Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - საქართველო vs რუსეთი


ჰააგის საერთაშორისო სასამართლო
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაშია განთავსებული და სახელმწიფოებს შორის დავებს იხილავს (ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისგან განსხვავებით) 13 სექტემბერს იწყებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრის არსებით განხილვას.

საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, ამ ქვეყნის მიერ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.

2008 წლის ოქტომბერში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც ორივე მხარეს უკრძალავდა რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ. ამასთან, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სასამართლო არანაირ პოზიციას არ გამოხატავს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს საქმის არსებითი განხილვის შემდეგ. არსებითი განხილვა იწყება 13 სექტემბერს. წინასწარ არ არის ცნობილი, როდის დასრულდება განხილვა და როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG