ინფორმაცია ძალაა, ძალა, რომელიც ისტორიის მანძილზე ძირითადად მცირე ჯგუფების ხელში იყრიდა თავს. ტექნოლოგიის განვითარება ინფორმაციას სულ უფრო და უფრო ფართოდ მისაწვდომს ხდის. თავის დროზე ტექნოლოგიური გარღვევა იყო წიგნიც, რომელიც დაახლოებით იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც დღეს კომპიუტერი და ინტერნეტი ასრულებს კიდევ უფრო ფართო მასშტაბით. რას იწვევს ინფორმაციის გადინების ეს პროცესი და სადამდე შეიძლება ის მივიდეს? რადიო თავისუფლება ამ თემებზე პოლ რადუს ესაუბრა, რუმინელ საგამომძიებლო ჟურნალისტს, რომელსაც ურთიერთობა აქვს მსოფლიო საგამოძიებო ქსელთან, მათ შორის - ჟულიან ასანჯის ”ვიკილიქსთან”. რადუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - საგამოძიებო პროექტებზე მუშაობს. თბილისის ბიუროში პოლ რადუს დავით ჩაგანავა ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ერთი რამეა, უკანასკნელი ვიკილიქსის გაჟონვების შემდეგ საქართველოში გაჩნდა აზრი, რომ ეს ქმნის კრიზისს, ეს ქმნის ქაოსს სისტემების შიგნით. რას ფიქრობ შენ, რა სარგებელი აქვს სისტემების გახსნას, ყველანაირი ინფორმაციის ზედაპირზე ამოტანას?
პოლ რადუ: მე მჯერა, რომ სისტემების გახსნა, ინფორმაციის გახსნა დადებითი პროცესია. ეს საზოგადოების ინტერესებშია. ამის მიუხედავად - მაგალითად, ვიკილიქსის შემთხვევაში - ინფორმაციას ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. ავიღოთ უკანასკნელი ტელეგრამების სკანდალი - ის, რომ საელჩოს თანამშრომლები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიდნენ, არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყო. ეს ინფორმაცია ხშირად ჭორია, ან მეორე და მესამე პირის მიერ მოთხრობილი, ან გაზეთებში ამოკითხული. მაგალითად, საელჩოს თანამშრომელი ჩავიდა დილით, გაზეთი წაიკითხა და მერე რაიმე საინტერესო დეტალზე კაბელებში საუბრობს. ხშირად საელჩოს ინფორმაციის წყარო დაზვერვის სამსახურებია, ხოლო რამდენად სანდო შეიძლება იყოს ყოველთვის ეს წყარო, ამაზე ერაყის მაგალითი მეტყველებს. დაზვერვამ თქვა, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღი იყო, მაგრამ იარაღი ვერავინ იპოვა, ანუ ისინი შეცდნენ და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ამიტომ ვიკილიქსის ინფორმაცია უნდა იყოს აღქმული როგორც ფონი და ჟურნალისტებმა ამ ფონზე დაყრდნობით დამოუკიდებელი ძიებები უნდა აწარმოონ.
რადიო თავისუფლება: ზოგადად რას ფიქრობ, როცა ძალიან ბევრი ინფორმაცია ზედაპირზე ამოდის, სად ხედავ ჟურნალისტის როლს ამ პირობებში? რადგან, წარსულისგან განსხვავებით, ჟურნალისტს აღარ სჭირდება ქექვა და ძიება, ინფორმაცია უკვე ზედაპირზეა.
პოლ რადუ: ინტერნეტის პირობებში ინფორმაცია ზედაპირზე კი ამოდის, მაგრამ ამ ინფორმაციიდან ბევრი არის ის, რასაც ხმაურს ვეძახით, რომელსაც ვერ გამოიყენებ. მაგალითად, რაიმე პოპულარული ტერმინი შეიყვანეთ google- ში და ნახავთ ასობით ათას გვერდს ამ თემაზე, არავინ მიდის და ნახულობს მთლიანად ყველაფერს. იგივეა ვიკილიქსის შემთხვევაში. ყველაზე რთული ამ შემთხვევაში არის გააანალიზო ეს ინფორმაცია. ამიტომ მე მგონია, რომ ჟურნალისტის როლი ამ ეტაპზე არის ინფორმაციის ანალიზი, კავშირებზე დაკვირვება და ინფორმაციისთვის მეტად გასაგები ფორმის მიცემა, მისი დალაგება. საზოგადოებას, უბრალოდ, დრო არა აქვს ამ ინფორმაციის ზღვაში იქექოს. ამას ვხედავთ კიდევაც. მაგალითად, ვიკილიქსი მსოფლიოს წამყვან გაზეთებთან თანამშრომლობს, ელ პაისი, გარდიანი, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ჟურნალისტები, ვინც ამ ინფორმაციაში ქექვა იცის, ვინც იცის, როგორ გახადოს ეს ინფორმაცია მოსახმარი.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობ, მომავალში ეს გაჟონვები მეტ ბარიერებს ხომ არ შექმნის ინფორმაციისთვის? რადგან სისტემებმა თავი დაუცველად იგრძნეს.
