21 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ 3-მა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს.
საქართველოს კანმდებლობის მიხედვით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტს გაეცნობა, დოკუმენტს უკვე პარლამენტი განიხილავს. თუმცა, პარალელურად, ასე მოკლე ვადაში, მის დამტკიცებასა და პრეზიდენტისთვის გადაცემას ოპოზიცია აპროტესტებს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა.
ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირეს "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა.
”კოსტიტუცია უნდა იყოს ფართე პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. ის განხილვის საგნად უნდა იქცეს და მის შექმნაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მითუმეტეს, რომ ჩვენ არსად არ გვეჩქარება, რადგან ის ძალაში 2013 წელს უნდა შევიდეს. მე პროცედურულად დავსვი საკითხი, რასაც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც” დაუჭირა მხარი, რომ არ გვეყარა კენჭი პროექტისათვის და 4 საათში არ გადაგვეწყვიტა ქვეყნის მომავალი ცხოვრების წესი და ბედი და განხილვები სექტემბრისთვის გადაგვეტანა, თუმცა შედეგი სახეზეა, საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა”,- აცხადებს ”ქართული დასის” ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ჯონდი ბაღათურია.