ირანი და მასთან ერთად მსოფლიოს ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს ჟენევაში, სადაც თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იმართება. ამ შეხვედრისგან დიდ გარღვევას არავინ მოელოდა, მით უმეტეს, რომ მანამდე ირანმა გამოაცხადა, ურანის გამდიდრების პროგრამა ამ შეხვედრის თემა არ იქნებაო.
ირანის წარმომადგენლებს პირდაპირი საუბარი უწევთ ექვსი წამყვანი სახელმწიფოს პოლიტიკოსებთან. აქვე გეტყვით, საუბარში ჩართულია გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და, მათთან ერთად, გერმანია. დასავლეთის, ასე ვთქვათ, დელეგაციას ხელმძღვანელობს ევრპოკავშირის საგარეო ურთიერთობათა გამგებელი კეტრინ ეშტონი. ირანმა წინასწარვე განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების თემა ამ შეხვედრაზე განხილვას არ ექვემდებარება. შეხვედრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ირანმა გამოაცხადა, რომ საკუთარი ძალებით პირველად მოახერხა ურანის ჟანგის ირანშივე მოპოვება. ირანის ბირთვული პროგრამის სფეროში მოლაპარაკებებზე თეირანის მთავარმა წარმომადგენელმა, საიდ ჯალალიმ, ჟენევაში ჩასვლისას თქვა, ორდღიანი მოლაპარაკების წარმატება დამოკიდებულია მეორე მხარის პოზიციაზეო. დასავლელი დიპლომატები ამ შეხვედრისგან ბევრს არ მოელოდნენ. ითვლება, რომ თუ უფრო საგნობრივი დღის წესრიგის მქონე სამომავლო შეხვედრის შესახებ მოახერხეს შეთანხმება, ესეც წარმატება იქნება. „როიტერის“ სააგენტოს ერთმა დასავლელმა დიპლომატმა უთხრა, ერთი შემიძლია გითხრათ, ეს მოლაპარაკება ძალიან მოსაწყენი იქნებაო. თავიდანვე ცხადი იყო: არ არსებობდა გარანტია იმისა, რომ თეირანი დათანხმდებოდა ურანის გადამუშავების პროგრამის გარშემო მსჯელობაზე. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ცდილობს. თვითონ ირანის მთავრობა ამ ვარაუდს უარყოფს და ამბობს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანია.
გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა, რადგან ვერ დაიყოლიეს ის შეეჩერებინა თავისი ბირთვული პროგრამა. აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა ამ აქტის აღსაკვეთად თვითონაც კერძო სანქციები დაუწესეს თეირანს. ირანის მთავრობაზე ზეწოლის მიზნით, აშშ-მა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთის ლიდერს, ჰუ ძინტაოს, დაურეკა და ირანის გარშემო ესაუბრა. ჩინეთი ადრე უშიშროების საბჭოში იცავდა ირანს, მაგრამ სანქციების საკითხში ის დასავლეთის მხარეს დადგა. ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰმა ყველაფრის მიუხედავად განაცხადა, რომ მისი ბირთვული პროგრამა გრძელდება, რომ საკუთარი ურანი მიღებულია, რომ დასავლეთის წინააღმდეგობა გადალახულია:
„ურანის ჟანგის პირველი პარტია ქალაქ ბანდარ აბასიდან უკვე მიიღო ისპაჰანის ბირთვულმა რეაქტორმა. დასავლეთის ქვეყნები მოელოდნენ, რომ ამ პირველი მცდელობისას სიძნელეები გვექნებოდა.“
ირანის ტელევიზიით სადეჰიმ თქვა, რომ ირანს ექნება უნარი საკუთარი გამდიდრებული ურანი მიაწოდოს თეირანის უნივერსიტეტის რეაქტორს:
„დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ, მადლობა ღმერთს, ეს პროგრამა მუშაობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღვთის წყალობით, თუკი ყველაფერი გეგმით წარიმართა, მომავალ სექტემბერს შევძლებთ აქ და ჩვენი ძალებით წარმოებული პირველი ბირთვული საწვავი მივაწოდოთ თეირანის რეაქტორს.“
ჟენევის მოლაპარაკების დაწყებას წინ უსწრებდა თეირანში თავდასხმა და მკვლელობა ირანის წამყვანი ბირთვული მკვლევრის მაჯიდ შაჰრიარისა, ასევე დაჭრეს მისი კოლეგა ფერეიდუნ აბასი. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თავდასხმა ისრაელს და დასავლეთს დააბრალა. თეირანმა ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსვე დასდო ბრალად, ინსპექტორების სახით, ჯაშუშებს მიავლენს ირანშიო.