”დროის მცოდნეთ იციან საკუთარი დრო და ამიტომაც დროზე არ არიან დამოკიდებულნი”- უთქვამს რუს ფილოსოფოსს ალექსანდრ პიატიგორსკის მანამ, სანამ მას საბჭოთა დროზე ‘დამოუკიდებლობა’ ძვალსა და რბილში გაუჯდებოდა და ემიგრაციაში წასვლა მოუწევდა. მერე წავიდა, ისევე როგორც მისი მეგობარი მერაბ მამარდაშვილი, რომელმაც წასვლამდე დაახლოებით იგივე თქვა, ოღონდ სხვა სიტყვებით, და თან წავიდა სხვაგან, ’იმქვეყნად’ გადასახლდა. ცოტა არაპირდაპირი კავშირია... მამარდაშვილი, ალბათ, იმიტომ ვახსენე, რომ „ნოვაია გაზეტაში“, სტატიაში პიატიგორსკის იდეის შესახებ, რუსი მწერალი და ჟურნალისტი იური როსტი ამბობს, მეგობრები იყვნენო, ერთი წრის ხალხიო...
წერილი ახალ წელს პირდაპირ და არც ირიბად არ ახსენებს, მაგრამ რადგანაც დროზე დამოკიდებულებაზე ან არ დამოკიდებულებაზეა საუბარი, ვიფიქრე ერთად ყოფნის მოლოდინები, საჩუქრები, შეხვედრები, სადღეგრძელოებითქო… მოდით ჯერ იდეაზე ვიტყვი და იქნებ გასაგები გავხადო რას ვამბობ.
მოკლედ ფილოსოფოსს პიტიგორსკის განუვითარებია აზრი, რომლის შესახებაც მე დღეს გავიგე, მოკლედ აზრი ’არ შეერთების’ შესახებაა. სისტემიდან თავის შორს დაჭერის იდეა.
პიატიგორსკის ფორმულა შეუქმნია და, მისი ფორმულის მიხედვით, სისტემის ხალხი - ნებისმიერი სისტემისა, რელიგიური იქნება ეს ნაციონალური თუ იდეოლოგიური - უნდა გამოყო ამ სისტემისგან, უნდა მოწყვიტო ამ სისტემას, რათა მათ ინდივიდუალური იდეების განვითარების შანსი მისცე და ამ გზით არა სისტემურ, არამედ ჰარმონიულ ურთიერთობებში ჩააბა.
მხოლოდ სისტემიდან მოწყვეტით არის შესაძლებელი, როგორც როსტი ამბობს,”დარჩე ხელშეუხებელი თანამედროვეობის ორომტრიალისგან და შეინარჩუნო კავშირი უმაღლეს გონთან.”
ცოტა უცნაურია უმაღლესი გონის და განმარტოების იდეის ხსენება ამ წინა საახალწლო განწყობის ფონზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთობაა, კულტურულ ტრადიციული და, ალბათ, სისტემურიც…
არა, როსტი, პიატიგორსკის იდეის კვალზე, ერთობას არ გამორიცხავს. პირიქითაც, განმარტოება, მისი აზრით, გზაა ჰარმონიული და ნებელობითი და არა სისტემის მიერ თავს მოხვეული ერთობისკენ. თუმცა ამის მისახვედრად მოწყვეტა და განმარტოებააო საჭირო. და აქ კი იფიქრებ, გამწირა ახალ წელს მარტო შესახვედრადო, მაგრამ აქვე როსტს მაგალითი მოჰყავს იდეალური კავშირებისა და ერთიანობისა. ჰიმალაიელები, იდეაა და ხალხი, რომელიც მას საიდანღაც აქვს აღებული, პრინციპში მნიშვნელოვანი არაა ეს ეხლა, მნიშნველოვანია რომ განსვლის და არ შეერთების იდეის ფონზე როსტი ამბობს, რომ აი ჰიმალაიელები იღებენ შენსას, შენს ინდივიდუალურად განვითარებულ იდეას, საზრისს, და თუ მასში არაძალისმიერ კავშირის საჭიროებას ხედავენ, მას ერთობით და ჰარმონიული ურთიერთობით პასუხობენო. როგორც ჩანს, ამ საახალწლოდ როსტი ბოლომდე არ წირავს მკითხველს მარტოობისთვის და ალბათ მესიჯი რო გაამარტივო იქნება: დაივიწყე სავალდებულოდ სამყოფი ადგილები და ერთობა, კარგად დაფიქრდი რა გინდა, და გაატარე ახალი წელი მათთან ვისთანაც ….. და არ დამორჩილდე სურვილებს, რომლებიც შენია არაა, მაგრამ ეს არა მარტომ არამედ…მოკლედ ’მარტოობა ერთობაში’ ან ’ერთობა მარტოობაში’ იქნება მარტივი სიტყვების კომბინაცია ამ იდეის გადმოსაცემად, ალბათ… გადავეკიდე ამ ახალ წელს, მაგრამ ახალი წელია, და როგორც ჩანს პიატიგორსკის არ იყოს მე ვერ ვახერხებ დროზე არ ვიყო დამოკიდებული.
თუმცა ერთი კითხვაც…ცოტა უცნაურია, როგორ უნდა გაიკვლიო გზა საკუთარ თავში და ამ გზით მიხვდე როგორ ჩამოაყალიბო არა სისტემური, არამედ ჰარმონიული ურთიერთობანი? არა, ამაზე პასუხები ერთ გვერდიან სტატიაში არ იქნება, თან ამის მიხვედრის გზაზე ახალი წლის მარტო გატარება რამდენად ღირს? თან მეგობრების ან საოჯახო წრე რამდენადაა სისტემა? ან რას გადავეკიდე ამ ახალ წელს, რომლის ძალისმიერ ჩატენვას ვცდილობ ამ ჩემს სამ წუთში. უპს მგონი გამითდა დრო. ესეც და მოვრჩი.
ვუდი ალენის ფილმია, ვოთევერ ვორკს ქვია. ბოლოში იქ მთავარი გმირი, ფიზიკოსი, რომელიც სოციალურ კავშირებს სისტემურ ჭრილში განიხილავს და ამიტომაც მათ ცოტა სკეპტიკურად უყურებს, ახალ წელს მაინც მეგობრების გარემოცვაში ხვდება. თან ეს გმირი რჩება ამ საკუთარი იდეების ერთგულიც. ანუ ეცინება, შეხედე როგორ ცდილობენ თავისი უშინაარსო ინდივიდუალური არსებობა გაამართლონ რაღაც სულელური ერთობის დღესასწაულებითო. მაგრამ თითქოსდა ამისგან მოწყვეტილი, ინდივიდუალური, და თვით შემეცნების გზაზე მდგარი, თვითონაც იგივე, თავისივე სიტყვებით სულელური, დღესასწაულის ნაწილია. ალბათ გამოხატა, შიგნით არ დაიგროვა და მოეშვა მასაც და მეგობრებსაც… ამიტომაც თითონაც შეუძლია უხაროდეს, თითონაც იყოს ბედმიერი, ყოველშემთხვევაში ვუდი ალენის სცენარის მიხედვით არავინ გარიყულა… და ახალ წლამდე დარჩენილ წამებს ყველა ერთად ითვლის… ცხრა, რვა, შვიდი… მოკლედ ამის დროც მალე მოვა.