პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს რამდენიმედღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ვიზიტის დღის წესრიგით, მან შეხვედრები გამართა პენიტენციალურ სისტემაში მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტთა მდგომარეობის თაობაზე, უსახლკარო ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით. მან ასევე გახსნა ახალი თერაპიული კაბინეტი, რომელიც პოლონეთის მხარის დაფინანსებით მოეწყო. კშიშტოფ სტანოვსკი რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ეწვია.
რადიო თავისუფლება: რა არის მთავარი მიზანი თქვენი ვიზიტისა? ერთი მხრივ, თქვენს დღის წესრიგში არის ეს სოციალური პროექტები და შეხვედრები ამ თემებზე, თუმცა, მეორე მხრივ, თქვენი ოფიციალური პასუხისმგებლობა მოიცავს ევროკავშირის პროგრამებთან დაკავშირებული თანხების ხარჯვის მონიტორინგს.
კშიშტოფ სტანოვსკი: პოლონეთი, ისე როგორც საქართველოა დღეს, რამდენიმე ათწლეულის წინ იყო საზღვარგარეთული დახმარების მიმღები ქვეყანა. ოცი წლის წინ ჩვენ ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში და სწორედ საერთაშორისო დახმარებამ მოგვცა საშუალება ფეხზე დავმდგარიყავით. დღეს პოლონეთი არის დონორი ქვეყანა - ქვეყანა, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ესაჭიროება ეს დახმარება. პოლონეთის მთავრობაში სწორედ მე ვარ პასუხისმგებელი ამ დახმარებაზე. აქედან გამომდინარე, ჩემი ვიზიტები სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ეს დახმარება ყველაზე საჭიროა. დახმარება პოლონეთიდან ორი მიმართულებით მიდის. პირველი, ეს გახლავთ აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები, - მათ შორის, საქართველო, - მეორე მიმართულება გახლავთ ყველაზე ღარიბი ქვეყნები მსოფლიოში, ანუ აფრიკული ქვეყნები. ბრიუსელში, დონორთა კონფერენციაზე, 2008 წელს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ საქართველოსთვის გამოყოფს ხუთ მილიონ დოლარს ორი ათას რვა-ორი ათას ათი წლის განმავლობაში. კრიზისის მიუხედავად, ჩვენ ამ შეპირებას ვასრულებთ. და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ვნახო, თუ როგორ იხარჯება ეს ფული. მსგავსი ვიზიტები საჭიროა საქართველოში, ვინაიდან და რადგანაც პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არაა რომელიმე მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფის წამოწყება, ამას უფრო სისტემური ხასიათი აქვს.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ ბრიუსელში დონორთა კონფერენცია. რამდენადაც მე ვიცი, ოთხ მილიარდზე მეტი დოლარი მოგროვდა მთლიანობაში. არის ასეთი მოსაზრება, რომ ფულის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე იხარჯება საქართველოში. თქვენი გამოცდილებიდან, რა სფეროებში უნდა ჩაიდოს ფული, რომ ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანი იყოს?
კშიშტოფ სტანოვსკი: ეფექტურობა ამ თანხების გაცემისა მდგომარეობს იმაში, რომ მიმღები და დონორი ქვეყანა სწორად შეთანხმდნენ ამ თანხების მიზნობრიობაზე. თუ არ არსებობს თანამშრომლობა იმ მთავრობასთან, რომელიც განკარგავს ამ თანხებს, ხარჯვის ეფექტურობა საკმაოდ დაბალია. საქართველოს მთავრობა კი ძალიან გარკვევით და ძალიან ნათლად აყალიბებს საქართველოში არსებულ მოთხოვნილებებს დღესდღეობით. და ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველოში, პირველ რიგში, ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და არა პოლონეთის ან საფრანგეთის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს პოლონეთის გამოცდილება, როცა ჩვენ გვინდოდა ამ თანხების დახარჯვის მიზნები თავად განგვესაზღვრა, გვინდოდა თავად მიგვეღო გადაწყვეტილება. თუმცა, რა თქმა უნდა, დონორების, სპონსორების აზრიც უნდა გაგვეთვალისწინებინა.
