7 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა უკანასკნელი შენიშვნების კრებული, სადაც აღწერილია ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ საქართველოში ყოფნის დროს გაახმაურა. უმთავრესი რეკომენდაცია უნდობლობის ვოტუმის პროცესის გამარტივებაა, რაც პარლამენტს მეტ ძალაუფლებას აძლევს მთავრობის კონტროლის პროცესში. საქართველოს პარლამენტს პირველი ორი მოსმენის განმავლობაში ეს რეკომენდაცია შინაარსობრივად არ დაუხვეწია. დღეს კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა. სესიის დასრულების შემდეგ ჩვენ ტელეფონით ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს ვესაუბრეთ.
ჯანი ბუკიკიო: დისკუსია საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო კარგად წარიმართა. განხილვის პროცესში რამდენიმე ინტერვენცია მოხდა, ძირითადად, კონსტრუქციული სახის, როგორც ვენეციის კომისიის წევრთა, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა მხრიდან. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები ბატონი პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი ესწრებოდნენ. ვენეციის კომისიის მოსაზრებები მიღებულია მცირე მოდიფიცირებით. პარლამენტმა მესამე მოსმენა გადადო და ელოდება ჩვენს საბოლოო დასკვნას. მოსმენა მოხდება ამაღამ ან ხვალ, ჩვენი მოსაზრების მიღების შემდეგ, ჩვენ ეს გვიხარია. მეორე საკითხი, რაც დღეს განვიხილეთ, არის შრომის კანონი. პირველი განხილვის დროს ჩვენ ვფიქრობდით, რომ შრომის კანონი უნდა დარეგულირებულიყო ორგანული კანონის ფარგლებში, მაგრამ დღეს ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა, რომ არაა აუცილებელი შრომის კანონს რაიმე განსაკუთრებული რეგულაციები ჰქონდეს და ის ორგანული კანონის რანგში იყოს აყვანილი, რადგან მომავალში შრომის კანონის მოდიფიცირება, შესაძლოა, საჭირო გახდეს და ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ეს შედარებით ადვილად მოხდება. ზოგადად, კომისიის ბევრი წევრი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ჩასწორებების პროექტი გაუმჯობესდება მესამე მოსმენის დროს. განსაკუთრებით უნდობლობის ვოტუმის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ბევრის აზრით, ძალიან არის გართულებული და ჩახლართული. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მესამე მოსმენაზე ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს. ასეა თუ ისე, ეს ნაბიჯია დემოკრატიის გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.
რადიო თავისუფლება: ბატონო ჯანი, მოდით, უნდობლობის ვოტუმზე შევჩერდეთ. შეგიძლიათ უფრო დეტალურად თქვათ, კონკრეტულად რას ელოდებით, რა გაუმჯობესებებს ელოდებით ამ მიმართულებით?
ჯანი ბუკიკიო: არ მინდა დეტალებში წავიდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროცესი უნდა გამარტივდეს უკეთესი შედეგების მისაღებად. ვნახოთ, რას იზამს პარლამენტი. მესმის, რომ ბევრი დრო არაა რამე სერიოზული ცვლილებებისთვის, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, საკითხი, შესაძლოა, გაუმჯობესდეს მომავალში. კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, სერიოზული საქმეა და ის ყოველდღიურად არ უნდა იცვლებოდეს, თუმცა, როცა ეს საჭიროა, მისი მოდიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს.
რადიო თავისუფლება: თუ, ვთქვათ, პარლამენტი მესამე მოსმენაზე არ გაამარტივებს უნდობლობის პროცედურას, ამ შემთხვევაში როგორ შეაფასებდით პარლამენტის მდგომარეობას ახალი საკონსტიტუციო ჩასწორებების მიხედვით?
ჯანი ბუკიკიო: პარლამენტის როლი, მთლიანობაში, გაუმჯობესებულია ამ ჩასწორებებით, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, შესაძლებელია უკეთესი ჩარჩოს შექმნა; შესაძლებელია სამ შტოს შორის უკეთესი ბალანსის მიღწევა.
რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, მესამე მოსმენაზე უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდება?
ჯანი ბუკიკიო: არ ვიცი, გამორიცხული არაა. დიდად დავაფასებდით, თუ პროცედურების შედარებით გამარტივება მოხდა.
საქართველოს პარლამენტმა საკითხს მესამე მოსმენით კენჭი უკვე უყარა და უნდობლობის ვოტუმის საკითხში შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა. შეგახსენებთ: უნდობლობის ვოტუმი ბერკეტია, რომელიც პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის მოხსნისა და დანიშვნის პროცედურებს არეგულირებს. ვენეციის კომისიის აზრით, პარლამენტს ამ პროცესში მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს, ვიდრე ეს საკონსტიტუციო ჩასწორებებითაა გაწერილი.