ამნესტი ინტერნეიშენალმა დღეს საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგები გააცნო, კვლევა საქართველოში დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას შეეხება და, მის მიხედვით, უმთავრეს პრობლემად რჩება დევნილთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია. დევნილები, ამნესტი ინტერნეიშენალის აზრით, საზოგადოების ნაწილი სუბიექტური ფაქტორების გავლენით ვერ ხდებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი არათანაბარ რესურსებთან წვდომაა. კვლევის შედეგებზე ამნესტი ინტერნეიშენალის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლა დაკვორთი გვესაუბრება.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ ისაუბროთ დევნილთა იზოლაციაზე, რომელიც, როგორც ვხვდები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც თქვენმა კვლევამ გამოავლინა?
ნიკოლა დაკვორთი: იმ ხალხისთვის, რომელიც 90-იანებში გახდა დევნილი, მთავრობა ერთადერთ არჩევანად უპირობო დაბრუნებას განიხილავდა. თუმცა ეს, როგორც ხედავთ, არ მოხდა და დევნილებს არ ჰქონიათ სხვა ალტერნატიული არჩევანი, მათ შორის, ლოკალური ინტეგრაცია. მხოლოდ 2007 წელს ახალმა სტრატეგიამ აღიარა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება ლოკალური ინტეგრაციისა. თუმცა სიტყვები სიტყვებად, მაგრამ რეალური ინტეგრაცია გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, გქონდეს სახურავი თავზე. ეს ბევრ სხვა რამეს მოიცავს - ადამიანი საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად უნდა გრძნობდეს თავს, არ უნდა იყოს არანაირი განსხვავება რესურსებთან წვდომის თვალსაზრისით დევნილ და არადევნილ მოსახლეობას შორის, ისინი თანაბარნი უნდა იყვნენ. ჩვენმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მდგომარეობა არათანაბარია, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების მხრივ, დევნილებსა და დანარჩენ ნაწილს შორის საზოგადოებისა.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების პუნქტები. როგორია თქვენი შეხედულება ამ მეთოდით პრობლემის მოგვარებაზე? და რა გავლენას ახდენს მსგავსი პუნქტები და, ზოგადად, ამ გზით პრობლემასთან ბრძოლა ინტეგრაციის პროცესზე?
ნიკოლა დაკვორთი: დევნილები ფიქრობენ, რომ ამ კომპაქტური დასახლებების მდებარეობა და განლაგება ართულებს რეინტეგრაციას ადგილობრივ სოციუმებთან. დაშორება, მანძილი უახლოეს დასახლებებამდე, სადაც დევნილებს შეუძლიათ სამსახურის შოვნა ან ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, ძალიან დიდია. თავად ეს დასახლებები საჭიროებენ ბევრ რამეს, რაც აუცილებელია იქ თვითკმარი სოციუმის შესაქმნელად. ეს ყველაფერი, უბრალოდ, სახლების გროვას ჰგავს. აქედან გამომდინარე, დევნილები არ გრძნობენ, რომ ის, რაც მათ აქვთ, აძლევს მათ საშუალებას საზოგადოების ინტეგრალური ნაწილი გახდნენ. ეს უფრო დასახლებაა, რომელიც რაღაც დონეზე იზოლაციაში ამყოფებს მათ.
რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ, ზოგადად, პოლიტიკაზე? ერთ მხარეს -მთავრობა, რომელსაც სურს კონფლიქტის მოგვარება, ანუ მიწების დაბრუნება და დევნილთა დაბრუნება, და მეორე მხარეს - ეს იზოლაციის პრობლემა...
ნიკოლა დაკვორთი: ეს მთავრობა და წინა მთავრობები ცალსახად ამბობენ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. ეს არის ცალსახა უფლება ადამიანისა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით და ამას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას გარდა, ეს თავად დევნილთა მისწრაფებაცაა. ამ ყველაფრის ტესტი ხომ სწორედ ესაა - რა უნდა რეალურად თავად ხალხს. ბევრს, მართლაც, პირველ რიგში, სახლში დაბრუნება უნდა. ანუ ამ მხრივ ის, რასაც მთავრობა ამბობს, გამოხატავს იმას, რაც ხალხს უნდა. თუმცა არიან ასევე ბევრნი, ვინც ფიქრობს, რომ დაბრუნება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, ან საერთოდაც მოუგვარებელი პრობლემა. ამ პირობებში მათ უნდათ ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრება თავიანთთვის და თავიანთი შვილებისთვის, მათ ბუნებრივად უნდათ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტებით და არჩევანით, რომელიც სხვა მოქალაქეებს აქვთ. მათ უნდათ ჰქონდეთ მისაწვდომობა ამ რესურსებთან და არ უნდათ თავს გრძნობდნენ განყენებულ ჯგუფად.
