გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. კანონპროექტის მიხედვით, შეუძლებელი იქნება გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას, გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს კი საგადასახადო ომბუდსმენი დაიცავს. ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტის ინიცირებისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაში არსებობს ბევრი ხარვეზი, რასაც გამოსწორება სჭირდება:
„ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ბევრია შემთხვევა, როცა სასჯელი იმაზე დიდია, ვიდრე ამას დარღვევა იმსახურებს“.
ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ კანონებთან ერთად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ქცევის თვისებრივი შეცვლა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის თქმით, არაფერი შეიცვლება, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ამოცანების შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას.
ორშაბათიდანვე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა, ფასის ზრდა არ შეჰხებიათ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
სამშაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა შემოდგომაზე განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საქმე. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა, ხოლო ასაფეთქებელი მასალებით ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მარაგდებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის ინფორმაციით, ტერორისტული აქტების სერია რომ უშუალოდ რუს მაიორთან შეთანხმებით ხორციელდებოდა, გარკვეული მტკიცებულებებიც ადასტურებს.
”დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ ბორისოვს ტელეფონით ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და ასევე შესრულებას. სატელეფონო ნომერი, რომელსაც ბორისოვი ეჭვმიტანილებთან კავშირისთვის იყენებდა, დარეგისტრირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე. მაიორი ბორისოვი 2008 წლის მარტის თვიდან 2008 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთის ზონის შტაბის უფროსის მოადგილედ. დისლოკაციის ადგილი - ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა”, - განაცხადა ეკა ზღულაძემ 7 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მეორე დღეს კი გაჩნდა ლოგიკური კითხვა, რამდენად არის დაცული ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე მსგავსი ტიპის საფრთხისგან? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს შემოვლითი გზებიც, რომელთა გაკონტროლებასაც ფიზიკურად შეუძლებლად მიიჩნევს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე:
”ვინც კარგად იცნობს აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონების გამყოფ ზოლს, ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია ამ ზოლის სრულფასოვნად დაცვა იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით... მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და გადმოადგილების საშუალება მიეცეს... და, ამავე დროს, აკონტროლო ხალხის მასა, რომ რაიმე არ გადმოიტანოს, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია”.
8 დეკემბერსვე წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბირო დარბაზი 25 ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა და გადაწყეტილებებიც მიიღო, რომელიც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაახმაურა:
”არჩეულ იქნა სათათბირო დარბაზის სპიკერი ბატონი გოგი ქავთარაძე. შეიქმნა სახალხო ქომაგის ინსტიტუტი და არჩეულ იქნა მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ეკა ბესელია; ასევე ბატონი გია ბურჯანაძე არჩეულ იქნა კონკრეტულად სახალხო ქომაგის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანების არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური, პოლიტიკური და, ზოგ შემთხვევაში, ფიზიკური დაცვაც კი”.
9 დეკემბერს კი, კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისმა გამოაქვეყნა 2010 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ შედეგები, რომლის მიხედვითაც თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური“ ან „ძალიან ეფექტურია“ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ მიხედვით, იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც კორუფციასთან ბრძოლაში მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურად“ ან „ძალიან ეფექტურად“ შეაფასეს, საქართველოში ყველა სხვა 86 ქვეყანაზე მაღალია:
”გარდა ამისა, 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კორუფციის დონე დაეცა საქართველოში; 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ინსტიტუტი, არის ძალიან ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია შეერთებული შტატების სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შესახებ, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული და რომელიც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებით არაერთ კონკრეტულ პასუხისმგებლობას აკისრებს. თბილისი იმედოვნებს, რომ დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას სენატი მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დაამტკიცებს.
საქართველოს შესახებ ამერიკის სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით სწორედ შეერთებულ შტატებში იმყოფება:
”ეს არის, შეიძლება ასე დავარქვათ მას, ოკუპაციის თაობაზე რეზოლუცია, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში”.
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის ოფისმა ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის ამსახველი 40-გვერდიანი, საკმაოდ მკაცრი შინაარსის, ანგარიშიც გამოსცა. ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის განცხადებით, არსებული რეალობა კატეგორიულად მიუღებელია.
სახალხო დამცველი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ანა არგანაშვილის თქმით, კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირებს არ აღიქვამენ ისეთივე უფლებების მქონეთ, როგორიც დანარჩენი საზოგადოებაა. და, რაც მთავარია, ამ ხალხს არა აქვს საკუთარი უფლებების შესახებ არანაირი ინფორმაცია:
”ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები და უნდათ მათთან ურთიერთობა, მათთან თანაცხოვრება, ამის შესაძლებლობა არა აქვთ. ცხოვრობენ მეორე-მესამე სართულზე, არა აქვთ საინვალიდო ეტლი, გარეთ ვერ გადიან - არ მუშაობს ლიფტი ან საერთოდ არ არის დამონტაჟებული. ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც ათი წელია გარეთ არ გასულა ამის გამო. და უარესი: სართულზე არ არის საპირფარეშო და ამ ადამიანებს უწევთ საათობით სხვების ლოდინი, რომ ვინმემ აიყვანოს ისინი საპირფარეშოს სართულზე”.
ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე ურუშაძის განცხადებით, არსებული პრობლემების შესახებ მის უწყებაში იციან და სწორედ ამისთვის შეიმუშავეს კიდეც ახალი სტრატეგიული გეგმა.