უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისი უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვან დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ერთი თვით ადრე დაგეგმილი ეს ვიზიტი, უკრაინის დელეგაციის მეთაურის თქმით, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო თბილისს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვია, რომელშიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის კორუფციასთან ბრძოლის ჯგუფი, ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლობა შედის და ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკურ და საფინანსო სფეროებში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლო მომავალში საქართველოში უკრაინული ინვესტიციების ზრდასაც უნდა ველოდეთ.
თავად ტიგიპკომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი დაახლოებით ერთი თვის წინ გაახმაურა. უკრაინის ვიცე-პრემიერი 16 ივლისს დილიდან ჯერ ფინანსთა მინისტრს შეხვდა, შემდეგ პრემიერ-მინისტრს, ბოლოს კი -პარლამენტის თავმჯდომარეს.
”პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საქართველოს გამოცდილება ეკონომიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების საკითხში და ჩვენი ვიზიტის ძირითადი დროც სწორედ ამას დავახარჯეთ. მე ვფიქრობ, რომ, 2004 წლიდან დაწყებული, ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, დიდ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ცოტა განსხვავებული სისტემა გვაქვს, მაგრამ უკრაინაშიც დავიწყეთ ეკონომიკური რეფორმების გატარება, რაღაცების შეცვლა და ამ მხრივ სათაკილო არ არის ერთმანეთისგან ვისწავლოთ. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ახლა იცვლება თქვენი საგადასახადო კოდექსი წვრილ მეწარმეებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ჩვენც შეგვიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ“, - განაცხადა პრემიერ ნიკა გილაურთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა ტიგიპკომ. საქართველოში უკრაინული ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით კი ტიგიპკომ თქვა:
”ჩვენ გვაქვს უკვე აქ დაბანდებული მთელი რიგი ინვესტიციები ფინანსურ და სამრეწველო სექტორში, მაგალითად, ჭიათურაში, ასევე ტურიზმში. თუ ეს ინვესტიციები უფრო მასშტაბური არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის ბიზნესი არ არის თავად ძალიან მასშტაბური და ქვეყანაც ფეხზეა დასაყენებელი.”
რადგან უკრაინის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ამ ქვეყნის დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ შეიძლება მას ჰქონდეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნებიც. აზრი ქართულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტს კიევში გიორგი-მამუკა მაჭავარიანს ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ სერგეი ტიგიპკოსთვის, რომელიც იანუკოვიჩის მეტოქე იყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ხმების საკმაოდ დიდი პროცენტიც აიღო და რომელიც ახლა უკვე უკრაინის ხელისუფლების სახელით მოქმედებს, საკმაოდ საინტერესოა საქართველოს გამოცდილება და ის ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზეც წერდა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ის, ამავე დროს, უკრაინაში ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა:
”მისთვის საინტერესოა ამ რეფორმების ქართული გამოცდილება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტიგიპკო გახლავთ საკმაოდ მომზადებული ბიზნესმენი, მაგრამ ის ამ შემთხვევაში არ სტუმრობს საქართველოს როგორც ბიზნესმენი. ის არის თავისი პარტიის ლიდერი, რომელმაც მესამე პოზიცია აიღო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, და არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს მოაწესრიგოს უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან.”
უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 16 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო თბილისს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვია, რომელშიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის კორუფციასთან ბრძოლის ჯგუფი, ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლობა შედის და ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკურ და საფინანსო სფეროებში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლო მომავალში საქართველოში უკრაინული ინვესტიციების ზრდასაც უნდა ველოდეთ.
თავად ტიგიპკომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი დაახლოებით ერთი თვის წინ გაახმაურა. უკრაინის ვიცე-პრემიერი 16 ივლისს დილიდან ჯერ ფინანსთა მინისტრს შეხვდა, შემდეგ პრემიერ-მინისტრს, ბოლოს კი -პარლამენტის თავმჯდომარეს.
”პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საქართველოს გამოცდილება ეკონომიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების საკითხში და ჩვენი ვიზიტის ძირითადი დროც სწორედ ამას დავახარჯეთ. მე ვფიქრობ, რომ, 2004 წლიდან დაწყებული, ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, დიდ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ცოტა განსხვავებული სისტემა გვაქვს, მაგრამ უკრაინაშიც დავიწყეთ ეკონომიკური რეფორმების გატარება, რაღაცების შეცვლა და ამ მხრივ სათაკილო არ არის ერთმანეთისგან ვისწავლოთ. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ახლა იცვლება თქვენი საგადასახადო კოდექსი წვრილ მეწარმეებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ჩვენც შეგვიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ“, - განაცხადა პრემიერ ნიკა გილაურთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა ტიგიპკომ. საქართველოში უკრაინული ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით კი ტიგიპკომ თქვა:
”ჩვენ გვაქვს უკვე აქ დაბანდებული მთელი რიგი ინვესტიციები ფინანსურ და სამრეწველო სექტორში, მაგალითად, ჭიათურაში, ასევე ტურიზმში. თუ ეს ინვესტიციები უფრო მასშტაბური არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის ბიზნესი არ არის თავად ძალიან მასშტაბური და ქვეყანაც ფეხზეა დასაყენებელი.”
[ტიგიპკო] არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს მოაწესრიგოს უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან ...