სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსის მიმართ, რომელიც 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება, დაახლოებით 60 პრინციპული შენიშვნა აქვს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტში დარღვეულია თანასწორობის პრინციპი და პრაქტიკულად იგნორირებულია დაცვის მხარისთვის სასიცოცხლო რეგულაციები. ადვოკატთა ასოციაციის წინადადებებზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები”. რამდენად აქვს ბრძოლას აზრი?
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის 9 ოქტომბერს მიიღო, ადვოკატთა მრავალრიცხოვანი არმიის პროტესტის თანხლებით შედის ძალაში. ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაცვის მხარეს 1 ოქტომბრიდან მუშაობა მეტისმეტად გაურთულდება და ზოგ შემთხვევაში ის აბსოლუტურად ხელფეხშებოჭილი აღმოჩნდება. კოლეგების მსგავსად, კოდექსთან დაკავშირებულ მთავარ პრეტენზიად ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც სამართალწარმოების პროცესში ჩართული მხარეების არათანასწორუფლებიანობას მიიჩნევს. სახელდება რამდენიმე მაგალითიც:
”ისევე როგორც ბრალდების მხარეს აქვს უფლება, რომ შუამდგომლობა შეიტანოს სასამართლოში ჩხრეკაზე, ამოღებაზე თუ მოსმენაზე, ადვოკატსაც უნდა მიეცეს იგივე უფლებები... დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ადვოკატის ყოლის უფლება, მოწმეს ჰქონდეს ადვოკატის ყოლის უფლება, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება... დაზარალებული უნდა იქნეს მხარედ მიჩნეული და ის არ უნდა სარგებლობდეს მოწმის სტატუსით... კიდევ არის უამრავი ნიუანსი და შენიშვნა, რომელთა გათვალისწინებასაც მოვითხოვთ...”
მართალია, გელა ნიკოლაიშვილი მხარს უჭერს კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებას წინასწარი გამოძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ანუ იმას, რომ გამომძიებელსა და პროკურორს იმ ეტაპზე არა დაკითხვის, არამედ მხოლოდ გამოკითხვის უფლება აქვთ, მაგრამ ადვოკატს მაინც აეჭვებს თანმხლები დათქმები. მაგალითად, ის, რომ გამომძიებელს გამონაკლის შემთხვევებში აქვს საშუალება მიმართოს მოსამართლეს და დაკითხოს ესა თუ ის პირი მოსამართლის თანდასწრებით ისე, რომ ადვოკატს არაფერი შეატყობინოს. ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ გამონაკლისი გამონაკლისად არ დარჩება.
ადვოკატთა ასოციაციის რეაქციას ბევრი და, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაგვიანებულად მიიჩნევენ. თუმცა, როგორც ადვოკატი ნიკოლაიშვილი ამბობს, რეაქციები მუდმივად გამოიხატებოდა, მაგრამ მის ასოციაციას კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართვის საშუალება პრაქტიკულად არც ერთ ეტაპზე არ მიეცა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია ”აბსურდს” უწოდებს ოპონენტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კოდექსზე მუშაობაში არ იყო ჩართული ”ფართო სპექტრი”. ხელისუფალთა მხრიდან საგანგებოდ ესმება ხაზი იმ გარემოებასაც, რომ კოდექსზე მუშაობაში ჩართული იყო საადვოკატო პრაქტიკის მქონე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თუმცა ამას საერთო საქმისთვის არასაკმარისად მიიჩნევს თავად ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე:
”ჩვენი წარმომადგენლები მართლაც მონაწილეობდნენ ამ პროცესში და გვაქვს სხვადასხვა მოსაზრება - არის დადებითი მოსაზრება, არის გარკვეულ ნაკლოვანებებზე მითითება... საზოგადოებას ახსოვს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არაერთი საჯარო განცხადება გაუკეთებია ამ კოდექსის შემუშავების დროს... მაგრამ ჩვენი მონაწილეობა არ არის გამართლება სახელმწიფოს მხრიდან... მე მოვუსმინე პარლამენტის წარმომადგენლის მითითებას, რომ ასოციაცია იყო ჩართული ამ პროცესში. კი, ვიყავით ჩართული, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ვერ შევცვლით ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობას და ჩვენ ყოველთვის ვუთითებდით, რომ იყო ხარვეზები ამ მიმართულებით... ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტების და ადვოკატთა ასოციაციის მონაწილეობა უნდა გაიზარდოს ამ კოდექსის შემუშავების დროს...”
ადვოკატთა ასოციაციის თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტს ადასტურებს საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილიც. 29 სექტემბერს ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე ის და მისი კოლეგები სწორედ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უსმენდნენ:
”სრულიად ნათელია ჩვენთვის და კიდევ უფრო განგვიმტკიცდა იმის რწმენა, რომ კოდექსის ამ ფორმით ამოქმედება გამოიწვევს მართლმსაჯულების სისტემის აბსოლუტურ ნგრევას, რადგანაც ეს კოდექსი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს მხარეთა თანასწორობის პრინციპს. წონასწორობა, რა თქმა უნდა, დარღვეულია ბრალდების მხარის სასარგებლოდ. ჩვენ ერთადერთი ბერკეტი გვაქვს, რომ ჩამოვაყალიბოთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც შევალთ პარლამენტში და ასევე უნდა მოვახდინოთ ამ საკითხზე ფოკუსირება როგორც ჩვენი საზოგადოებრივი აზრისა, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების... ”
ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას უკვე შეუდგა. პარლამენტს ის, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში წარედგინება.