პოლ რადუ: არ მგონია ამის შეჩერება შესაძლებელი იყოს. ამ გახსნის პროცესს ვერ გააჩერებ. რადგან რა არის ინტერნეტი? ინტერნეტი არის თეთრი ფურცელი, რომელზეც ინფორმაცია იწერება. ასე რომ, ინტერნეტი არის მედიუმი, მაგრამ, ფურცლისგან განსხვავებით, ის ჰაერივითაა, მისი მოხელთება და სივრცეში ჩაკეტვა შეუძლებელია. შეუძლებელია მისი ცენზურა. ეს მედიუმია, რომლითაც იღებ და აგზავნი ინფორმაციას, ამიტომ უსარგებლოა ამ პროცესის რეგულირება. პირიქით, ყველაფერი დაიწყო ვიკილიქსის მსგავსი ინიციატივით, მაგრამ ახლა გვაქვს ოუპენ ლიქსი, ბრასელ ლიკსი, გვაქვს ბევრი მსგავსი სახის ინიციატივები, რომლებიც იქმნება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებების გარშემო. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი კიდევ უფრო გაიხსნება, ინფორმაცია სულ უფრო გახსნილი გახდება. მე ველოდები ინფორმაციის გახსნას სხვა, არადასავლურ საზოგადოებებში. ეს იქნება ძალიან საინტერესო. მაგალითად, ვიკილიქსი, რომელიც ჩინეთში ამოყრის ინფორმაციას... და ეს აუცილებლად მოხდება.
რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი კანადელი ბლოგერი, კორი დოქტოროუ, ამბობს, რომ ის, ვინც შეეცდება კედლები აღუმართოს ინფორმაციის გადინების ამ დაწყებულ პროცესს, ამ კედლებთან ერთად ჩამოიქცევა. მინდა უფრო დაწვრილებით ახსნა რას გულისხმობ შენ, როცა იმასვე ამბობ. რატომ არის შეუძლებელი ამ პროცესის შეჩერება?
პოლ რადუ: ეს შეუძლებელია, მაგალითად, ბევრი ტექნიკური მახასიათებლების გამო. ადამიანებს შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენონ იმისათვის, რომ ინტერნეტთან მისაწვდომობა ჰქონდეთ. მაგალითად, შეხედეთ რა ხდება ეგვიპტეში. ეგვიპტელები, ინტერნეტის ჩავარდნის მიუხედავად, ახერხებენ ინტერნეტთან წვდომას დაილ აპის მეშვეობით. სერვერები არის განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სერვერები სატელეფონო ნომრებს გზავნიან, რომელზეც ეგვიპტელებს შეუძლიათ დარეკვა და ინტერნეტის წვდომა. Google-ს აქვს ტექნოლოგია საიმისოდ, რომ დარეკო და ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელო. ასე რომ, ტექნიკურად კედლების აშენება შეუძლებელია. ინტერნეტი, როგორც ვთქვი, ჰაერივითაა და რადგანაც ეს დაიწყო, ამის გაჩერება შეუძლებელია. გაჟონვა რთული იყო წარსულში, როცა შენ უნდა შეხვედროდი ვინმეს, ვისაც ინფორმაციის გაჟონვა სურდა სადმე დამალულ ადგილას, მას უნდა გადმოეცა დოკუმენტი და შენ ჩუმად უნდა გადაგეღო შორიდან დოკუმენტის გადმოცემის მომენტი. ინტერნეტი დღეს ანონიმურობის გარანტიებს იძლევა და ამას იყენებენ ისინი, ვინც ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიოში.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობ, ინფორმაციაში არსებობს საფრთხე კრიზისის, ქაოსის, არსებული მმართველობის სისტემებისთვის, საზოგადოებებისთვის? ძალა, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, პოლიტიკისადმი მიდგომები შეცვალოს ზოგადად?
პოლ რადუ: რა თქმა უნდა, ინფორმაცია ძალაა. წარსულში ეს ძალა მცირე ჯგუფების ხელში იყო, დღეს ეს ძალა უფრო და უფრო მეტ ადამიანზე ნაწილდება. უფრო და უფრო მეტი ხალხისთვისაა მისაწვდომი ინტერნეტი და, შესაბამისად, ინფორმაცია, ხშირად - პირველი წყარო. ადამიანებს შეუძლიათ ნახონ უკვე არა მარტო ინტერპრეტაცია, არამედ ადგილზე გადაღებული ვიდეო იქნება ეს თუ რადიო გადაცემა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამიტომ კი, მე მგონია, ინტერნეტი იქნება ცვლილების კატალიზატორი და მე არ მგონია, რომ ეს ცუდი ცვლილებაა, მგონია, რომ ეს კარგი ცვლილებაა. კი, იქნება კრიზისი, ხმაური, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ტექნოლოგია ხიდებს აშენებს ადამიანებს შორის. მაგალითად, არსებობს შიში, რომ რადიკალიზმი იზრდება მსოფლიოში და რომ რადიკალური ისლამი გაძლიერდება და საფრთხეები გაიზრდება, ადამიანები გახდებიან რადიკალურები და ეს საფრთხეა ჩვენი საზოგადოებებისთვის და ასე შემდეგ… მე არ მგონია, ეს სიმართლე იყოს. რა თქმა უნდა, რადიკალური ჯგუფები არსებობენ და ისინი არსებობენ ნებისმიერ საზოგადოებაში, მაგრამ მე მჯერა, რომ ინფორმაციის გადინებით ეს ჯგუფები სულ უფრო მცირე გახდებიან. მაგალითად, წარმოიდგინეთ ვინმე რელიგიური პირი ქადაგებდეს რადიკალურ იდეებს სადმე ერთ სკვერში. თუ ადამიანებს, რომლებიც ამ ქადაგებებს უსმენენ, არა აქვთ წვდომა სხვა წყაროებთან ინფორმაციისა, რა თქმა უნდა, რელიგიური პირის სიტყვები სკვერის სივრცეში ძლიერი იქნება, მაგრამ თუ ადამიანებისთვის მისაწვდომია ინტერნეტი, თუ მათ შეუძლიათ წამოვიდნენ სახლში და მარტივად „გუგლში“ მოძებნონ სხვა პერსპექტივებიც საკითხზე, მათი დარწმუნება გაცილებით რთული გახდება. ეს ადამიანები აღარ მიიღებენ ინფორმაციას, როგორც ერთადერთ სიმართლეს. ისინი შეხედავენ სამყაროს იმ პატარა სკვერზე დიდი პერსპექტივით, რადგან პატარა სკვერი დღეს უკვე მთელი მსოფლიოა.
რადიო თავისუფლება: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ტრანსფორმაციის პროცესში მთავრობას რატომღაც მიაჩნია, რომ ინფორმაციის გახსნა ეფექტურობას დააგდებს, რადგან სანამ ადამიანები, ზოგადად საზოგადოება გაერკვევა ამ ინფორმაციაში, ეს დიდ დროს წაიღებს, დროს, რომელიც მიიჩნევა, რომ სისტემას ტრანსფორმაციის გზაზე არა აქვს. ასეთი არის, ყოველ შემთხვევაში, მთავარი არგუმენტაცია ინფორმაციის არხების ჩაკეტვის სასარგებლოდ.
პოლ რადუ: მოუწევთ, სხვა გზა არ აქვთ. არათუ მოუწევთ, მათ, პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ ამ პროცესს, რადგან სულ უფრო გაიზრდება ზეწოლა გარედან. როცა გარედან ზეწოლაზე ვსაუბრობ, მე არ ვგულისხმობ ზეწოლას რომელიმე ერთი სახელმწიფოდან, მე ვსაუბრობ ზეწოლაზე გლობალური საზოგადოებისგან, რადგან ქართველებს ენდომებათ ის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რადგან მათ ეცოდინებათ რა აქვთ სხვებს და რა შედეგები მოაქვს ამ ცოდნას. ჯერჯერობით ჩვენ ვართ ინტერნეტის ყრმობის ეტაპზე, ასე ვთქვათ. ინტერნეტის წვდომა და მისი ეფექტურად ხმარების უნარი ჯერ მხოლოდ ნაწილს აქვს საზოგადოებების, თუმცა ეს ციფრი სულ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში და ის ადამიანები, ვისაც ექნება ინტერნეტი, სულ უფრო მეტად მოითხოვენ ინფორმაციას. და ეს ნიშნავს ზეწოლას მთავრობაზე, რომ გახსნან მონაცემები, საჯარო გახადონ მართვა, სისტემა. ამას გარდა, ადამიანები ვებზე საკუთარ ინფორმაციასაც განათავსებენ და ეს კონტრარგუმენტი გახდება იმისა, თუ რას ამბობს, მაგალითად, მთავრობა, რადგან იდეალურ პირობებში მთავრობა ამ ადამიანებს უნდა წარმოადგენდეს და თუ მთავრობის და ამ საზოგადოების არგუმენტაცია განსხვავებულია, ეს ნიშნავს სერიოზულ პრობლემებს ამ მთავრობისათვის. ასე რომ, მათთვისვეა უკეთესი გაიხსნან და რაც შეიძლება მალე გააკეთონ ეს.
