Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილია


პრეზიდენტი არჩევნებით კმაყოფილია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებს საქართველოში დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე კარგად ორგანიზებულად მიიჩნევს. მისი შეფასებით, როგორც ჩანს, ცსკ-მ თავისუფალ გარემოში კარგად იმუშავა. ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და თავად არჩევნების დღეც მშვიდია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ ხალხში მეტად იარა, პრობლემები მოისმინა და კონკრეტულ საკითხებზე საუბრობდა.

"ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ვიდრე იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უმოძრაობაში" - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, დედაქალაქში ბევრად შეიცვალა ვითარება 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დასჭირდა. "დარწმუნებული ვარ გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში, თუმცა რეგიონები ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, უცხოურ პლატფორმას მორგებულ პოლიტიკოსებს ხმას მხოლოდ გამწარებული და გაბრაზებული ამომრჩეველი მისცემს.
XS
SM
MD
LG