Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 26 ოქტომბერი 2010.


დავიწყოთ „იზვესტიათი“, რომელიც ამ ბოლო დღეების „ახალ ამბებში“ საქართველოს პრეზიდენტის საზღვაო-საცურაო სამკილომეტრიან ვოიაჟზე წერს, რითაც, „იზვესტიას“ ცნობით, პრეზიდენტი თავისი საყვარელი კურორტის პოპულარიზაციას ეწევა. „იზვესტია“ ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ვებ-გვერდი სამენოვანი ხდება - ქართულ და ინგლისურ ენებს, გაზეთის ცნობით, დაემატა კიდევ ერთი ენა, აფხაზური. გაზეთის ცნობით, თარგმანზე ქართულ-აფხაზური კვლევების ინსტიტუტი იმუშავებს.

"ყველა ამ სულელს ნაციონალიზმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება." - ესაა ფრაგმენტი ინტერვიუდან რუს ამერიკელ მწერალ გარი შტეინგარტთან, რომელიც საკუთარ წიგნებზე საუბრისას საქართველოს, ძირითადად, უთავო და გაუცნობიერებელი ნაციონალიზმის კონტექსტში ახსენებს. მწერალი, არსებითად იმავე მიდგომით, არც რუსეთს ინდობს.… ბუნებრივია, წუხს, თუმცა ამერიკის დაცემასაც ვარაუდობს და ამბობს, თუ ასე მოხდა, კანადაში გადავალ საცხოვრებლადო. “აბსურდისტანი” თუ ჩაგივარდებათ, როგორც ჩანს, საინტერესო წიგნი უნდა იყოს.

წინა რუსული პრესის მიმოხილვისას თქვენი ყურადღება გავამახვილე მედვედევის იდეაზე, ქვეყნის მოდერნიზებაში ის ხალხი ჩართონ, ვინც დასავლეთში მოღვაწეობს, რათა რუსეთში ცოდნა და გამოცდილება შემოიტანონ. თემას “ვედომოსტი” განავრცობს. სტატიას, რომელშიც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც მაგალითი მსგავსი გზით ქვეყნის მოდერნიზებისა, საქართველოზე სტატიების ძიების დროს მივაგენი. მედვედევი კიდევ უფრო შორს მიდის და, როგორც “ვედომოსტი” აღნიშნავს, ნახევრად ხუმრობით ამბობს, იქნებ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი Aარნოლდ შვარცნეგერი განგვეხილა მოსკოვის მერის კანდიდატურადო? “ვედომოსტი” იმის ქექვის პროცესში, რამდენად რეალურია ამ იდეის განხორციელება, ღრმად ფესვგამდგარ ნაციონალიზმს მიადგება. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, გაზეთი გვაუწყებს, რუსეთის მოსახლეობის ორ მესამედს უნდა, რომ კონტროლი დაწესდეს ქვეყანაში იმიგრანტთა შემოდინებაზეო, რაც, გაზეთის თქმით, ბუნებრივია, შეამცირებს შვარცნეგერისთვის მოსკოვის მერობის შანსებს.

”სამი კვირის წინ მოსკოვში, პარკის კიოსკში, ბორჯომი ვიყიდე. ჩამოსხმულია საქართველოში. იმპორტიორია ბელორუსული ფირმა… “გემოზე”. ნამდვილი ბორჯომია.”

მართლა ხომ არ შევდივართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიო? - კითხულობს “ვედომოსტის” სტატიის ავტორი Kკონსტანტინ სონინი.

ავტორი ცდილობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა-არშესვლის საკითხში ღრმად ჩაიხედოს და განმარტავს, ბარიერების დაწევა, ძირითადად, მათ ინტერესებს ურტყამს, ვინც მწარმოებელია ადგილზე და მსოფლიო კონკურენციაში ჩართვის ეშინია, რადგან ამით მოგებაზე დარტყმის მიღების საფრთხე ექმნებაო. ესაა ლობისტური ჯგუფები, ბუნებრივია. ამით რომ მომხმარებელი აგებს, უდავოაო, აღნიშნავს ავტორი და გულისხმობს, ბუნებრივია, საუკეთესო საქონლის საუკეთესო ბაზრის მიერ დაწესებულ ფასად მიღების შანსს, რომელსაც მომხმარებელი ხელიდან უშვებს. თუმცა სარგებელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის ჩვიდმეტწლიანი პროცესიდან რუსეთმა უკვე მიიღოო, აღნიშნავს ავტორი. პირველ რიგში, მოიხსენიებს რამდენიმე საკვანძო წარმოების სფეროებს, რომლებზეც პროტექციონიზმი გავრცელდება, ანუ რომელთაც შეექმნებათ დაცვითი ბარიერები გარე ბაზრებთან მიმართებაში. მეორე: ავტორის თქმით, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში რუსეთში 40-მდე კანონია მიღებული, რომელთა რატიფიცირებაც ქვეყანამ უკვე მოახდინა, რაც, ავტორის აზრით, მთავრობას ხელ-ფეხს უკრავს და, შესაბამისად, ლობისტებს თანხების დახარჯვის აზრს უკარგავს.
XS
SM
MD
LG