მაგალითისთვის, პოლონეთი ერთ-ერთია, ვინც საქართველოს რეგიონალური განვითარების გეგმის შექმნაში მონაწილეობს. გეგმა შემუშავებულია და ახლა ჩვენ მივიღეთ უკვე კონკრეტული წინადადება, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს პროფესიული განათლების განვითარებაში, რეგიონებში ბიბლიოთეკების სისტემების მოწყობაში, კარგი გამოცდილება გვაქვს აგრეთვე სატყეო მეურნეობის განვითარებაში. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეა და, რამდენადაც მე ვიცი, მას მოვლა პატრონობა უკანასკნელ წლებში, რბილად რომ ვთქვათ, აკლდა. ამ თემაზე ჩვენ პოლონეთში ჩავატარეთ რიგი სემინარები, ქართველ სპეციალისტებს გავაცანით ჩვენი გამოცდილება და, შესაბამისად, საქართველოში უკვე შეიქმნა სამოქმედო გეგმა. შემდგომ ეტაპზე შეიქმნა სახელმძღვანელოები რეინჯერებისთვის, რომელთა მიხედვითაც უნდა ისწავლებოდეს სატყეო მეურნეობა და ტყის მოვლა. შემდგომი ეტაპი გახლავთ შესაბამისი მეტყევეობის სასწავლებლის შექმნა. ამ ეტაპზე ამ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ესაა პროგრამა, რომელიც საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს ეხება. ზოგადად, ტყის მოვლა ისეთი სფეროა, სადაც ბევრი დონორი არ აქტიურობს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა ჩვენთვის საინტერესო თემა, რადგან ჩვენ ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საბავშვო ბაღების პროგრამაზე რეგიონებისთვის, სადაც საბავშვო ბაღი არა მხოლოდ სოციალური დახმარების ფორმაა, არამედ განათლების სისტემა ბავშვებისთვის. ამის საფუძველზე რამდენიმე საბავშვო ბაღი გაჩნდება რეგიონებში. სქემა ყოველთვის ერთი და იგივეა: ჯერ ვქმნით, ვაჩვენებთ და შემდეგ ვამოწმებთ, როგორ მუშაობს საქართველოში. პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტი კეთდება და თუ ეს მუშაობს, მერე დავეხმარებით საქართველოს მთავრობას შემოიტანოს შემუშავებული პროექტი, როგორც სისტემის ნაწილი.
ბალცეროვიჩის რეფორმები პოლონეთში შემოღებული იყო პირველი თავისუფალი არჩევნების შემდეგ ოთხმოცდაათ დღეში. რამდენიმე თვეში ჩვენ, შეიძლება ითქვას, გავირბინეთ გზა სოციალისტური ეკონომიკიდან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ. თვითმმართველობის რეფორმა შემოვიღეთ ას ოთხმოც დღეში. ამ ყველაფრის გრძელვადიან ეფექტებს კი დღეს ვიმკით. ყველაზე დიდი ცვლილებები დაეტყო არა დედაქალაქს, რომელსაც ცვლილება, რა თქმა უნდა, დაეტყო, არამედ რეგიონებს. ყველაზე მკვეთრად შეიცვალა სწორედ პროვინცია. სწორედ აქ დაგვიგროვდა ჩვენ გამოცდილება. პოლონეთი არაა ექსპერტი ავტობანების მშენებლობაში, მაგრამ არის რამდენიმე სფერო, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ექსპერტები და პოლონეთი ცდილობს გაუზიაროს სწორედ ეს გამოცდილება მათ, ვისაც ეს სჭირდება, რადგან ეს ცოდნა ჩვენთვის ძვირფასი რესურსია. ზოგადად დონორთა თანხის განკარგვა-დაგეგმარების პროცესში დიდ როლს თამაშობს ის გამოცდილება, რომელიც ამა თუ იმ დონორს აქვს. დონორები ზოგადად სთავაზობენ დახმარებას იმ სფეროებში, რომელიც მათ ყველაზე კარგად ესმით.
რადიო თავისუფლება: რეგიონებზე საუბრობთ. საქართველოს თუ დავუბრუნდებით, ტენდენციას რომ დავაკვირდეთ, ძირითადი ცვლილება თბილისში და ქალაქებში ხდება. თქვენი აზრით, გარდამავალ პერიოდში რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის რეგიონების ჩართვას პროცესებში?
კშიშტოფ სტანოვსკი: საქართველო არ არის პოლონეთი, ის განსხვავებული ქვეყანაა. როდესაც ვადარებთ პოლონეთს და უნგრეთს, მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთი ბევრად უფრო კონცენტრირებულია ბუდაპეშტის ირგვლივ. საქართველოს შემთხვევაში, როდესაც წარმოვიდგენთ იმ მიმართულებებს, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს მომავალში, ბუნებრივია, რომ დიდ როლს ტურიზმი ითამაშებს. რა თქმა უნდა, ძველი ქალაქის დათვალიერება ნამდვილად ღირს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აგროტურიზმი და ლამაზი ბუნება რეგიონებში. პოლონეთი არის საკმაოდ ბევრი და ხარისხიანი საკვების მწარმოებელი. რასაკვირველია, იგივე პოტენციალი საქართველოსაც აქვს. როგორც ყურძენი, ისე სხვა პროდუქცია, რომელიც აქ იწარმოება, უნდა არსებობდეს როგორც მსოფლიო ბაზარზე, ისე ადგილობრივ ბაზარზე. სასტუმროში, რომელშიც მე გავჩერდი, უმეტესობა საკვებისა იყო იმპორტირებული.
რადიო თავისუფლება: ბოლო ტენდენციებით, როგორ უყურებთ საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირთან მიმართებაში?
კშიშტოფ სტანოვსკი: აბსოლუტურად ნათელია და ეს ბევრჯერ ითქვა ჩვენი ოფიციალური პირების მიერ, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ეს მუდმივად ჟღერს, განურჩევლად პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობისა. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება და მიახლოება მათ სტრუქტურებთან საჭიროებს ხანგრძლივ და რთულ მოლაპარაკებებს და ასევე რთულ რეფორმებს. პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, თუმცა საქართველოს მხარემ უნდა გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული რეფორმები. საქართველოს მხარე უნდა შეეცადოს იყოს კონკრეტული და დაახლოებაზე ფიქრი კონკრეტული გადაწყვეტილებით გაამყაროს. პოლონეთის გამოცდილება ერთ რამეზე მიუთითებს: შეუძლებელი შესაძლებელია. 21 წლის წინ პოლონეთი იყო ვარშავის ხელშეკრულებაში, 21 წლის წინ კომუნისტური პარტია მართავდა ქვეყანას, 21 წლის წინ იდგა ბერლინის კედელი. დღეს პოლონეთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა ევროპაში.
რადიო თავისუფლება: ამის მიზეზი ისაა, რომ პოლონეთი ევროპასთან ტერიტორიულად ახლოსაა თუ სხვა რამ მიზეზია?
კშიშტოფ სტანოვსკი: როგორ გგონიათ, ადვილი იყო ქვეყნისთვის, რომლის ერთი მეზობელი გერმანიაა, მეორე კი რუსეთი? ადვილი იყო ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიაზე გაიარა ყველა მსოფლიო ომმა? არა მგონია. ჩვენ უზარმაზარი შრომა გავწიეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ პოლონეთი დამოუკიდებელი ყოფილიყო, არამედ იმისთვისაც, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობები გვქონოდა… და ეს ადვილი არაა. თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია.