იუწყებიან, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი აპირებს გააუქმოს სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლების პოსტები. ამ ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს თუ დაუჭერენ, ეს ნაბიჯი შესაძლოა აღმოსავლეთის სამეზობლოში ევროკავშირის ჩართულობის დრამატულ შემცირებას მოასწავებდეს.
აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის ინტერესის კლების დამადასტურებელი კიდევ ერთი ნაბიჯი - ასეთ შეფასებას აძლევს ბევრი გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთა პოსტების გაუქმებას გეგმავს.
ევროკავშირში მალე უნდა ამუშავდეს ახალი სტრუქტურა - საგარეო მოქმედების სამსახური. როგორც იუწყებიან, ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიის საქმეებზე საშუალო რანგის მოხელე იმუშავებს, რომელსაც ბრიუსელში ექნება ბინა. ეს კი, ბევრის აზრით, ევროკავშირისა და რეგიონის ურთიერთობაში ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარმომადგენელი - პოსტი, რომელიც ახლა უქმდება - ევროკავშირს 2003 წლის შემდეგ ჰყავს, ანუ საქართველოში ვარდების რევოლუციის მოხდენის წლიდან.
დაახლოებით იგივე ბედი ეწევა მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლის პოსტსაც - ის ჯერ ევროპის კომისიის წარმომადგენლის პოსტს შეერწყმება, ბოლოს კი საგარეო მოქმედების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავა.
დიპლომატების თქმით, ეს ამბავი სიურპრიზი იყო კავშირის ბევრი წევრი ქვეყნისთვის, ისევე როგორც თავად საგანგებო წარმომადგენლებისთვის, პეტერ სემნებისა და კალმან მიჟეისთვის.
ინიციატივა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს და, თუკი დამტკიცდა, ის ადგილზე ევროკავშირის აქტივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ამ ქვეყნების მთავრობებს ბრიუსელთან კავშირს შეუზღუდავს და გაგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მოლდავეთი და სამხრეთ კავკასია ევროკავშირის თვალში პრიორიტეტულობას კარგავენ.
როგორც ვარაუდობენ, ნაბიჯი უთანხმოებას კიდევ იმის გამო გამოიწვევს, რომ მის შესახებ ბლოკის წევრ ქვეყნებს დონის როსტოვში მიმდინარე ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის გახსნამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე აცნობეს.
რუსეთის ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპარლამენტარი, ევროკავშირისა და მოლდავეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის წევრი, რუმინელი პოლიტიკოსი ტრაიან უნგურეანუ. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან ამ ინიციატივას უწოდა „დიდი საგარეოპოლიტიკური შეცდომა“, რომელიც „რუსეთისთვის ძალიან კარგ ამბავს“ წარმოადგენს:
“ორივე ადგილი უშუალოდაა დაკავშირებული რუსეთის ინტერესებთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან. ორივე ადგილს, ასე ვთქვათ, "რუსული დაავადება" აწუხებს. რატომ აუქმებენ ამ ორ პოსტს? ეს, მართლაც, ძალიან შემაშფოთებელი საკითხია. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობა, როგორც ასეთი, არ უქმდება. მხოლოდ ორ შემთხვევაში გააუქმეს - და ეს ორივე შემთხვევა, მოლდავეთიც და სამხრეთ კავკასიაც, ძალიან საფრთხილოა.”
ინიციატივა პარასკევს, 28 მაისს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე წამოაყენა კეთრინ ეშტონის თანაშემწემ, ვეტერანმა ბრიტანელმა დიპლომატმა რობერტ კუპერმა. თავის გამოსვლაში კუპერმა ერთგვარად განავრცო წერილი, რომელიც ეშტონმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს 21 მაისს გაუგზავნა. წერილში, რომელსაც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა „ბუნდოვანი“ უწოდა, ევროკავშირის უცხოეთში წარმომადგენლების არსებული სტრუქტურის რეორგანიზების პრინციპები იყო წარმოდგენილი.
ამჟამად ევროკავშირს 11 საგანგებო წარმომადგენელი ჰყავს. მოლდავეთსა და სამხრეთ კავკასიის გარდა, ისინი მუშაობენ სუდანში, კოსოვოში, მაკედონიაში, ბოსნიაში, შუა აზიაში, ავღანეთსა და აფრიკის დიდი ტბების რეგიონში. ასევე, საგანგებო წარმომადგენლები დანიშნეს აფრიკის კავშირთან და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში თანამშრომლობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შუა აზიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, პიერ მორელს, საქართველოში კრიზისთან ბრძოლის დამატებითი ფუნქციებიც მიენიჭა.
ეშტონის წერილში გამოთქმული წინადადებით, ევროკავშირმა საგანგებო წარმომადგენლების პოსტები გეოგრაფიულად მოშორებულ რეგიონებში უნდა გააუქმოს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკომისიის დელეგაციებს უნდა შეუერთოს. სამხრეთ კავკასიისა და მოლდავეთის გარდა, გაუქმდება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში საგანგებო წარმომადგენლის პოსტიც. უცვლელი მხოლოდ ის თანამდებობები რჩება, რომლებსაც ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თანამდებობებს ინარჩუნებენ წარმომადგენლები, რომლებიც ორმაგ ფუნქციას ითავსებენ - მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობას და ასევე საკუთრივ ევროკავშირს წარმოადგენენ კოსოვოში, ბოსნიასა და მეკედონიაში.
