდა. სამართლიანობის აღდგენა ითხოვს იმას, რომ სიმართლე გაირკვეს, ამბობს ის: ”საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა დღეს იმიტომაც გვჭირდება, რომ მოვიძიოთ დაკარგულები და დაზარალებულსა და დასახიჩრებულებს აღმოვუჩინოთ სამართლებრივი და ადამიანური მხარდაჭერა. გვქონდა დეტალებზე საუბარი - მაგალითად, იმაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ აქციის დაშლის ოპერაცია სადამსჯელო ღონისძიებაში გადაზრდილიყო. ამის გამოსაძიებლად აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა”, - მიაჩნია ირაკლი ალასანიას.
”თავისუფალი დემოკრატებისაგან” განსხვავებით, ”ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო კომისია ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სწორედ ამიტომ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის მომხრეა. დავით გამყრელიძე აქცენტს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც აქციის დაშლის მეორე დილიდანვე მცირე ინტერვალებით ვრცელდებოდა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების აქციის დაშლის შემდეგ გამომზეურება ხელისუფლების რეალური ზრახვის მაჩვენებელია: ”ჩნდება მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა არა დანაშაულის და გადატრიალების პრევენცია, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯა და შემდეგ ამ დასჯის ლეგიტიმაცია სწორედ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებით”, - ამბობს დავით გამყრელიძე.
ლაპარაკი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არის იმის მცდელობა, რომ მოხდეს საკითხის შემდგომი პოლიტიზება და ერთი ჯგუფის აშკარა დანაშაულებრივი ქმედებები გაუთანაბრდეს სახელმწიფოს ქმედებებს...