დილიდან ორი მთავარი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილ სახელმწიფო ბანკებში ანაბრების მქონე პირებს კომპენსაციის დადგენისთვის სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევთ. სააგენტოების ინფორმაციით, ეს ცვლილება იმ კანონპროექტის ნაწილია, რომელიც სამი პარლამენტარის ინიციატივაა.
სამივე პარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის“ წევრია. ახალგაზრდა პარლამენტარები პარლამენტში შეთავსებით ორ კომიტეტში ნაწილდებიან - იურიდიულ საკითხთა და ფინანსურ კომიტეტებში. პარლამენტს, მოგეხსენებათ, ელექტრონული ვებგვერდი აქვს, სადაც პარლამენტარების განათლება, ფოტოსურათი, ოჯახური მდგომარეობა და, რაც მთავარია, ტელეფონის ნომრებია მითითებული. ვრეკავთ სათითაოდ. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის ავტორთაგან არც ერთი არ გვპასუხობს, ვცდილობთ კომიტეტის სხვა წევრებს დავუკავშირდეთ.
„მე არ მინახავს ეგ კანონპროექტი, სიმართლე გითხრათ. უნდა ჩავხედო. ხვალ დილით საფინანსო კომიტეტის სხდომაა და შეიძლება იქ შემოიტანონ კანონპროექტი,“ განაცხადა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ.
ჟურნალისტური არხებით კანონპროექტის ავტორთა მობილური ტელეფონების დადგენას ვახერხებთ. სამიდან ორ ავტორს მობილური ტელეფონი დღის განმავლობაში გამორთული აქვს. გვპასუხობს კანონპროექტის სავარაუდო მესამე ავტორი, ზვიად კუკავა.
ზვიად კუკავა: არ ვიცი. იცით, ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ამ კვირაში ვერაფერს.
რადიო თავისუფლება: ვისთან მიმდინარეობს კონსულტაცია?
ზვიად კუკავა: მთავრობასთან და პარლამენტში, კომიტეტების შიგნით.
პარლამენტარი ზვიად კუკავა ერთდროულად ორი კომიტეტის წევრია და პარლამენტის ვებგვერდზე მისი სახელი, როგორც ავტორისა, ასოცირდება ცვლილებების შეტანასთან მთელ რიგ მრავლისმომცველ კანონებში;
1)"სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ";
2)"სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ";
3)"ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ";
4)”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ";
5)"სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ".
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომლის მთელი კონცეფციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ღერძი ანაბრების დაბრუნებაა, ლეიბორისტული პარტიაა. ამიტომ მათთან ვრეკავთ, თუმცა ცვლილებათა შესახებ არც ამ პარტიაში იციან რამე. ჩვენს შეკითხვაზე, ლეიბორისტული პარტიიდან არის თუ არა ვინმე ჩართული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობაში ანაბრებთან დაკავშირებული საკითხებზე, გიორგი გუგავამ გვითხრა: „არა, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართულები, რადგან ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებით.“
თავად კანონპროექტის მოძიება ინტერნეტში ვცადეთ, რომ დაგვეზუსტებინა ინფორმაცია. ინტერნეტში არაფერია. კომიტეტების ვებგვერდებზე პარლამენტარებთან სიის მიხედვით რეკვას ვაგრძელებთ. უმრავლესობა არ პასუხობს. ზოგიერთი გვეუბნება, თუ რამეს გავარკვევთ, დაგიკავშირდებითო. ისევ გურამ ჩახვაძეს მივმართავთ:
რადიო თავისუფლება: სადმე შეიძლება რომ ვნახოთ ეს კანონპროექტი?
გურამ ჩახვაძე: თქვენ როგორ ნახავთ, ჯერ არც მე მინახავს. ალბათ, ხვალ შემოიტანენ და ვნახავ.
რადგან კანონპროექტის ავტორები ან ხაზზე არ არიან, ან არაფერს ამბობენ, პირველ წყაროს ვურეკავ, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს დარეჯან პაატაშვილს, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტი მართლაც არსებობს, რადგან მისი ამობეჭდილი ვერსია პარლამენტში უკვე დარიგდა. ავტორების და ინიციატორების სახით, სამი ახალგაზრდა პარლამენტარია მითითებული, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, რეალური ავტორი იუსტიციის სამინისტროა და არა მითითებული პარლამენტარები:
„ფაქტობრივად, როცა ეგ ადამიანები არიან ხოლმე მოხსენებული როგორც ავტორები, პროექტები იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიდან მოდის, იქ იწერება. როგორც წესი, ასე ხდება.“
ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ვუკავშირდებით, რომელიც გვიდასტურებს, რომ კანონპროექტი მათგან მოდის. სამწუხაროდ, თავად თემაზე ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ, იმიტომ რომ მთელი დღე იმის დადგენას მოვანდომე, ვინ არის კანონპროექტის ავტორი.