საკონსტიტუციო ცვლილებების პრეამბულაში ფიცს საქართველოს ყველა მოქალაქე დებს. რას ფიქრობს ხალხი, რომლის სახელითაც სპეციალისტთა მცირე ჯგუფმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი შექმნა? აგვისტოს თვე, მოგეხსენებათ, საჯარო განხილვებს დაეთმობა. სწორედ ამიტომ რადიო თავისუფლება პერიოდულად კონსტიტუციის მნიშვნელობაზე არაპროფესიონალ იურისტ მოქალაქეებს გაესაუბრება.
”ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება[…], ღვთისა და ერის წინაშე საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”
ეს კონსტიტუციის პრეამბულაა, ანუ ფიცს დებს საქართველოს ყველა მოქალაქე.
ილია კაციტაძე, პროფესიით გეოლოგი, ნამუშევარია საბადოებზე კუბაში, კონგოში, აფრიკის ქვეყნებში. ამჟამად პენსიონერია.
ილია კაციტაძე: კონსტიტუციაზე ბევრი რამ მომისმენია, თუმცა მთავარი არაა კონსტიტუცია, არამედ ხალხი, ვინც მას შეასრულებს. კონსტიტუციას როგორსაც გინდა დაწერ, შემსრულებელი არ იქნება. ხალხი უნდა იყოს მომზადებული, ხალხია კონსტიტუცია თვითონ. თუ ხალხი არაა კონსტიტუცია, ესენი რასაც გინდა დაწერენ, როგორც გინდა გადაწყვეტენ, ხალხი კი მზად არაა. თუ არ ჩაუდგა მათ სათავეში ვინმე ეროვნული კაცი, ისე ჩვენ არაფერი გამოგვივა.
რადიო თავისუფლება: ანუ გამოდის, რომ საპარლამენტო მოდელი, თქვენი აზრით, არ იმუშავებს?
ილია კაციტაძე: არა მგონია. საპარლამენტო რო გააკეთო, ქვეყანა დაიღუპება. საპრეზიდენტო უნდა იყოს, ოღონდ პრეზიდენტი იყოს ძლიერი და ნამდვილი.
რადიო თავისუფლება: პარლამენტში ვერ დავსხდებით, ვერ მოვილაპარაკებთ? რამდენად აუცილებელია ძლიერი მმართველი?
ილია კაციტაძე: დრო სჭირდება, პარლამენტს დიდი დრო სჭირდება. ჩვენ ახლა ისეთ დროში ვართ, დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ.
ლევან სორდია. დაკავებულია კერძო ბიზნესით, აქვს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება.
რადიო თავისუფლება: რამდენად არის საზოგადოებაში მზაობა იმისთვის, რომ შეიკრიბოს ძლიერი პარლამენტი?
ლევან სორდია: რთული სათქმელია. მთავარია რა ფუნქციებს მიანიჭებ პარლამენტს და პარლამენტი იქნება ძლიერი. ადამიანებზე არაა ეს იმდენად დამოკიდებული, მთავარია კონსტიტუცია როგორი იქნება.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარია საკანონმდებლო ჩარჩო?
ლევან სორდია: ადამიანებიც მთავარია, მაგრამ ჩარჩო ყველაზე მთავარია.
კახაბერ კურტანიძე, მოძღვარი, თეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კახაბერ კურტანიძე: საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, იგივე რესპუბლიკების თვითგამორკვევის უფლება, საკმაოდ დემოკრატიული იყო, მაგრამ არსებობდა რაიმე მექანიზმი, რომლის ძალითაც ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენება მოხდებოდა? ერთია კონსტიტუციაში რა წერია და, მეორე, რეალურად როგორი საკანონმდებლო ბაზა გაქვს, როგორ იყენებ ამას, როგორია მენტალიტეტი ხალხის. შედარებისთვის - მაგალითად, ეს უფლება ბალტიისპირეთმა თავის დროზე გამოიყენა, საქართველომ კი ვერ გამოიყენა.
ვახტანგ მუსხელიშვილი, მხატვარი, აკადემია 80-იან წლებში დაამთავრა, ბოლო ოცი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ვახტანგ მუსხელიშვილი: ტენდენციაა საზოგადოებაში, რომელიც საბჭოთა კავშირში იღებს სათავეს. ეს ტენდენციაა, როცა პიროვნება, როგორც კი ის ძალაუფლებას იძენს, ამ ძალაუფლებას ხელში იგდებს და ხდება ერთმმართველი. ეს მოდის საბჭოთა კავშირიდან. დღესაც ეს გადმოყოლილია. უამრავი ხალხია, ვინც დღეს მმართველობაშია, ვინც ცხოვრობდა იმ სისტემაში, პოზიციები ეჭირათ, ალბათ, პარტბილეთებიც ედოთ, ამიტომ ეს ხალხი მიჩვეულია თვითმპყრობელურ მმართველობას და ეგუებიან მას. ამას დასჭირდება ბევრი წელი, სანამ ეს გადაივლის. მთელი თაობები უნდა აღიზარდოს ახალი აზროვნებით, პირადი პასუხისმგებლობით. ამის მიუხედავად, დღესდღეობით მე ვთვლი, რომ პარლამენტის სიძლიერე უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ერთი კაცის მმართველობა.