ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის გახსნას ალიანსთან პარტნიორობის გამყარების გზაზე წინგადადგმული ახალი ნაბიჯი უწოდა და არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთვის მიცემული ყველა დაპირების ერთგული რჩება. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები, ხოლო კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი დიალოგი დაასახელა. საქართველომ კიდევ ერთი მადლობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ანდერს ფოგ რასმუსენისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციას, ისევე როგორც მთელ დღეს, 1 ოქტომბერს, ლაიტმოტივად გასდევდა 4 ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვით გამოწვეული მწუხარება. ნატოს გენერალური მდივნის გვერდით მდგომმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საქართველოს მიერ გაღებული მეტად მტკივნეული მსხვერპლის მიუხედავად, კვლავაც დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა ამაყად განაგრძოს მონაწილეობის მიღება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან სამშვიდობო ოპერაციაში. პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატოსკენ მისწრაფება კვლავაც წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს და რომ ქვეყნის ინტერესები მტკიცედ არის გადაჯაჭვული გლობალურ ინტერესებთან:
”დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესების შემოფარგვლა მხოლოდ საქართველოს საზღვრებით, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს გლობალური პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და ჩვენ გვყავს ჩვენი მოკავშირეები და გვყავს ჩვენი მეგობრები და რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა კიდევ ფრიალებს ამ დარბაზის თავზე; ის, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულ განვითარებას როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა, ეს არის ასევე ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურება... ამიტომ, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა ეს არის თავგანწირვა ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის, რომელიც აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას...”
გლობალური საერთაშორისო ინტერესების ერთგულებისათვის საქართველომ 1 ოქტომბერს არაერთი მადლობა მიიღო ნატოს გენერალური მდივნისგან.
ეანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ მამაცი ქართველი ჯარისკაცები დიდ საქმეს აკეთებენ როგორც ქაბულში, ასევე ჰელმანდის პროვინციაში და რომ ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით საქართველო ადასტურებს ალიანსისადმი მტკიცე მხარდაჭერას. თავის მხრივ, მადლიერი ალიანსიც ჰპირდება თანადგომას საქართველოს, კარს მისთვის კვლავაც ღიად ტოვებს, თუმცა ჯერ ისევ დაუკონკრეტებლად რჩება ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა:
”შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასევე მტკიცეა ნატოს პასუხისმგებლობა საქართველოს მისამართით... უცვლელია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ - რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ჩვენ მზად ვართ კვლავაც დაგეხმაროთ ამ პროცესში და სამოქალაქო რეფორმებში. მოხარული ვართ გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე თბილისში ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის გახსნაში. ეს წარმოადგენს ახალ წინგადადგმულ ნაბიჯს ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაში.”
ალიანსთან პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების პერსპექტივა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრინციპებზე დაყრდნობით განიხილება. და იქვე ანდერს ფოგ რასმუსენი ვალდებულებებს რუსეთსაც შეახსენებს:
”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას; ჩვენ მტკიცედ მივდევთ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და ასევე მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებაში ასახული თავისი ვალდებულებები.”
ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს იმასაც, რომ რუსეთთან დიალოგში ნატო მუდმივად აყენებს საქართველოსთან დაკავშირებული შეშფოთების საკითხს. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ასევე პრიორიტეტულია ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან. ნატოს გენერალურ მდივანს რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა რამდენიმე კონკრეტულ სფეროში წარმოუდგენია. ესენია, მაგალითად: უსაფრთხოების ინტერესები, ავღანეთი -ტერორიზმთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ თუკი რუსეთი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორად იქცევა, ეს თანაბრად სასარგებლო იქნება როგორც ნატოსთვის, ასევე რუსეთისთვის და საქართველოსთვისაც. რასმუსენი თვლის, რომ ასეთი პერსპექტივა საქართველოს მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა უსაფრთხოების თვალსაზრისით.