აზერბაიჯანის სასამართლოს ბრძანებით, ციხიდან გათავისუფლდა იმ ორი ბლოგერიდან ერთ-ერთი, რომელთა დაპატიმრებასაც საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ადნან ჰაჯიზადეს ხულიგნობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ჰაჯიზადეს მომხრეები აცხადებდნენ, რომ დაპატიმრებით მას სამაგიერო გადაუხადეს სატირული ვიდეოს გამო, რომელშიც ის ვირის კოსტიუმში იყო გამოწყობილი და პოლიტიკურ პრესკონფერენციას მართავდა.
აზერბაიჯანში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს იმ ორი ბლოგერიდან ერთ-ერთი, რომელთა დაპატიმრებასაც საერთაშორისო მასშტაბით მოჰყვა გამოხმაურება.
ბაქოს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, ადნან ჰაჯიზადე, რომელსაც სასჯელის ნახევარი აქვს მოხდილი, გათავისუფლდა. ბლოგერს ორი წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, ხულიგნობის ბრალდებით.
ჰაჯიზადე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გახარებულ და, როგორც ჩანდა, ცოტა გაკვირვებულ ბლოგერს კართან ახლობლები და ნათესავები მიეგებნენ.
ჰაჯიზადეს და კიდევ ერთ ბლოგერს - ემინ მილის - ხულიგნობაში დასდეს ბრალი, 2009 წლის ივლისში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო. თავად დაპატიმრებული ბლოგერები აცხადებდნენ, რომ მათ მოულოდნელად დაესხნენ თავს და რომ მათი დაპატიმრება სხვა ოპოზიციონერი აქტივისტების მისამართით გაგზავნილი გაფრთხილება იყო.
ბლოგერების სასამართლო პროცესი გასული წლის ნოემბერში გაიმართა. ჰაჯიზადეს, როგორც ვთქვით, ორი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მილის - ორწლინახევრით. სასამართლო პროცესს ფართო გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
გათავისუფლების შემდეგ ჰაჯიზადემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა და დასძინა, რომ ახლა სწორედ ამის დამტკიცებას ეცდება: „პირველ რიგში, მე დამნაშავე არ ვყოფილვარ და ციხეშიც კარგად ვიქცეოდი. ამდენად, ჩემი გათავისუფლება სამართლიანი იყო. მაგრამ ახლა მინდა ყველა ბრალდება მომეხსნას და ბოლომდე გამამართლონ, იმიტომ რომ მე არ ვარ ხულიგანი“, - უთხრა ჰაჯიზადემ ჩვენს რადიოს.
მისი ვარაუდით, პარასკევს დაგეგმილ კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე მეორე ბლოგერს - ემინ მილისაც - გაათავისუფლებენ: „ემინ მილი ძალიან კარგი ადამიანია, ის ხულიგანი არ არის. მისთვის ყველაფერი კარგი მინდა. ჩემი აზრით, ის უნდა გაათავისუფლონ.“
ჰაჯიზადეს და მილის დაპატიმრება ბევრმა აღიქვა სამაგიეროს გადახდად ინტერნეტით გავრცელებული სატირული ვიდეოჩანაწერის გამო, რომელშიც ჰაჯიზადე ვირის კოსტიუმში იყო გამოწყობილი და მთავრობის პოზიციიდან პოლიტიკურ პრესკონფერენციას მართავდა. გავრცელებული ვარაუდით, ამ ვიდეომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი გარემოცვის გულისწყრომა გამოიწვია. ეს წრეები სულ უფრო ნაკლები შემწყნარებლობით ეკიდებიან მათ წინააღმდეგ მიმართულ საჯარო კრიტიკას.
ბლოგერების საქმეს მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ. სექტემბერში, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, მათი გათავისუფლების მოწოდებით აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, გამოვიდა.
ჰაჯიზადე ამბობს, რომ კვლავაც გააგრძელებს მთავრობის კრიტიკას თავის ვიდეობლოგებით და რომ კვლავაც დარჩება აზერბაიჯანის ერთ-ერთი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერად.
ჯერ ორი კვირაც არ არის გასული აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებების სახლი“ - ჰაჯიზადეს გათავისუფლებას უკავშირებს მთავრობის მცდელობას, შეარბილოს საერთაშორისო კრიტიკა 7 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით. დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.