საქართველოს მთავრობა ინფლაციით გაზრდილ ფასებთან ბრძოლას სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით აპირებს. ამ ბოლო დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების აუცილებლობის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა და ხელისუფლებამ ამ დარგის სუბსიდირებაც გადაწყვიტა. პოლიტიკოსებისა და ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა დიდი ხანია მოითხოვს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სუბსიდირება საქმეს კიდევ უფრო გააფუჭებს.
საქართველოში არსებულ 11 პროცენტზე მაღალ ინფლაციას მთავრობა ძირითადად მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქციის -ხორბლის, წიწიბურისა და სხვა სასურსათო პროდუქციის - გაძვირებას აბრალებს. შესაბამისად, მთავრობა ინფლაციის შემსუბუქებას სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით გეგმავს. მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მიმდინარე წლის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარით მეტია ჩადებული, ვიდრე 1 წლის წინ იყო. სწორედ სოფლის მეურნეობის დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის სფეროს მინისტრებთან 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე:
„თუ ჩვენ არ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და თუ ეს დაუყოვნებლივ არ გავაკეთეთ, თუ ამ საქმეში დაუყოვნებლივ არ ჩავდეთ ფული, გაზრდილი ტურიზმის პირობებში სოფელი, პრაქტიკულად, ვერ იხეირებს. რეალურად, საკუთარ თავსაც ვერ გამოვკვებავთ, აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ, 3 მილიონ ტურისტზე, რომელსაც წელს ველოდებით საქართველოში. მათ შემოაქვთ ფული, რომლის გარკვეული ნაწილი სასტუმროებსა და მათ მომსახურებაზე დაიხარჯება, მაგრამ დანარჩენი ნაწილი წავა ისევ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც უნდა შემოვიტანოთ პროდუქტები.”
მიხეილ სააკაშვილის აზრით, გლეხების სასუქითა და საწვავით მომარაგების პროგრამამ, ასევე მაღალმოსავლიანი ამერიკული მარცვლეულის თესლის შემოტანამ ინფლაციის გავლენა უნდა შეამსუბუქოს. ნავარაუდევია, რომ საქართველომ 2013-14 წლისთვის ხორბალზე საკუთარი მოთხოვნილების 35 - 40 პროცენტი დააკმაყოფილოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ძირითადად სწორედ მეხორბლეობის განვითარებას მოხმარდება გაზრდილი დაფინანსება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო:
”ამ პროგრამის განხორციელება ნაწილობრივ დაწყებული გვაქვს. გრძელდება მსურველთა რეგისტრაცია სიმინდის პროგრამაზე, რომელიც მოგვცემს მინიმუმ სიმინდის მოსავლის გასამმაგებას, შესაბამისად - შემოსავლების გასამმაგებას თითოეული ადამიანისთვის, ვინც დარეგისტრირდება ამ პროგრამაზე. პირველად გავხდებით სიმინდის ექსპორტიორები.”
თუმცა კი თავად გლეხები სხვაგვარ მოთხოვნებს აყენებენ და მთავრობისგან ხელშეწყობას მექანიზაციის და შხამქიმიკატების პრობლემის მოგვარებაში ელიან. მათი ნაწილი სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის მიზეზს მცირემიწიანობაში ხედავს და სკეპტიკურად უყურებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად ქვეყანაში სამხრეთაფრიკელი ფერმერები - ”ბურები” - ჩამოიყვანოს. ფერმერმა კახეთის რეგიონიდან, დავით ლომიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბურების მაგალითზე მეტად ქართველ გლეხებს სხვა სახის დახმარება სჭირდებათ:
”ჩვენ სწავლება კი არა, ტექნიკა გვჭირდება, მეთესლეობა უნდა განვითარდეს, მეცნიერება ჩაერთოს ამ ამბავში, ბაზრის მოძიებაში უნდა დაგვეხმარონ, ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნონ... ასე მცირემიწიან საქართველოში არ ვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა სხვების ჩამოყვანა, როცა ამდენი მიგრანტი გვყავს.”
ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა ეკონომიკის რომელიმე დარგში აქტიური ჩარევისგან, სუბსიდირებისგან. მიიჩნეოდა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავად წარმოაჩენდა პრიორიტეტულ მიმართულებებს. მიუხედავად ბიზნესის წარმოების გამარტივების და სოფლის მეურნეობის გადასახადებისგან საერთოდ გათავისუფლებისა, ეს დარგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმწირეს მაინც განიცდის. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლითიწლობით მცირდება და ამჟამად 11 პროცენტს შეადგენს.