რადიო თავისუფლება: ამ არგუმენტს რომ გავყვეთ, საერთოდ ვერ ვხედავ მთავრობის საჭიროებას. ანუ მთავრობა შესაძლოა კარგმა კომპიუტერულმა პროგრამამ ჩაანაცვლოს, რომელიც ინფორმაციის დინებას სისტემაში გაცილებით ეფექტურად მოახერხებს, დაგეგმავს პროცესებს, ლოგიკურ კვანძებს გამოიტანს და ასე შემდეგ. რადგან სოციუმი სულ უფრო ინფორმირებული იქნება, ეს რაღაცნაირად ნიშნავს, რომ მათ თავად გაუჩნდებათ საერთო სივრცის დაცვის მოთხოვნილება, გაიზრდება პირადი პასუხისმგებლობა. მათ აღარ დასჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ ეტყვის, რა უნდა აკეთონ ყოველდღე. მათ ეცოდინებათ თავად საზღვრები თავისუფლების და ასე შემდეგ…
პოლ რადუ: ეგ ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა. ჩვენ, შესაძლოა, სწორედ მაქეთკენ მივდიოდეთ. ზუსტად ეგ იდეა უკვე სამეცნიერო დონეზე გამოიცდება. მაგალითად, ამ ეტაპზე სილიკონის ხეობაში კოლექტიური მახსოვრობის პროგრამები იწერება, პროცესი ჯერ კიდევ საცდელ ეტაპზეა. მეცნიერები ამაზე მუშაობენ. შეიქმნება, ასე ვთქვათ, უმაღლესი ინტელექტი, რომელიც მართვაში დაეხმარება ადამიანებს. მაგალითად, პრობლემა, რომელიც არსებობს დღეს, არის ციკლები საარჩევნო დემოკრატიულ სისტემებში. მთავრობები ამბობენ, ჩვენ მხოლოდ ოთხი წლით ვართ და ბევრის გაკეთებას ვერ შევძლებთო. შემდეგ მოდის ახალი მთავრობა, რომელიც ანაცვლებს არსებულს და ის იწყებს ახალი იდეებით, ახალი პროექტებით და ასე შემდეგ… ასე რომ, არის ეს განვითარების წყვეტა მთავრობების ქმედებაში, რაც სისტემების ჰარმონიულ, ლოგიკურ, რაციონალურ განვითარებას ხელს უშლის. ამიტომაც ახლა მიდის მუშაობა პროექტზე, რომ შეიქმნას კოლექტიური მახსოვრობა. მაგალითად, თუ იყო კარგი ინიციატივა რაღაც ეტაპზე, ეს უნდა გაგრძლდეს და არა ისე, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კურსი ეგრევე შეიცვალოს. ეს იდეა ასევე დგას იმაზე, რომ ადამიანების ცხოვრების ციკლიც შეზღუდულია. შესაბამისად, ჩვენი მეხსიერებაც. კი, ჩვენ ვსწავლობთ წარსულს წიგნებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც ინტერპრეტაციაა, აქ ჩარეულია სხვადასხვა ინტერესები, ძალაუფლება, რომელიც ინფორმაციას აკონტროლებს და ასე შემდეგ. ამიტომაც ხშირად ჩვენ ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. კოლექტიური მეხსიერების შექმნა ადამიანებს მისცემს საშუალებას ცივი გონებით შეხედონ პროცესის განვითარებას, ინტერესების, წყვეტის, ფაქტების დამახინჯების და ინტერპრეტაციის გარეშე. მოკლედ, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მთელი ინფორმაციის დაარქივებას მოახდენს. ანუ თუ გინდა ახალი კანონის შექმნა, შენ შეგეძლება ობიექტურ ბაზისს დაეყრდნო. და ეს კოლექტიური მეხსიერება შეასრულებს ხიდის ფუნქციას სხვადასხვა ციკლს შორის ცვლის ჰარმონიზაციისთვის.