8 ოქტომბერს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. წყაროდ სახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც 7 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში და რომელსაც შეკითხვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზეც დაუსვეს. სინამდვილეში რა თქვა ნიკა გილაურმა და მართლაც შეიცვალა თუ არა პოზიცია საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით?
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ექსპერტებს შორის, რომლებსაც 8 ოქტომბერს ”სენსაციურ ინფორმაციაზე” კომენტარისთვის რუსი ჟურნალისტები ურეკავდნენ.
”...რომლებიც იყვნენ აჟიტირებულ-აფორიაქებული იმით, რომ საქართველომ უცბად მოხსნა ყველა პირობა და დაუჭირა მხარი და მიესალმება რუსეთის გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში... რა მოხდაო, - მეკითხებოდნენ... იქაური მედიაც ძალიან კონტროლირებადია და ისინიც გადასცემენ ხოლმე მხოლოდ იმ ნაწილს, რაც მოსწონთ...”
ცისკარიშვილმა განუმარტა რუს ჟურნალისტებს, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამ წინადადებებს ისინი ბოლომდე მოუსმენდნენ და აზრსაც სწორედ ამის შემდეგ გამოიტანდნენ. 7 ოქტომბერს, შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში სტუმრობისას, ნიკა გილაურმა მართლაც თქვა, რომ საქართველო არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა თანაბრად დაემორჩილოს ამ ორგანიზაციის ყველა წესს:
”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარკვეული წესები ნათლად მოითხოვს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები და საბაჟო კონტროლის პუნქტები გამჭვირვალე იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამჭვირვალე არ არის საბაჟო კონტროლის ორი პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის (სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის და აფხაზეთში). მოხარული ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც რუსეთს უფრო ცივილიზებულად აქცევს. ეს ჩვენი მისწრაფებაა, ეს ჩვენი მიზანია... მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ცივილიზებული ორგანიზაციაა და ის შეძლებს რუსეთი უფრო ცივილიზებულად აქციოს და ჩვენც ეს გვინდა... მაგრამ გვინდა, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით მოხდეს. ”
ნიკა გილაურის მიერ ნახსენები პრობლემური ობიექტები ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტები გახლავთ და ორივე მათგანი საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილშია მოქცეული. თუმცა პრემიერ-მინისტრის კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს თბილისი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის კონტექსტში არ განიხილავს. გილაურის თქმით, ეს ”ცალკე საკითხია” და არაფერი აქვს საერთო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
საბაჟო კონტროლის პუნქტების ლეგალიზაციის გარდა, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინაპირობად განიხილავს იმ არაერთი სხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებობს და მათ შორის არის - ემბარგოს პრობლემაც. საქართველოს პოზიციის შესახებ 5 ოქტომბერს საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ:
”საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის, ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს...”
მართალია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს და, როგორც ვაშინგტონის უმაღლესი პირები აღნიშნავენ, ეს თანაბრად სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის, მაგრამ შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს - პოზიცია, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით კვლავაც უცვლელია.
მოსკოვში საქართველოს ფაქტორს სრულ იგნორირებას უკეთებენ და ცალმხრივად ვარაუდობენ, რომ რუსეთი 2011 წელს უკვე იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ სინამდვილეში, იმისათვის, რომ რუსეთის ეს 17-წლიანი სურვილი ახდეს, აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერაც. საქმე ის გახლავთ, რომ ორგანიზაცია მსგავს გადაწყვეტილებას სრული კონსენსუსის გზით იღებს და, ბუნებრივია, ამისათვის მას საქართველოს ხმაც სჭირდება.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, ძირითადად, ექსპორტის წახალისების, ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული შეღავათებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის მომხიბვლელი. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ მეტად გაჭიანურებული საკითხის დადებითად გადაწყვეტა კრემლის ლიდერებს ჰაერივით სჭირდებათ.
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ექსპერტებს შორის, რომლებსაც 8 ოქტომბერს ”სენსაციურ ინფორმაციაზე” კომენტარისთვის რუსი ჟურნალისტები ურეკავდნენ.
”...რომლებიც იყვნენ აჟიტირებულ-აფორიაქებული იმით, რომ საქართველომ უცბად მოხსნა ყველა პირობა და დაუჭირა მხარი და მიესალმება რუსეთის გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში... რა მოხდაო, - მეკითხებოდნენ... იქაური მედიაც ძალიან კონტროლირებადია და ისინიც გადასცემენ ხოლმე მხოლოდ იმ ნაწილს, რაც მოსწონთ...”
ცისკარიშვილმა განუმარტა რუს ჟურნალისტებს, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამ წინადადებებს ისინი ბოლომდე მოუსმენდნენ და აზრსაც სწორედ ამის შემდეგ გამოიტანდნენ. 7 ოქტომბერს, შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში სტუმრობისას, ნიკა გილაურმა მართლაც თქვა, რომ საქართველო არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა თანაბრად დაემორჩილოს ამ ორგანიზაციის ყველა წესს:
საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს ...