საინტერნეტო ჯგუფმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოში აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, სტრატეგიულად შეფასებული ობიექტების სია. „ვიკილიკსის“ მიმართ კრიტიკაც გაძლიერდა. ამით ვებსაიტმა შეიძლება გადააბიჯა ზღვარს, რადგან, ფაქტობრივად, პოტენციური ტერორისტული თავდასხმების სამიზნეთა სია გამოაქვეყნა.
ჯულიან ასანჯის ფირმამ უკვე განაწყო ბევრი მთავრობა და ორგანიზაცია თავის წინააღმდეგ, როცა ჯერ მიმდინარე ომების შესახებ საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, შემდეგ კი აშშ-ის დიპლომატიური პოსტის დეპეშები მოსდო მსოფლიოს. ფირმის და ასანჯის მიმართ, სულ მცირე, აშშ-ში იურისტები ცდილობენ მოძებნონ გზები საქმე აღძრან.
ახლა გამოქვეყნებულ მასალებში წაიკითხავთ იმ გაზის თუ ნავთობსადენების, სატრანსპორტო კვანძების, სანავსადგურო ტერმინალების, ფარმაცევტიული თუ ქიმიური ქარხნების შესახებ, რომლებიც აშშ-ის მთავრობას თავისი სტრატეგიული ინტერესების სუბიექტებად მიაჩნია. ამ მასალების გამოქვეყნების მიმართ კრიტიკული პირები შეკითხვას სვამენ, ხომ არ ნიშნავს პოტენციური ტერორისტული თავდასხმების სამიზნეთა შესახებ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ტერორიზმისთვის ხელის შეწყობას. ბრიტანეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მალკოლმ რიფკაინდი თვლის, რომ ეს ბოლო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ვიკილიკსის“ ქმედება უპასუხისმგებლო, დანაშაულთან მოსაზღვრეა. იმავე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დავიდ კამერონის წარმომადგენელმაც იგივე თქვა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება აშშ-ის, ბრიტანეთის და სხვათა სახელმწიფო ინტერესებს ხელყოფს.
ჯულიან ასანჯი, „ვიკილიკსის“ ხელმძღვანელი, ავსტრალიის მოქალაქეა. ამ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, რობერტ მაკლელანმა, თქვა, რომ ასანჯს, როგორც ამ ქვეყნის ქვეშევრდომს, აქვს უფლება ყოველგვარი საკონსულო დაცვით ისარგებლოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუკი მის მიმართ საქმე აღიძვრება. მაგრამ მანვე დაამატა: “ასანჯი ასევე უფლებამოსილია, როგორც ავსტრალიის მოქალაქე, დაბრუნდეს ავსტრალიაში. ეს ასეა. მაგრამ, ამავე დროს, მან იცის, რომ ავსტრალია მოვალეა, მის მიერ დადებული ხელშეკრულებების თანახმად, გაუწიოს თანადგომა იმ ქვეყნებს, რომლებიც იძიებენ დანაშაულებრივ ქმედებებს.“
ახლა გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში აშშ-ის მისიებს სთხოვენ, განაახლონ სია ინფრასტრუქტურის და საკვანძო ობიექტებისა, რომელთა დაკარგვა „სერიოზულად იმოქმედებდა საჯარო ჯანმრთელობის დაცვაზე, ეკონომიკაზე და აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ეს სია შეიცავს ობიექტებს ყველგან, კანადიდან ბრიტანეთის გავლით, კავკასიამდე, შუა აზიასა და ჩინეთში. აქ ნახავთ, მაგალითად, „დრუჟბას“, ნავთობსადენს, რომელიც რუსეთის აღმოსავლეთს უკრაინის და ბელორუსიის გავლით აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან. აქვეა სერბიის გაზსადენი „ნადიმი“, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მილსადენად არის შეფასებული. რუსეთის ორი სანავთობო ტერმინალი - შავ ზღვაზე, ნოვოროსიისკსა და პრიმორსკში, ფინეთის ყურეში - ასევეა აშშ-ის სტრატეგიული სახელმწიფო მნიშვნელობისა. სია შეიცავს აზერბაიჯანის „სანგაჩალის“ ტერმინალსაც და საქართველოზე გამავალ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენს.
„ვიკილიკსი“ აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც შეტანილია სხვა ობიექტები: ნავთობის ტერმინალები სპარსეთის ყურეში, ერაყში. ხაზგასასმელია, რომ ხმელთაშუა ზღვის ინდოეთის ოკეანესთან შემაკავშირებელი ზოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რადგან ის მომარაგების მნიშვნელოვანი ჯაჭვის ნაწილია. აშშ-ის ამ ობიქტების სიაში, სხვათა შორის, შეტანილია ყაზახეთის ქრომიტის საბადოც.