“Уважаемое правительство, я тебе один умный вещь скажу, только ты не обижайся”-ასე მიმართავს «ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ლარისა მალიკოვა რუსეთის ხელისუფლებას და სთხოვს გიორგი დანელიას ახალი ფილმის გადასაღებად სახსრები გამოუყოს. დანელიას ამ თვეში ოთხმოცი წლის იუბილე აქვს, „ნოვაია გაზეტა“ უზარმაზარ და საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს ამ ადამიანთან. ბუნებრივია, საუბარი ფილმების პერსონაჟთა გარშემო ვითარდება, თუმცა დანელიას შეხედულება ამა თუ იმ თავის პერსონაჟზე, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა, ანუ იმის თქმა მინდა, სათქმელს ეს ადამიანი საკუთარ ფილმებში ამბობს-მეთქი. მოდით, უფრო ზოგად, კონცეპტუალურ თემებს შევეხოთ, უფრო სწორად, ყურადღება გავამახვილოთ სხვა თემებზე, რომლებზეც რეჟისორი საუბრობს….
დავიწყოთ ადამიანური განსხვავებულობის თემით. რეჟისორი იხსენებს, თუ როგორი სიფრთხილით ეკიდებოდა იგი ნაციონალობის თემას ფილმების შექმნისას. რეჟისორი ამბობს: ”მე ქართველი ვარ და ფილმს ვიღებ. სადაც გამოჩნდება სომეხი პერსონაჟი, არანაირი უფლება არ მაქვს ვაქციო ის ნაძირალად…სხვაგვარად, შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო მთელ ნაციას… ”
დანელია საუბრობს ზოგადად მასკულტურის გავლენაზე სტერეოტიპების ჩამოყალიბების პროცესში. მისი აზრით, სწორედ კინო და სხვა მასხელოვნებები ქმნიდნენ იმ პერსონაჟებს, იმ განსხვავებებს, კარგ და ცუდ შემთხვევებს, ზოგად სიუჟეტებს, რის შემდეგაც ადამიანები ამა თუ იმ ნაციას ამა თუ იმ ქარგით, მზა ფორმულით ხსნიდნენ… დანელია შედარებისთვის საუბრობს იმავე მასკულტურის გავლენებზე ამერიკულ საზოგადოებაში, სადაც, სიტყვაზე, შავკანიანი ადამიანი თამაშობს როგორც განგსტერს, ასევე პოლიციელს. ბოლოს და ბოლოს, ამ მეთოდით სტერეოტიპები დაიმსხვრა და ობამა პრეზიდენტი გახდაო…
საინტერესოა დანელიას შეხედულება კაცობრიობაზე, ზოგადად. რეჟისორს მიაჩნია, რომ კაცობრიობას, ისევე როგორც თითოეულ ადამიანს, ცხოვრების ფაზების გავლა უწევს. ის, რომ დღეს კაცობრიობა ველურ, მტაცებლურ კაპიტალისტურ ურთიერთობებშია ჩაბმული, მისი ახალგაზრდა ასაკის ბრალიაო. კაცობრიობა, დანელიას აზრით, ნელ-ნელა დაბერდება, შედარებით მოთმინებით აღივსება და ნაკლებად აგრესიული და იმპულსური გახდება… ბოლოს და ბოლოს, იგი არსებობას შეწყვეტსო…
ეს იდეები დანელიასთვის პესიმიზმში ჩავარდნის მიზეზი რომ არ გამხდარა, მისი 15-მდე ფილმი და მრავალი სცენარი და მულტიპლიკაციაში ჩადებული ენერგია მეტყველებს. რეჟისორი ამბობს, ყოველთვის დინების საპირისპირო მხარეს ვცურავდიო. როცა ყველა ცუდს ხედავდა, მე მზიანი პერსონაჟების შექმნა მინდოდაო და პირიქითო… თუ ცუდს ხედავ და ხედავ, რომ საშველი არ არის, წადი და თავი ჩამოიხრჩე, მე რას მერჩიო… კიდევ ერთი საინტერესო თემა, რასაც რეჟისორი ეხება, პოსტსაბჭოთა რეალობაში კაპიტალიზმის უხეში ფორმებით შემოჭრაა. ...რასაც გვეუბნებოდა საბჭოთა პროპაგანდა დასავლეთზე, ნამდვილი აღმოჩნდაო, ამბობს რეჟისორი… ანუ ჩვენ ნაგავი ჩამოგვრეცხეს და დაინგრა სისტემა, მაგრამ დასავლეთმა იგივე ნაგავი ვერ მოიშორაო და ამან უკიდურეს ზომებს პოსტსაბჭოეთში მიაღწიაო, დაიკარგა ადამიანური დამოკიდებულებები, ღირსებაო…
თუმცა დანელია დღესაც ფილმის გადაღებაზე ფიქრობს. აკი ჟურნალისტი ინტერვიუს ბოლოს მთავრობას მიმართავს: у тебя хорошие глаза, сразу видно, что хороший человек…