რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებასა და კონკრეტულ რეგულაციებზე მუშაობს. მოლაპარაკებებში მონაწილე ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ გაწევრიანება 2011 წელს მოხდება. ამაზე “ვედომოსტი” წერს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე რუსეთი უარს ამბობს ტყის ნედლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ მაღალ გადასახადებზე და ასევე გეგმავს გადასახადების დაწევას იმპორტირებული ავტომანქანების დაბეგვრის პროცესში. გადასახადი დღეს 30 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და, გეგმის მიხედვით, ის 15 პროცენტამდე უნდა დავიდეს. “ვედომოსტის” მიხედვით, 11 დეკემბერს რუსულმა მხარემ ბრიუსელში ამ საკითხებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი.
გაზეთი “იზვესტია” აქვეყნებს სტატიას ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შესახებ. სტატიაში, სათაურით ”მაკკეინი სააკაშვილის შეიარაღებას ისევ აპირებს”, მოთხრობილია აქცენტებზე, რომლებიც ამერიკელმა სენატორმა სიტყვით გამოსვლისას დასვა. შეიძლება ითქვას, “იზვესტია” თავდაცვით მდგომარეობაშია და საკითხს ’რუსეთის პერსპექტივიდან’ ხედავს. არსებითად სიტყვაც ასეთია, ანუ იმ პოზიციიდან, რომლითაც ამერიკული რესპუბლიკური პარტია ხედავს საკითხს. “იზვესტია” აქცენტს სვამს იმ ფაქტზე, რომ მაკკეინმა რუსეთი მოიხსენია როგორც ყავლგასული იმპერია, რომელიც აღარაა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო და ამიტომ შესაბამისად უნდა მოვეპყრათო. მაკკეინი კრიტიკულად აფასებს ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკის რეალისტურობას. მისი თქმით, იგივე მცდელობები ობამამდე კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებსაც ჰქონდათ, მაგრამ ეს მცდელობები საკითხის მხოლოდ ფორმალური მხარეა და რეალურ პოლიტიკაში შედეგს არ იძლევა.
Mმაკკეინი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ საქართველოს შანსი უნდა მიეცეს თავისუფლად შეძლოს თავდაცვითი იარაღის შეძენა, განსაკუთრებით რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ გარღვევებს და ეკონომიკურ წარმატებებს. ვიეტნამის ვეტერანი პოლიტიკოსის ამ გამოსვლაზე სტატიას რუსულ გაზეთში საკმაოდ კრიტიკული მკითხველის შენიშვნები მოსდევს.
დაბოლოს, მოსკოვში მანეჟის მოედანზე მომხდარი შეტაკებების საინტერესო ანალიზს მწერალი დმიტრი ბიკოვი გვთავაზობს. მისი თქმით, ფაშიზმამდე მისული ნაციონალიზმი კულტურის დაბალი განვითარების მაჩვენებელია.
დმიტრი ბიკოვი: ”დღეს უკვე ნათელია: ფაშიზმი მოდის იქ, სადაც კულტურის და აზროვნების კვდომა ხდება, სადაც ხელისუფლება საკუთარ თავს ემსახურება და თავისიანებს მფარველობს. და იქ, სადაც აზროვნება კვდება, შესაბამისად, კვდება მომავალიც. რადგან ხალხი, რომელიც გუშინ ანგრევდა მეტრო „ოხოტნიჩი რიადს“ და მანეჟის მოედანს, სწორედ რომ ზღვარზე მისული ახალგაზრდობაა, ახალგაზრდობა, რომელსაც მომავალი არ აქვს. ახლანდელ ხელისუფლებას სჭირდება ისინი ერთი რამისთვის: შიგადაშიგ გამოაჩინოს ისინი, გამოუშვას მოედნებზე და შესძახოს: შეხედეთ, შეხედეთ! ხედავთ, რა მოხდება, ჩვენ რომ არ ვიყოთ?! ხედავთ, რისგან გიცავთ?!”
ამას გარდა, ამ კვირის პუბლიკაციებში შეგიძლიათ გაეცნოთ მწერალ ბიკოვის სხვა საინტერესო მოსაზრებებს ათწლეულების დამახასიათებელ ტენდენციებსა და პოლიტიკურ ქვეტექსტებზე, რომლებიც არ იძლევა საშუალებას რუსეთში მმართველობის სისტემა უფრო ღია იყოს.