ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამამ საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგების საჯარო განხილვა მოაწყვეს. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2010 წლის მაისსა და ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეინიშნება ერთგვარი წინსვლა, თუმცა, მთლიანობაში, საქართველოს ტელემედია მიკერძოებულია, იყენებს სიძულვილის ენასა და გაშუქების ნეგატიურ ტონს.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ ახალი ამბების ძირითადი გამოშვებებისა და შერჩეული პოლიტიკური თოქ-შოუების ყოველდღიურ მონიტორინგს ექვს სატელევიზიო არხზე აწარმოებდა. თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში ნანახი იქნა „იმედის“, კავკასიის“, „პირველი არხის“, მაესტროს“, „რეალ ტი-ვისა“ და „რუსთავი ორის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებული 5 ათასამდე სიუჟეტი. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ საქართველოს ოფისის დირექტორის კობა თურმანიძის თქმით, კვლევის რაოდენობრივი ანალიზით დადგინდა, თუ როგორი იყო ამ თუ იმ არხზე გაშუქების ტონი - დადებითი, ნეიტრალური თუ უარყოფითი, რომელი არხი რომელ კანდიდატს რა დროს უთმობდა და რომელმა არხმა მიუძღვნა მეტი სიუჟეტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„ლიდერობს „პირველი არხი“. ყველაზე მეტად მათ გააშუქეს ადმინისტრაციული რესუსის გამოყენება. შემდეგ მოდის „კავკასია“. „მაესტრომ“ მხოლოდ 9 სიუჟეტი დაუთმო, „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ - ორ-ორი, „რეალ ტი-ვიმ“ კი - არც ერთი“. კობა თურმანიძის თქმით, პირველი არხი, სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, თითქმის ყველა სხვა მაჩვენებლითაც უკეთესად აშუქებდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებსა და მედიაექსპერტებს, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისა და მონიტორინგის შედეგებს ყოველკვირეულად პირველი არხის ეთერში აჯამებდნენ. მათ შორის იყო ფილოსოფოსი გიგა ზედანია, რომლის თქმითაც, 2010 წლის არჩევნები, წინასთან შედარებით, უკეთესად გაშუქდა, თუმცა გამოიკვეთა ორი ძირთადი პრობლემა:
„ერთი იყო მიკერძოების პრობლემა, რომელიც ჰქონდა თითქმის ყველა ტელევიზიას, გარდა პირველი არხისა, რაც აღინიშნა არა მარტო ჩვენი მონიტორინგის დროს, არამედ ეუთოს დასკვნაშიც. და მეორე - პროფესიონალიზმის პრობლემა. ძალიან პასიურები იყვნენ ჟურნალისტები. სრულად იყვნენ დამოკიდებულები რესპონდენტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ჟურნალისტები არ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ გადაემოწმებინათ, გაეანალიზებინათ პროგრამები.“
გიგა ზედანიასგან განსხვავებით, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ 2010 წლის არჩევნებში მედია უკიდურესად ტენდენციური და დაუბალანსებელი იყო:
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ასეთი მედიაგაშუქებით ძნელი და შეუძლებელი იქნება კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ძალიან უცნაურად ემთხვევა მედიაში ინფორმაციული ნაკადების ინტენსივობა კანდიდატის მიერ არჩევნებში ნაჩვენებ შედეგს. ხშირ შემთხვევაში ამ ორ მაჩვენებელს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს. ამასთან, ბუნებრივად დაისმის შეკითხვა: რამდენად მართვადია ეს ნაკადები დღევანდელ მედიაში.“
ამასთან, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ აღნიშნული მედიამონიტორინგი ვერ აღწერს სრულ, ობიექტურ სურათს. ამ გარემოებას ხაზს უსვამს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც, რომლის თქმითაც, სამომავლოდ უნდა გაფართოვდეს კვლევის ობიქტი და მან უნდა მოიცვას ყველა ის გადაცემა, რომელშიც შესაძლოა, პირდაპირ თუ ირიბად, წინასაარჩევნო სტრატეგიები აისახება. რაც შეეხება კვლევის შედეგების ანალიზს, იაგო კაჭკაჭიშვილისთვის აშკარაა, რომ ქართული ტელემედია იყოფა ორ ძირითად ნაწილად - სახელისუფლებოდ და ოპოზიციურად, არჩევნების შეგებს კი, დიდწილად, მათი სტრუქტურა განსაზღვრავს.
იაგო კაჭკაჭიშვილი: „როდესაც ვმსჯელობთ სახელისუფლებო მედიაზე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის მედია, რომელიც დგას მოქმედი ხელისუფლების, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“, სამსახურში. როცა ვლაპარაკობთ ოპოზიციურ მედიაზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე ოპოზიციური ტელემედია ემსახურება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ჯერჯერობით ამ ტიპის გადაცდომისთვის ოპოზიციურ მედიას არ მიუღწევია და დიდი იმედი მაქვს, არც მომავალში მოხდება ასე.“
უკეთესი მომავლის იმედს არ კარგავენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებიც, რომელთა ინიციატივითაც განხორციელდა მედიამონიტორინგის აღნიშნული პროექტი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი დარწმუნებულია, რომ მონიტორინგი განამტკიცებს მედიის სოციალურ კავშირს საზოგადოებასთან და ხელს შეუწყობს პროფესიული და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩამოყალიბებას.
„ვხედავთ პროგრესს, მაგრამ პროგრესი არაა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ მოდუნდე და დამშვიდდე. გამოსასწორებელი და გასაკეთებელი ბევრია, რათა მედიისადმი საზოგადოების ნდობა ამაღლდეს და ჟურნალისტური ეთიკის დაცვა ნორმად იქცეს. ყველა ჟურნალისტი და მედიამფლობელი თანხმდება, რომ ეთიკა და ბალანსი პრაქტიკაშიც დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მით უფრო, რომ უახლოეს მომავალში, 2012 და 2013 წლებში, არჩევნები მოდის და მედიას, მოგეხსენებათ, საარჩევნო პროცესში განსაკუთრებულად დიდი როლი ენიჭება“, განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.