საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო წარმატებით ახერხებს ეკონომიკის განმტკიცებას. ასეთი დასკვნა საქართველოში ფონდის მორიგი მისიის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა. გასულ თვეში საქართველოში მიმდინარე „სტენდ ბაი“ პროგრამის მეცხრე და საბოლოო მიმოხილვის დასრულების ფარგლებში, ოფიციალური თბილისისთვის ხელმისაწვდომი გახდება 114 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით მთლიანად არ აუთვისებია წინა მიმოხილვის შედეგად გამოყოფილი თანხა, რადგან ამას არ მოითხოვდა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება.
საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური „სტენდ ბაი“ პროგრამის მეცხრე და საბოლოო მიმოხილვის დასრულების შესახებ. მისიის ბოლოს ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა:
„ინფლაცია დაიწყებს კლებას ივნისიდან. ეს იქნება განპირობებული საწვავისა და სურსათის ფასების სტაბილურობით, რაც თავის დროზე ძირითადი ფაქტორი იყო ინფლაციის ზრდის დაწყებისა.“
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ინფლაციის დონე გასული თვის 14 პროცენტიდან თითქმის რვა პროცენტამდე დაიკლებს. ასევე სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა შეესაბამება ინფლაციის კლების მიზანს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილის თვის ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ის აპრილის თვეში 13,5 პროცენტს შეადგენს, რაც კლების ტენდენციაზე მიუთითებს, რადგან მარტში წლიური ინფლაცია თითქმის 14 პროცენტს შეადგენდა.
აპრილის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად კავშირგაბმულობის 10 პროცენტით გაიაფებამ გამოიწვია. ასევე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა ფასები განათლებისა და დასვენება-გართობის სფეროებში.
რაც შეეხება აპრილის ინფლაციას, წინა თვესთან შედარებით მისი შემცირება, კავშირგაბმულობის გაიაფებასთან ერთად, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, ჯანდაცვის, განათლების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ოდნავ გაიაფებამაც გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია,რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები არ შეცვლილა, რაც ბოლო დრომდე ინფლაციის ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ პროდუქციის გაძვირება საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის გაძვირებას დააბრალეს.
სწორედ ამიტომ ფონდის მისია თავის განცხადებებში განასხვავებს მთლიან და საბაზისო ინფლაციას. მისიის ხელმძღვანელის ედუარდ გარდნერის აზრით, საბაზო ინფლაცია - ინფლაცია, დათვლილი საწვავისა და საკვები პროდუქტების ფასების გარეშე - კვლავაც დაბალია და 2 პროცენტს შეადგენს. ასეთ დიფერენციაციას არ ეთანხმება არც ლიბერალური და არც რეგულირებადი ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.
მათი აზრით, ინფლაცია ძირითადად მონეტარული მოვლენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა გაზარდა, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე:
”მე არ მგონია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ინფლაციაზე საქართველოში. ანუ ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა. ბიუჯეტის დეფიციტი იყო დიდი - 1 მილიარდს გადააჭარბა - და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს და მოვიდა იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა.”
გასულ წელს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას ასახელებს ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულიაც. ის ამ დასკვნას თავად ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს. ეს ნათლად ჩანს გეოსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის წლიურ გრაფიკზე, სადაც ნახტომისებური ზრდა შეიმჩნევა გასული წლის ივნის-ივლისში, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და შაქრის გაძვირება დაწყებული ჯერ კიდევ არ იყო.
ექსპერტები საქართველოს მთავრობას ინფლაციის შესამცირებლად სამთავრობო ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით კი, დღევანდელი პოლიტიკის პირობებშიც ინფლაციის მაჩვენებლის კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება და 9 პროცენტზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოწონებას იმსახურებს, საქართველოს მთავრობის მიერ ევრობონდების გამოშვებაა. მისიის ხელმძღვანელის ედუარდ გარდნერის კომენტარი:
”ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი მიღწევა იყო ევრობონდების გამოშვება. ის აღემატებოდა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინს ფასის გამო. საპროცენტო განაკვეთი ძალიან დაბალია, წინა ობლიგაციებთან შედარებით. ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნებს უჭირთ საგარეო დაფინანსების მოზიდვა. ამ წარმატებული ნაბიჯით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ნდობა, საქართველოს მიმზიდველობა გაზრდილია და რისკები შემცირებულია.”
როგორც ცნობილია, ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილი ევრობონდების გამოშვებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ საგარეო ვალის კიდევ უფრო გაზრდა მომავალ თაობებს მძიმე ტვირთად დააწვება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი თვლის, რომ საქართველოს საგარეო ვალი არც ისე მაღალია და მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის თითქმის 6 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.
ინფლაცია დაიწყებს კლებას ივნისიდან. ეს იქნება განპირობებული საწვავისა და სურსათის ფასების სტაბილურობით...
საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური „სტენდ ბაი“ პროგრამის მეცხრე და საბოლოო მიმოხილვის დასრულების შესახებ. მისიის ბოლოს ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა:
„ინფლაცია დაიწყებს კლებას ივნისიდან. ეს იქნება განპირობებული საწვავისა და სურსათის ფასების სტაბილურობით, რაც თავის დროზე ძირითადი ფაქტორი იყო ინფლაციის ზრდის დაწყებისა.“
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ინფლაციის დონე გასული თვის 14 პროცენტიდან თითქმის რვა პროცენტამდე დაიკლებს. ასევე სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა შეესაბამება ინფლაციის კლების მიზანს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილის თვის ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ის აპრილის თვეში 13,5 პროცენტს შეადგენს, რაც კლების ტენდენციაზე მიუთითებს, რადგან მარტში წლიური ინფლაცია თითქმის 14 პროცენტს შეადგენდა.
აპრილის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად კავშირგაბმულობის 10 პროცენტით გაიაფებამ გამოიწვია. ასევე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა ფასები განათლებისა და დასვენება-გართობის სფეროებში.
რაც შეეხება აპრილის ინფლაციას, წინა თვესთან შედარებით მისი შემცირება, კავშირგაბმულობის გაიაფებასთან ერთად, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, ჯანდაცვის, განათლების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ოდნავ გაიაფებამაც გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია,რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები არ შეცვლილა, რაც ბოლო დრომდე ინფლაციის ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ პროდუქციის გაძვირება საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის გაძვირებას დააბრალეს.
ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა...
მათი აზრით, ინფლაცია ძირითადად მონეტარული მოვლენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა გაზარდა, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე:
”მე არ მგონია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ინფლაციაზე საქართველოში. ანუ ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა. ბიუჯეტის დეფიციტი იყო დიდი - 1 მილიარდს გადააჭარბა - და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს და მოვიდა იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა.”
გასულ წელს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას ასახელებს ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულიაც. ის ამ დასკვნას თავად ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს. ეს ნათლად ჩანს გეოსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის წლიურ გრაფიკზე, სადაც ნახტომისებური ზრდა შეიმჩნევა გასული წლის ივნის-ივლისში, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და შაქრის გაძვირება დაწყებული ჯერ კიდევ არ იყო.
ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი მიღწევა იყო ევრობონდების გამოშვება. ის აღემატებოდა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინს...