“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” თავი მოუყარა და ერთ ტომად გააერთიანა აკა მორჩილაძის მადათოვის ციკლის სამივე ცნობილი წიგნი: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”.
მე მგონი, ზედმეტი სითამამე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ 90-იან წლებში იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე პროზის წერა აკა მორჩილაძემ დაიწყო. ჩემი აზრით, აკა მორჩილაძის რომანების დამსახურებაა ახალი ქართველი მკითხველის დაბადებაც და ისიც, რომ ძალიან ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, ვინც ცხოვრებაში არასდროს გაეკარებოდა წიგნს, სწორედ აკა მორჩილაძის წიგნით დაიწყო კითხვა.
როგორც ამბობენ ხოლმე, აკა მორჩილაძე ორი არსებობს, ერთი “მოგზაურობა ყარაბაღში”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა” და “აგვისტოს პასიანსის” ავტორია, მეორე კი ავტორი იმ ცნობილი ტრილოგიისა, სადაც სამი რომანია გაერთიანებული: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”. ცხადია, ეს დაყოფა ძალზე პირობითია.
იგივე წარმატებით შეიძლებოდა მესამე აკა მორჩილაძეზეც გვესაუბრა - “სანტა ესპერანსასა” და “მისტერ დიქსლის” ავტორზე, მეოთხეზეც და ა.შ. ამიტომ, მოდით ნუ დავანაწევრებთ ავტორს, მერე რა, რომ პირველი სამი რომანი თანამედროვე თბილისს გულისხმობს და უფრო რეალური ჩანს მასში მოყოლილი ამბები, მეორე კი წარსულის ტფილისია და უფრო მეტად ლიტერატურულ თამაშებს ვხედავთ მასში. ამ თემას მწერალი დათო ტურაშვილიც შეეხო, აკა მორჩილაძის მერხის მეგობარი და მისი ნაწერების პირველი წამკითხველი:
„რაც შეეხება რომანს “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, თვითონ გიოს შემოქმედებაშიც განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. მე მგონია, რომ (ცხადია ეს უფრო ლიტერატურათმცოდნეების საქმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი) რასაც ლიტერატურის შესახებ წერენ ხოლმე, კამათობენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან პირობითი, ტერმინოლოგიებიც კი. მიუხედავ იმისა, რომ მეც მსმენია და ალბათ, შენც, რომ ეს რომანი პირდაპირ კავშირშია თანამედროვე პოსტმოდერნულ ქართულ ლიტერატურასთან, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ამას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, იმიტომ, რომ უბრალოდ არა მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს, ტერმინოლოგიურად თუ რა კლიშეებში აღმოჩნდება ესა თუ ის წიგნი ან ესა თუ ის ავტორი”.
აკა მორჩილაძე ამ სამ რომანში ძალიან კარგი მთხრობელიცაა და მახვილგონივრულიც. იგი ნამდვილი საჩუქარია ქართული თუ უცხოური ლიტერატურის მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც ვნებებისა თუ სიუჟეტზე თვალყურის დევნების გარდა, ამოცნობაც უყვარს და ამგვარი მსგავსებებით ტკბობაც. სწორედ ამის გამო, პირველი წიგნი, “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, გარკვეულ წრეებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქამდე ქართულ ლიტერატურაში არავის წაეკითხა მსგავსი, მინიშნებებით სავსე წიგნი. თუმცა, გარდა ამისა, წიგნი უბრალო, ე.წ. შთანთქმით წამკითხველთა შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. ეს იყო, თუ არ ვცდები, ახალი დროის პირველი ქართული ბესტსელერი. დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ გიო ახვლედიანი ძალიან შორს წავიდა:
“იმდენად შორს წავიდა, რომ “ბოროტად გამოიყენა” ეს ბაკურ სულაკაურმა და წიგნებიც კი დააწერინა [იცინის]. არ ვიცი, ამას დრო უფრო შეაფასებს ალბათ, ვიდრე ჩვენ, ანუ მკითხველმა უფრო მეტი უკეთესი შედეგი მიიღო ამით თუ გიო უფრო მეტად გაწვალდა. ცეცხლითა და მახვილით აწერინებდა ხოლმე, სანამ გაიქცეოდა. ბოლოს აიძულა და საქართველო დაატოვებინა, გიო უკვე იმალება და მეც რო მეკითხებიან ხოლმე, რატომ აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვეუბნები, რომ ბაკურ სულაკაურს ემალება მეთქი [იცინის]. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი. ფაქტია, რომ ბაკურ სულაკაურმა მკითხველს ამით კარგი სამსახური გაუწია (ხანდახან ისიც კი მესმოდა, რომ გრაფომანიაში გადაიზარდაო და ა.შ.), რადგან დღეს უკვე რამდენიმეთი მეტი წიგნი გვაქვს გიოსი, რომელიც, რომ არა ბაკურ სულაკაურის დაჟინებული მოთხოვნა, შეიძლებოდა არ გვქონოდა, ამიტომ სიამოვნებაც დაგვაკლდებოდა”.
ძალიან მნიშვნელოვანია “მადათოვის ტრილოგიის“ კულტურული პლანიც, ის, თუ რა გავლენა მოახდინა მან თანამედროვე კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ამაზე დათო ტურაშვილს საინტერესო დაკვირვებები აქვს:
“ჩემთვის მაინც ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ შენთვისაც, რავიცი, მაინც პირველი მადათოვია, შეიძლება წყვეტის გამო, რადგან ჩვენ ძალიან დიდი წყვეტა გამოგვივიდა მთელი ეს საბჭოთა პერიოდი. იყო უამრავი მონაპოვარი, რაც მანამდე ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურას, ან შეიძლებოდა გვქონოდა, რადგან მაშინ თითქმის ფეხდაფეხ მივყვებოდით ევროპულ პროცესებ, XIX-ს ბოლოს და XX-ის დასაწყისში. და რომ არა ანექსია და ოკუპაცია და გაწყვეტა ამ კავშირის, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ ხომ ინფორმაციული კავშირიც კი არ გვქონდა, არათუ რაღაცა ღრმა პროცესები. არადა, მანამდე ჩვენ სერიოზული მონაპოვრები გვქონდა, არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ კინოში, თეატრში, ფერწერაში და ა.შ. და რომ არა ეს ხელოვნური წყვეტა, ჩვენ შეიძლებოდა ის შეგრძნება აღარ გვქონოდა, რაც პირველმა მადათოვმა მოგვიტანა. მაშინ როგორღაც მომეჩვენა, რომ ისეთ სხეულთან დავბრუნდი, რომელსაც მე მოწყვეტილი ვიყავი.
მალხაზ ხარბედია: რაც შემდეგ განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”.
დათო ტურაშვილი: ჰო, რაც განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”, და მემგონი ეს იქიდან დაიწყო, ეს დაბრუნება. მე აღმოვაჩინე ამ წიგნში, რომ სულ სხვანაირი შეიძლება იყოს ლიტერატურული სამყარო. სულ მახსენდება ხოლმე ბორხესის სიტყვები: ლიტერატურა, ანუ გამონაგონი გაცილებით დამაჯერებელია, ვიდრე სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთო. და პირველი მადათოვი როცა წავიკითხე, მაშინ გამიჩნდა ეს იდეა და მაშინ დავიწყე იმის აღმოჩენა, რომ ის სამყარო უფრო რეალური იყო”.
ცალკე თემაა თავად კუნძული, მისი რეალურობა თუ წარმოსახვითობა, მისი სიმბოლური მნიშვნელობა და ის სევდა, რომელიც მის გაქრობას უკავშირდება. პირადად ჩემი აზრით, ამ კუნძულის დაკარგვით ჩვენმა ქალაქმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, და ეს არ იყო მხოლოდ დანაკლისი ეკზოტიკის თვალსაზრისით:
“თვითონ ეს მადათოვიც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ეს იყო კუნძული, მაგრამ იმავე დროს იყო უფრო მეტი, ვიდრე შენი ქვეყანა. ძალიან უცნაური რამე გააკეთა ამ წიგნში გიომ. კერძოდ ის, რომ მადათოვი ჩემთვის არის თვითონ კუნძულის თავგადასავალიც და ამავე დროს რაღაცნაირად, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის თავგადასავალიც”.
ეს წიგნი მართლა თავგადასავალია. თავგადასავალი, სადაც ხანდახან ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები, ხანდახან კი მდორედ და თავდაჯერებით. სადაც ყველაფერს ნახავს მკითხველი: ძველი ქალაქიდან დაწყებული და საყვარელი ლიტერატურითა და ნაცნობი გმირებით დამთავრებული.