30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდსა და არჩევნების დღის მიმდინარეობას, როგორც არაერთხელ აღინიშნა, საერთაშორისო მეთვალყურეთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა აკვირდებოდა. მეთვალყურეთა საერთაშორისო მისიამ, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 31 მაისს წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ზოგადად პროგრესულად არის შეფასებული 30 მაისის არჩევნები, თუმცა საუბარია არაერთ სერიოზულ დარღვევაზე. ნინო გელაშვილი დაუკავშირდა იენს ეშენბეხერს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერია. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:
რადიო თავისუფლება: ყოველი არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯერ წინასწარ, მოგვიანებით კი სრულ ანგარიშს. ამის შემდეგ მას სხვადასხვაგვარად კითხულობენ. 30 მაისის არჩევნებზე წინასწარი ანგარიში იწყება ფრაზით, რომ ”არჩევნებზე შეინიშნებოდა აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროსაბჭოს ვალდებულებათა შესრულების კუთხით”, რის შემდეგაც აღწერილია სხვადასხვა ტიპის მრავალი დარღვევა. თავიდან გკითხავთ - როგორ უნდა იყოს წაკითხული ეს ანგარიში?
ეშენბეხერი: ის უნდა იყოს წაკითხული ისე, როგორც ჩვენს განცხადებაშია ჩამოყალიბებული. არჩევნები რთული პროცესია, რომელიც ბევრი ასპექტისგან შედგება. ჩვენ ვსწავლობთ საარჩევნო კანონმდებლობას, არჩევნების ადმინისტრირებას, მედიის მდგომარეობას, რა პირობებში წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია და მოგვიანებით თვალყურს ვადევნებთ არჩევნების დღის მიმდინარეობას - ხმის მიცემას, ხმების დათვლას, შედეგების დაჯამებას და, ბოლოს, არჩევნების დღის შემდეგ როგორ უდგებიან საჩივრებს, როგორ იძიებენ დარღვევებს და როგორ გადაჭრიან მათ. ჩვენი ანგარიში არის მთელი ამ პროცესის შეფასება. სწორად მოიტანეთ ციტატა წინასწარი ანგარიშიდან, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც შეინიშნებოდა აშკარა პროგრესი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, თუმცა აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ არის რიგი საკითხებისა, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ასეთ შეფასებაში არაფერია უჩვეულო - არჩევნები რთული პროცესია და ჩვენც ვცდილობთ ამ პროცესის კომპლექსურად შეფასებას.
რადიო თავისუფლება: რამ მოგცათ საფუძველი დაგეწერათ, რომ საარჩევნო პროცესში აშკარად შეინიშნებოდა პროგრესი და რა იყო ყველაზე უნიკალური, უხეში დარღვევა, რაც 30 მაისის არჩევნებისას გამოავლინეთ?
იენს ეშენბეხერი: ჩვენს წინასწარ ანგარიშში გამოვყოფთ პროგრესის რამდენიმე მაგალითს. ერთი არის საარჩევნო კანონმდებლობა - მასში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც ნაწილობრივ პასუხობდა ჩვენს ადრინდელ რეკომენდაციებს. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ არის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს შემდეგ არჩევნებამდე. მაგალითად, როცა საქმე ეხება საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესაძლებლობას ან სახელმწიფო რესურსების გამოყენებას კამპანიისთვის. ეს საკითხები კვლავაც მოსაგვარებელია საკანონმდებლო დონეზე. პროგრესის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც აისახა ჩვენს ანგარიშში, არის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, რომელიც, მთლიანობაში, იყო ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიული. თქვენ ახსენეთ ჩვენ მიერ აღმოჩენილი ხარვეზები - რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები იყო არჩევნების დღესაც, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ხმების დათვლას და განსაკუთრებით სამ რეგიონში - კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ხმების დათვლის პროცესში ჩვენი მეთვალყურეები არაერთი პრობლემის მოწმე გახდნენ. გამოვლინდა აგრეთვე საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის არაერთი შემთხვევა.
რადიო თავისუფლება: როგორც წესი, ადამიანებს, ვინც კითხულობს თქვენს ანგარიშებს, აინტერესებთ როგორ ზეგავლენას ახდენს თქვენ მიერ გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები არჩევნების შედეგზე. თავად თქვენ თუ ცდილობთ ამ კუთხით შეაფასოთ დარღვევები, თუ ეს თქვენს კომპეტენციაში არ შედის?
ეშენბეხერი: როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვით, უკიდურესად რთულია შესაძლო პრობლემების რიცხობრივი ზეგავლენის დადგენა არჩევნების შედეგებზე. ამის გაკეთება ჩვენთვის შეუძლებელია. ნათელია ის, რომ ჩვენს საბოლოო ანგარიშში განვიხილავთ გამოვლენილ ხარვეზებს. მასში იქნება რეკომენდაციები ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობებზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დროულად გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, რომ საჭირო ცვლილებები მომავალ არჩევნებამდე განხორციელდეს.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება მეთვალყურეობის პროცესის გაგრძელებას, აპირებთ თუ არა პროცესზე შემდგომ დაკვირვებას - როგორ იხილება საჩივრები და რა რეაქცია მოჰყვება მათ, თუ დასჯერდებით ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას?
ეშენბეხერი: ჩვენ, როგორც ყოველთვის, გავაგრძელებთ დაკვირვებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და გულისხმობს მთელ პროცესზე დაკვირვებას. ჩვენ ჩავდივართ ქვეყანაში არჩევნების დღემდე ორი კვირით ადრე და არჩევნების დღის შემდეგაც გარკვეული ხნის მანძილზე ვრჩებით იმისთვის, რომ თვალი მივადევნოთ საჩივრებისა და სარჩელების განხილვის პროცესს. მეთვალყურეობის ეს პერიოდიც ასახული იქნება საბოლოო ანგარიშში.
რადიო თავისუფლება: გქონდათ თუ არა უფლება თავად დაგეწერათ საჩივრები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს?
ეშენბეხერი: ჩვენი როლი არ ითვალისწინებს საჩივრების დაწერას, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო პროცესის მონაწილეები. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, ვამზადებთ ანგარიშებს. არჩევნების დღემდე ჩვენ ორი შუალედური ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც წარმოვადგინეთ წინასაარჩევნო ვითარების წინასწარი შეფასება. თუმცა ჩვენ არ ვწერთ საჩივრებს.
რადიო თავისუფლება: როგორია საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის ანგარიშის პოლიტიკური ფასი, პოლიტიკური წონა საქართველოსთვის?
ეშენბეხერი: საბოლოო ანგარიში რეკომენდაციებითურთ წარედგინება საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ეუთოს წევრ დანარჩენ ქვეყნებს. ის იქნება საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. მისი სურვილისამებრ გამოყენება შეეძლებათ როგორც მთავრობას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო მოთამაშეებს. ასე რომ, ანგარიში იქნება კარგი საფუძველი საქართველოში საარჩევნო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო სტანდარტებთან მისი სრული შესაბამისობისთვის.