ეკონომიკის ექსპერტის, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, სუბსიდირება კარგს არაფერს მოიტანს, რადგან სუბსიდირების დაწესების შემდეგ მისი გაუქმება შეუძლებელი გახდება, მით უმეტეს, რომ ამას შედეგი არ ექნება. ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ინფლაციის მთავარი მიზეზი განუვითარებელ სოფლის მეურნეობაში არ უნდა ვეძებოთ:
„ვინც დაასახელა სასურსათო პროდუქციის ფასების ზრდა ინფლაციის მთავარ მიზეზად, ისინი, ალბათ, აცდენილნი არიან რეალურ გზას გაარკვიონ რა არის ინფლაცია. ინფლაცია, პირველ რიგში, ეს არის ფულის მასის გაბერვა, ფასების მატება მოჰყვება სწორედ ფულის მასის მატებას. და ეს სწორია როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთაც.“
სანიმუშოდ გამოდგება კარტოფილი, რომელიც საქართველოში იმ რაოდენობით მოიყვანეს, რომ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტირებაც კი დაიწყო, მაგრამ პროდუქციის სიუხვეს ფასის შემცირება სულაც არ გამოუწვევია. პირიქით კი მოხდა, კარტოფილის ფასი გაიზარდა. შესაბამისად, ექსპერტები დაასკვნიან, რომ ფასების ზრდა სწორედ დაუსაქონლებელი ფულის დიდი მასის ბრუნვაში გამოტანამ გამოიწვია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები სოფლის მეურნეობის სუბსიდირების წინააღმდეგ გამოდიან, არის ამ თემის პოლიტიზება. გია ჯანდიერის კომენტარი:
„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აგრარული სექტორი არ არის ბიზნესი, არამედ ეს არის პოლიტიკური, ტრადიციული, კულტურული იდეების ნარევი და არა, უბრალოდ, ბიზნესი. ის რეფორმები, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე განხორციელდა ამ სექტორში, ბევრი თვალსაზრისით სწორედ ამას ემსახურებოდა. ბევრი პოლიტიკური ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული როლი უჭირავს და ხალხი ელოდება განსაკუთრებულ შედეგებს ამ მიმართულებით.“
გია ჯანდიერი და სხვა ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია მიწების ფართობის გამსხვილებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, რაც ბუნებრივად იწვევს სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, მაშინ როდესაც განვითარებულ აგრარულ ქვეყნებში სოფლის მოსახლეობა 20 პროცენტს არ აღემატება.
საქართველოში არსებულ 11 პროცენტზე მაღალ ინფლაციას მთავრობა ძირითადად მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქციის -ხორბლის, წიწიბურისა და სხვა სასურსათო პროდუქციის - გაძვირებას აბრალებს. შესაბამისად, მთავრობა ინფლაციის შემსუბუქებას სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით გეგმავს. მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მიმდინარე წლის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარით მეტია ჩადებული, ვიდრე 1 წლის წინ იყო. სწორედ სოფლის მეურნეობის დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის სფეროს მინისტრებთან 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე:
„თუ ჩვენ არ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და თუ ეს დაუყოვნებლივ არ გავაკეთეთ, თუ ამ საქმეში დაუყოვნებლივ არ ჩავდეთ ფული, გაზრდილი ტურიზმის პირობებში სოფელი, პრაქტიკულად, ვერ იხეირებს. რეალურად, საკუთარ თავსაც ვერ გამოვკვებავთ, აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ, 3 მილიონ ტურისტზე, რომელსაც წელს ველოდებით საქართველოში. მათ შემოაქვთ ფული, რომლის გარკვეული ნაწილი სასტუმროებსა და მათ მომსახურებაზე დაიხარჯება, მაგრამ დანარჩენი ნაწილი წავა ისევ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც უნდა შემოვიტანოთ პროდუქტები.”
მიხეილ სააკაშვილის აზრით, გლეხების სასუქითა და საწვავით მომარაგების პროგრამამ, ასევე მაღალმოსავლიანი ამერიკული მარცვლეულის თესლის შემოტანამ ინფლაციის გავლენა უნდა შეამსუბუქოს. ნავარაუდევია, რომ საქართველომ 2013-14 წლისთვის ხორბალზე საკუთარი მოთხოვნილების 35 - 40 პროცენტი დააკმაყოფილოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ძირითადად სწორედ მეხორბლეობის განვითარებას მოხმარდება გაზრდილი დაფინანსება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო:
ტექნიკა გვჭირდება, მეთესლეობა უნდა განვითარდეს, მეცნიერება ჩაერთოს ამ ამბავში, ბაზრის მოძიებაში უნდა დაგვეხმარონ, ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნონ ...
თუმცა კი თავად გლეხები სხვაგვარ მოთხოვნებს აყენებენ და მთავრობისგან ხელშეწყობას მექანიზაციის და შხამქიმიკატების პრობლემის მოგვარებაში ელიან. მათი ნაწილი სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის მიზეზს მცირემიწიანობაში ხედავს და სკეპტიკურად უყურებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად ქვეყანაში სამხრეთაფრიკელი ფერმერები - ”ბურები” - ჩამოიყვანოს. ფერმერმა კახეთის რეგიონიდან, დავით ლომიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბურების მაგალითზე მეტად ქართველ გლეხებს სხვა სახის დახმარება სჭირდებათ:
”ჩვენ სწავლება კი არა, ტექნიკა გვჭირდება, მეთესლეობა უნდა განვითარდეს, მეცნიერება ჩაერთოს ამ ამბავში, ბაზრის მოძიებაში უნდა დაგვეხმარონ, ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნონ... ასე მცირემიწიან საქართველოში არ ვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა სხვების ჩამოყვანა, როცა ამდენი მიგრანტი გვყავს.”
ინფლაცია, პირველ რიგში, ეს არის ფულის მასის გაბერვა, ფასების მატება მოჰყვება სწორედ ფულის მასის მატებას ...