ის, რომ ახალი, კონსოლიდირებული ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის - საგარეო მოქმედების სამსახურის - შექმნა არსებული სისტემის ცვლილებას მოიტანდა, ყველასათვის ნათელი იყო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ცვლილებები ასეთი რადიკალური იქნებოდა.
საინტერესოა, რომ ორი კვირაც კი არ არის გასული ევროპის პარლამენტის სხდომიდან, რომელზეც მან ევროკავშირს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩართულიყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამასთან, პარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელშიც რეგიონს „დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის“ მქონე უწოდეს. როგორც ჩანს, ეს ანგარიში დიდ გავლენას ვერ იქონიებს ევროკავშირის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკაზე. კვლავ ტრაიან უნგურეანუს მოუსმინეთ:
“მართლაც, ორივე ევროპულ ინსტიტუტს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, მე ვიტყოდი, რომ მათ განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ხედვა აქვთ. ევროპის პარლამენტი ყოველთვის უფრო აქტიურია, უფრო გაბედული - ცდილობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეტი შინაარსი შემატოს. ამის საპირისპიროდ, რასაც კომისიისგან ვხედავთ, აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ზედაპირულია, ემყარება გადავადების ტაქტიკას და ყოველთვის, პირველ რიგში, რუსეთის პრინციპს იყენებს.”
დიპლომატები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ეშტონის გეგმას, ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ეშტონი აპირებს საგანგებო წარმომადგენლები შეინარჩუნოს სუდანში, დიდი ტბების რეგიონში და შუა აზიაში. ყველა ეს ადგილი ევროკავშირისგან ბევრად უფრო მოშორებით მდებარეობს, ვიდრე სამხრეთ კავკასია.
ამასთან, ეს ნაბიჯი ევროკავშირის შიგნით დიდი პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებასაც ნიშნავს - მსხვილი წევრი ქვეყნების ინტერესები სულ უფრო მეტად ახდენს გავლენას ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. ამ ქვეყნებს - გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს - შუა აზიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებთ, რაც, დიდწილად, ავღანეთში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობით არის გამოწვეული.
ბრიუსელში მომუშავე ოფიციალური პირების აზრით, ეშტონი ამ ინიციატივას წინასწარ აუცილებლად შეათანხმებდა ბერლინთან, პარიზთან და ლონდონთან.
არადა, პოლონეთს და ევროკავშირის რამდენიმე სხვა, ძირითადად, აღმოსავლელ წევრებს სურდათ, ბლოკს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობა კიდევ უფრო გაეძლიერებინა. მათი სურვილი იყო სემნებისა და მიჟეის მანდატების ვადის დასრულების მერე - ანუ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს შემდეგ - ევროკავშირს თავის წარმომადგენლად იქ მძიმეწონიანი ფიგურა - იდეალურ შემთხვევაში, რომელიმე წევრი ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - მიევლინა. უცნობია, წინასწარ აცნობეს თუ არა ვარშავას ეშტონის გადაწყვეტილების თაობაზე, მაგრამ ახლა, თუკი ამ ინიციატივას ზურგს გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი უმაგრებენ, ის, სავარაუდოდ, ვეღარაფერს გააწყობს.
საგანგებო წარმომადგენლების პოსტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა თუ მოლდავეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. ეს ხელშეკრულებები ქვეყნებს არ უხსნის კარს ბლოკში პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოიტანოს.
მაგრამ, ტრაიან უნგურეანუს ვარაუდით, ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობას გარკვეული დინამიკა თუ ენთუზიაზმი მაინც მოაკლდება:
“ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, ოღონდ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ პროცესში ორივე მხარე უწინდელ თავდაჯერებულობას შეინარჩუნებს. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ევროკავშირის კომისიის კეთილი ნება და მიზნები დადგება ეჭვქვეშ; მეორე მხრივ კი, არ გამიკვირდება, თუკი ეს საქართველოს ან მოლდავეთის იმედგაცრუებას მოიტანს. ისინი ნახავენ, რომ უზარმაზარმა პროევროპულმა მცდელობებმა არ გამოიღო ნაყოფი; ამან კი შესაძლოა ამ პროდასავლური მთავრობების პოზიციების დასუსტება მოიტანოს შიდაპოლიტიკურ კონტექსტში.”
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილების ირგვლივ ჯერჯერობით ფრთხილი განცხადებებით გამოდიან. “ჩვენი მხრიდან შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია. მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა ფორმით და სად გადანაწილდება ეს ფუნქციები. შედეგზე ამის მერე შეიძლება ლაპარაკი. დღეს, მე როგორც მესმის, მხოლოდ კადრების შემცირებაზე ან თანამდებობების გაუქმებაზე არ არის ლაპარაკი - საუბარი ასევე უნდა იყოს პოლიტკურ მესიჯებზეც" - უთხრა ჩვენს რადიოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა და დასძინა - „კარგი იქნება, თუ [ეს პოსტი] არ გაუქმდება - მაგრამ თუკი გაუქმდება, მაშინ უნდა ვნახოთ სად გადავა ეს ფუნქციები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება იმის თქმა, [ეს ცვლილება] კარგი იყო თუ ცუდი."