”მე ვფიქრობ, სიტუაცია ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით აშკარად შეიცვალა და ვფიქრობ, შეიცვალა საგარეო ფაქტორთა მნიშვნელობა ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში” - უთხრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას. საუბარი კი შეეხებოდა საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 11 მაისის სხდომაზე საბაზისო პროექტის სახით მიიღეს. წარმოდგენილი სამი პროექტიდან ყველაზე მეტი ხმა სწორედ კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილისა და კომისიის მდივნის, თენგიზ შარმანაშვილის მიერ მომზადებულმა ვარიანტმა მიიღო. თუმცა, ამ პროექტს მოულოდნელი კრიტიკით შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი. რა არგუმენტები იყო წარმოდგენილი და როგორ არის ეს ყოველივე დაკავშირებული პოლიტიკასთან, რა ბედი ელის რეალურად საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისოდ მიღებულ პროექტს? ამ პრობლემებზე სასაუბროდ მარინა ვასაყმაძემ თბილისის სტუდიაში მიიწვია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ტავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1