3 თებერვალს მაუწყებლობის მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე სასაუბროდ მედიაექსპერტები, ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ”ქორთიარდ მარიოტში” შეიკრიბნენ.
მთავარმა მომხსენებელმა, მედიის სამართლის ექსპერტმა ბარბარა სვონმა შეკრებილ საზოგადოებას მედიის შესახებ საქართველოს პარლამენტში შესული ორი სხვადასხვა კანონპროექტის გარშემო საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო. ეს პირველი გაფართოებული შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მედიამფლობელობის გამჭვირვალობაზე დაიწყო ლაპარაკი.
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს, IREX-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი, როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ლია ჩახუნაშვილმაც აღნიშნა, მედიაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად მომუშავე ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დისკუსია იყო. მედიაგამჭვირვალობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის დასავლურ გამოცდილებაზე ბევრი ისაუბრა მედიის სამართლის ექსპერტმა ბარბარა სვონმა. გარდა იმისა, რომ დეტალურად მიმოიხილა ამერიკულ მედიაში არსებული ვითარება, მან ის ძირითადი პუნქტებიც ჩამოთვალა, რომლებიც ხელს უწყობს მაუწყებლობის მფლობელთა ვინაობისა და ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევას:
”თქვენ გჭირდებათ, რომ მარეგულირებელი ორგანო იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, სრულად იყოს გამჟღავნებული პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის ინტერესები, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიისათვის დაწესებული უნდა იყოს აკრძალვები, უნდა უზრუნველყოთ მფლობელობის შესახებ არაკონფიდენციალური მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობა და მარეგულირებელი სალიცენზიო გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვა. და ზოგადად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია მფლობელის ინტერესები”.
ჟურნალისტისა და მედიაექსპერტის ზვიად ქორიძისათვის ბარბარა სვონის მოხსენება საინტერესო იმ თვალსაზისითაც აღმოჩნდა, რომ მედიის სამართლის ექსპერტმა, ფაქტობრივად, შეაფასა საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესული ორი კანონპროექტი - როგორც საპარლამენტო ჯგუფის მიერ მომზადებული ვარიანტი, ისე ჟურნალისტებისა და ექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პაკეტი:
”იმ ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ლაშა ტუღუში ხელმძღვანელობს, სრულად უზრუნველყოფს საკუთრების გამჭვირვალობას და სრულ ფინანსურ გამჭვირვალობას, მათ შორის აუდიტს, ფინანსურ ანგარიშგებას. საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც ასევე მოამზადა კანონპროექტი, კატეგორიულად გამორიცხავს აუდიტს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრულ აღრიცხვიანობას, ფინანსურ გამჭვირვალობას და საკუთრების კონცენტრაციის თემას. ერთადერთი საკითხი, რაზეც ამბობენ, რომ უნდა იყოს გამჭვირვალობა, საკუთრების საკითხია”.
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი და საზოგადოებრივი საინიციატოვო ჯგუფის წევრი ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს ის ვითარება, რაც დღეს მედიაშია. 3 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის გარშემო ღია დისკუსიამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი სავსებით უზრუნველყოფს მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობას.
რაც შეეხება ფინანსების გამჭვირვალობას, კუბლაშვილი კანონში ცვლილების ან დამატების საჭიროებას ვერ ხედავს:
”დღესაც მოქმედ კანონში არის ნორმა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ადგენს, რომ სავალდებულოა ყოველწლიურად აუდიტის მასალების წარდგენა მარეგულირებელი კომისიისთვის; კანონით, იქვე უნდა იყოს მითითებული, ფინანსების რა წილი მოდის სარეკლამო ბაზრიდან მიღებულ შემოსავალზე და რა არის ამ შემოსავლების მიღმა, ანუ ხარჯი რამდენი იყო მთლიანად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში საკანონმდებლო რეგულირება საკმაოდ ამომწურავია და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ ფორმულირებას ვერ გამოვიგონებთ“.

თქვენ გჭირდებათ, რომ მარეგულირებელი ორგანო იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, სრულად იყოს გამჟღავნებული პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის ინტერესები...
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს, IREX-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი, როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ლია ჩახუნაშვილმაც აღნიშნა, მედიაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად მომუშავე ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დისკუსია იყო. მედიაგამჭვირვალობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის დასავლურ გამოცდილებაზე ბევრი ისაუბრა მედიის სამართლის ექსპერტმა ბარბარა სვონმა. გარდა იმისა, რომ დეტალურად მიმოიხილა ამერიკულ მედიაში არსებული ვითარება, მან ის ძირითადი პუნქტებიც ჩამოთვალა, რომლებიც ხელს უწყობს მაუწყებლობის მფლობელთა ვინაობისა და ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევას:
”თქვენ გჭირდებათ, რომ მარეგულირებელი ორგანო იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, სრულად იყოს გამჟღავნებული პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის ინტერესები, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიისათვის დაწესებული უნდა იყოს აკრძალვები, უნდა უზრუნველყოთ მფლობელობის შესახებ არაკონფიდენციალური მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობა და მარეგულირებელი სალიცენზიო გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვა. და ზოგადად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია მფლობელის ინტერესები”.
საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც ასევე მოამზადა კანონპროექტი, კატეგორიულად გამორიცხავს აუდიტს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრულ აღრიცხვიანობას, ფინანსურ გამჭვირვალობას და საკუთრების კონცენტრაციის თემას ...
ჟურნალისტისა და მედიაექსპერტის ზვიად ქორიძისათვის ბარბარა სვონის მოხსენება საინტერესო იმ თვალსაზისითაც აღმოჩნდა, რომ მედიის სამართლის ექსპერტმა, ფაქტობრივად, შეაფასა საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესული ორი კანონპროექტი - როგორც საპარლამენტო ჯგუფის მიერ მომზადებული ვარიანტი, ისე ჟურნალისტებისა და ექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პაკეტი:
”იმ ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ლაშა ტუღუში ხელმძღვანელობს, სრულად უზრუნველყოფს საკუთრების გამჭვირვალობას და სრულ ფინანსურ გამჭვირვალობას, მათ შორის აუდიტს, ფინანსურ ანგარიშგებას. საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც ასევე მოამზადა კანონპროექტი, კატეგორიულად გამორიცხავს აუდიტს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრულ აღრიცხვიანობას, ფინანსურ გამჭვირვალობას და საკუთრების კონცენტრაციის თემას. ერთადერთი საკითხი, რაზეც ამბობენ, რომ უნდა იყოს გამჭვირვალობა, საკუთრების საკითხია”.
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი და საზოგადოებრივი საინიციატოვო ჯგუფის წევრი ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს ის ვითარება, რაც დღეს მედიაშია. 3 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის გარშემო ღია დისკუსიამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი სავსებით უზრუნველყოფს მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობას.
რაც შეეხება ფინანსების გამჭვირვალობას, კუბლაშვილი კანონში ცვლილების ან დამატების საჭიროებას ვერ ხედავს:
ამ ნაწილში საკანონმდებლო რეგულირება საკმაოდ ამომწურავია და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ ფორმულირებას ვერ გამოვიგონებთ ...