რადიო თავისუფლება: ანუ რა გამოდის, მთავრობას და ხალხს რამდენად ერთი და იგივე უნდათ?
ნიკოლა დაკვორთი: მე ვფიქრობ, შეუძლებელია გამოხატო ერთი მიდგომით ის მრავალფეროვანი რეალობა, რომელიც ამ მრავალფეროვან დევნილ მოსახლეობაში არსებობს, მათ შორის, ახალ თაობებში, რომელნიც გაიზარდნენ დევნილობაში. მათი შეხედულებები განსხვავებულია მათი მშობლების შეხედულებებისგან. ასე რომ, ერთ ხედვას არ შეუძლია მოიცვას ეს მრავალფეროვნება. ამიტომ ერთ- ერთი ცენტრალური, რის თქმაც ჩვენ გვინდა ამ რაპორტში, არის ის, რომ მთავრობამ შეძლოს ამ ადამიანების აზრის გაგება. ამისთვის მთავრობამ უნდა ჩართოს ისინი გადაწყვეტილების მიღებაში - ეს ხომ მათ მომავალს, მათ ცხოვრებას ეხება. ძალიან ხშირად გვესმოდა დევნილთაგან, რომ მათი აზრის სათანადო გათვალისწინება არ ხდება მათი ახლანდელი მდგომარების თუ მათი მომავლის განხილვისას. ასე რომ, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, არის ის, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომელიც შეძლებს ჩასწვდეს იმას, თუ რა უნდა ხალხს არა მხოლოდ შორეულ მომავალში, არამედ მცირე და საშუალო გეგმების განხილვისას.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ამ რეინტეგრაციისა და ჩართულობის პრობლემების მოგვარება მთავრობის - გნებავთ, ქვეყნის - პრიორიტეტებზე, ტერიტორიების შემოერთების მხრივ? რაღაცნაირად ხომ არ არის ისე, რომ მოუგვარებლობით დევნილთა საკითხი მუდმივად დღის წესრიგშია, რაც მუდმივ მზაობას ქმნის იმისათვის, რომ გამოჩნდეს ქვეყნის პრიორიტეტები?
ნიკოლა დაკვორთი: ცალსახად ზემიზანი ქვეყნის ხელმძღვანელობისა არის ქვეყნის გამთლიანება და დევნილთა დაბრუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, მიზანია, რომელიც ნაწილობრივ გამოხატავს კიდეც ბევრი ხალხის სურვილს. თუმცა უპირველესად არჩევანს უნდა აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან დევნილები, მათ უნდა გადაწყვიტონ როგორი უნდა იყოს გამოსავალი მათთვის. და დაბრუნება მხოლოდ ერთ-ერთია ამ არჩევანთაგან. მათ აქვთ უპირატესი უფლება განიხილონ სხვა არჩევანიც, როგორიცაა ლოკალური ინტეგრაცია. ასე რომ, ამას ზოგადად რომ შევხედავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს დევნილთა უფლება გადაწყვიტონ თავიანთი საკუთარი მომავალი, როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება.
რადიო თავისუფლება: რა განსხვავებაა მიდგომებში ახალი და ძველი დევნილების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან?
ნიკოლა დაკვორთი: ძველი დევნილების უმრავლესობა ძალიან დიდი ხანია უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს და ადამიანებმა არ იციან როდის შეიძლება ეს შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ დევნილებს, მათ, საბედნიეროდ, ეს პირველადი პრობლემები შედარებით მოგვარებული აქვთ, საცხოვრებელი პირველადი პრობლემები და სხვა პრობლემები. ასე რომ, ისინი არიან მცირედ განსხვავებულ მდგომარეობაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი პრობლემები არის საერთო, მიუხედავად იმისა, ადამიანი ახალი დევნილია თუ ძველი. ამიტომ კიდევ ერთი, რის თქმაც ჩვენი რაპორტით გვინდა, არის ის, რომ ყველას რესურსები მცირეა. ამიტომ პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უნდა მივუდგეთ. პრიორიტეტების ფუნდამენტი უნდა იყოს ადამიანთა საჭიროებანი და არა დროითი განრიგი, როდის გახდნენ ისინი დევნილები.