ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამოიძიებენ ყველა შემთხვევას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს ერაყელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების უკანონო ქმედებებს ეხება. ეს პირობა საიტ „ვიკილიკსის“ მიერ ამ დარღვევების ამსახველი დაახლოებით 400 000, მანამდე გასაიდუმლოებული, დოკუმენტის გამოქვეყნებას მოჰყვა.
შაბათს ერაყის მთავრობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ გამოიძიებენ ცნობებს ქვეყნის პოლიციისა და ჯარისკაცების მხრიდან პატიმართა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ. ეს ცნობები ასახულია საიტ „ვიკილიკსით“ გამოქვეყნებულ დაახლოებით 400,000 დოკუმენტში, რომლებიც აშშ-შია შექმნილი და აქამდე გასაიდუმლოებული იყო.
დოკუმენტები, ძირითადად, დაბალი რანგის ჯარისკაცების მიერ წარდგენილ ანგარიშებს მოიცავს. სამხედროები პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ჰყვებიან.
დოკუმენტებში, რომელთა ავთენტურობა ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს, ასახულია 2004-დან 2009 წლამდე მომხდარი წამების, გაუპატიურებისა და დახვრეტის შემთხვევები. „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჯი აცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, მთლიანობაში, 15,000 შემთხვევას აღწერს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის თქმით, როცა საქმე ერაყის მოქალაქეებს ეხება, მთავრობა უკომპრომისოდ იმოქმედებს. ასეთივე პათოსის განცხადებით გამოვიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯავად ალ-ბოლანი:
„ადამიანის უფლებების დარღვევა მიუღებელი და კანონის საწინააღმდეგო ქმედებაა, ამ ქვეყნის ახალი პოლიტიკური სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანახმად. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს დარღვევების შემთხვევებს. საგამოძიებო კომიტეტები ამაზე მუშაობას განაგრძობენ და კანონის მიღმა არავინ არის. იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გასტანს გამოძიება, სასამართლო და იურიდიული პროცედურებით მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან ის პირები, რომლებმაც ნებისმიერი ერაყელის წინააღმდეგ იმოქმედეს“, - განაცხადა მან.
ჯავად ალ-ბოლანიმ იქვე ისიც დასძინა, რომ, შექმნილი შთაბეჭდილებით, დოკუმენტებში მოხსენიებული შემთხვევების ნაწილი დიდი ხნის წინათ არის მომხდარი. თუმცა მათ მაინც გამოვიძიებთო, - განაცხადა ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ათასობით მუშაკი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საიდუმლო ციხეებში, ძირითადად, სუნიტი პატიმრები იყვნენ გამოკეტილი. საქმე ეხება 2006-2007 წლებს, ანუ პერიოდს, როცა ერაყში სამოქალაქო დაპირისპირებამ მწვერვალს მიაღწია იქ 2003 წელს აშშ-ის სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ.
დროის ერთ მონაკვეთში შინაგან საქმეთა სამინისტროში შიიტმა შეიარაღებულმა პირებმა შეაღწიეს, რომელთა ნაწილიც პოლიციელის უნიფორმას სადამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებდა. საუბარია სუნიტი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ხელისუფლებიდან ჩამოგდების შემდგომ პერიოდზე, როცა ადრე მმართველ სუნიტებსა და ქვეყნის უმრავლესობის შემადგენელ შიიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განვითარდა.
გასაიდუმლოებული დოკუმენტების „ვიკილიკსით“ გამოქვეყნებას კრიტიკულად შეხვდა პენტაგონი, რომელიც აცხადებს, რომ ეს ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებს საფრთხეში აგდებს.
დოკუმენტების გამოქვეყნებას - უფრო ზუსტად კი, მათი გამოქვეყნების პერიოდს - კრიტიკულად შეხვდა ერაყის ხელისუფლებაც, რომელიც ამჟამად ახალი მთავრობის ფორმირებასა და მეორე ვადით მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის კაბინეტის განცხადებით, მთავრობის ჩამოყალიბების პროცესისთვის დოკუმენტების გამოქვეყნების დამთხვევა აღძრავს ეჭვს, რომ ეს ნაბიჯი, უწინარესად, ერაყის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მიმდინარე წლის ივლისში „ვიკილიკსმა“ ავღანეთის ომთან დაკავშირებული 70,000 საიდუმლო დოკუმენტის მოპოვება და გამოქვეყნება შეძლო. თუმცა მის მიერ ერაყის ომთან მიმართებით ახლად გამოქვეყნებული მასალები ყველაზე მასშტაბური გაჟონვაა აშშ-ის სმხედრო უწყების ისტორიაში.