ერთი თვე - საზოგადოებრივი განხილვებისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებამ საზოგადოების გამოცდას ერთი თვის განმავლობაში უნდა გაუძლოს. ავტორები ამბობენ, რეგიონებსაც მოვიცავთ და ყველას აზრს მოვისმენთო. შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფთან დღეს პარლამენტში მეცნიერებმა გახსნეს.
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობდა:
„გაოცებული დავრჩი, როდესაც პარლამენტის ლიდერმა განაცხადა, რომ არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიამ თურმე თავის თავზე ზედმეტი ფუნქცია აიღო. ცოტა არ იყოს შიშიც გამიჩნდა, რომ ძირფესვიანად არ შეცვალოს ის ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც არის. ამიტომ მინდა მე საზოგადოების აზრი გავიგო.“
საზოგადოებასთან ერთთვიანი შეხვედრების ციკლი პირველი რესპუბლიკის დარბაზიდან იწყება, 1919-21 წლების მთავრობის წარმომადგენელთა დიდი სურათების ფონზე. შეიკრიბნენ სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები, დაურიგდათ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტები.
მიუხედავად იმისა, როგორი იქნება კონსტიტუცია, ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ადამიანებზეა დამოკიდებულიო, ამბობს დავით დარჩიაშვილი. კონსტიტუციაც ფორმაა, სიმბოლო, თუმცა მის უკან ადამიანები დგანან და სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულ მმართველობას შექმნიან ისინიო. ამ ფორმულირებით დავით დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა თავად შინაარსს, შინაარსს, რომლის შესრულება, მისი აზრით, თუნდაც დღევანდელ პარლამენტშიც არის შესაძლებელი:
„პარლამენტის ინსტიტუციონალური სისუსტე არის გადაჭარბებული შეფასება. ძალიან ბევრი უფლება აქვს პარლამენტს, რომ საქმე გააკეთოს. ჩვენ ერთად ვამტკიცებთ მთავრობას, ვაკონტროლებთ მთავრობას, ვიღებთ კანონებს. საერთოდაც, ისტორიულად პარლამენტი იყო ყოველთვის ადგილი, სადაც ბიუჯეტს იღებდნენ და ლაპარაკობდნენ და ეს ფუნქციები ნამდვილად გვაქვს.“
თუმცა რამდენად იყენებდა პარლამენტი ამ ფუნქციებს? პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია, ინდივიდუალური პარლამენტარების ასაღები. ამ ჭრილში დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო იყო, მაგალითად, კანონმდებლობის რანგირების საკითხის განხილვა. თუ მანამდე არსებობდა უზენაესი და შედარებით დაბალი რანგის კანონები, უზენაესს ორგანული ერქვა, ახალ საკონსტიტუციო რედაქციაში ეს რანგირება იხსნება. ამან დებატები გამოიწვია. იყო მოსაზრება: რანგირება აუცილებელია, რომ, მაგალითად, პარლამენტარმა იცოდეს, რომ ესა თუ ის საკითხი მნიშნველოვან ჩართულობას მოითხოვს და ამიტომ მის მიღებას აუცილებლად უნდა დაესწროს, სხდომა არ გააცდინოსო. აქაც ისევ პირად პასუხისმგებლობას მიადგნენ. ავტორებმა აღნიშნეს, საკითხის ხარისხში პარლამენტარი თავად უნდა გაერკვეს, ამ რანგირების მოხსნით კი პროცედურას უფრო ვამარტივებთო.
რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნას პრემიერის მიერ, რაც პარლამენტის დასუსტებად აღიქმება ხოლმე, ამ საკითხს საინტერესო ინტერპრეტირება მისცა პავლე კუბლაშვილმა:
„პირდაპირ შეუძლია პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს რიგგარეშე არჩევნები არის საშუალება ხშირად ხალხის ჩართვისა პოლიტიკურ პროცესში და კვლავ იმის დასადგენად, შეიცვალა თუ არა ძალთა ბალანსი, მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა.“
ახალი რედაქციით, პარლამენტის დათხოვნა პრეზიდენტსაც შეუძლია. ლოგიკა ასეთია, პრეზიდენტს პარლამენტი წარუდგენს პრემიერის კანდიდატურას, ეს კანდიდატი აკომპლექტებს მთავრობას, რომელსაც ისევ პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ თუ პარლამენტი არ ენდო, ანუ ნდობა არ გამოუცხადა წარდგენილ მთავრობას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს. თუმცა თუ პრეზიდენტს რამე შეეშალა, მისი იმპიჩმენტის დაყენება პარლამენტს გამარტივებული წესით შეუძლია. მოკლედ, ბალანსი აღდგაო, რომლის დარღვევაც დღევანდელ შეხვედრაზე გარდამავალ პერიოდს დააბრალეს. გია ნოდიას აზრით:
„ბალანსის ეს დარღვევა რაღაცნაირად მართლდებოდა გარდამავალი პერიოდის აუცილებლობით, მაგრამ მაშინვე იყო ნათქვამი, რომ ეს დროებითია, უნდა შეიცვალოსო. ყოველ შემთხვევაში, ეს აშკარად არ შეესაბამებოდა დემოკრატიის საერთაშორისოდ მიღებულ მოთხოვნებს.“
გარდამავალი ეტაპი ქვეყანამ გაიარა და დროა ბალანსი აღვადგინოთო - ბალანსი, რომელიც, გიგი თევზაძის აზრით, დღეს უკვე სტაბილურობის წინაპირობას ქმნის:
„საქართველოს ამ შემთხვევაში სჭირდება უფრო მეტად სტაბილური პოლიტიკური სისტემა, ვიდრე რეფორმებზე და სწრაფ ცვლილებებზე ორიენტირებული სისტემა. ეს შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს პოლიტიკური რეალობაა.“
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები. პროექტის ავტორთა აზრით, ეს, სავარაუდოდ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.