რამდენიმე დღეში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კომისიის წევრების მიერ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ მომზადებული სამი პროექტიდან საბაზისო პროექტი გამოვლინდება. კანონპროექტებზე 7 მაისს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭო, 11 მაისს კი კომისია სრული შემადგენლობით იმსჯელებენ. საკონსტიტუციო კომისიაში წინასწარ უჭირთ იმის განსაზღვრა, რომელი პროექტი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ დემეტრაშვილი. ავთანდილ დემეტრაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ კომისია მხარს არ დაუჭერს ხელისუფლების შტოების ძალთა დაბალანსების იმ მოდელს, რომელიც მისი ავტორობით შეიქმნა.
”არ არის აქ, რა თქმა უნდა, დეტალებზე და წვრილმანებზე საუბარი. თუ არ იქნება გაზიარებული ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტის ძირითადი პრინციპები და დებულებები, ანუ თუ მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, რომელიც წარმოდგენილია ლევან რამიშვილისა და გონაშვილისა და ბოძაშვილის პროექტებში, არ დაუჭერენ მხარს შერეული მმართველობის მოდელს, მაშინ, ამ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს კომისიაში”, - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი და აზუსტებს, რომ თავმჯდომარის თანამდებობას გულისხმობს და არა რიგითი წევრისას.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ის კანონპროექტი, რომელსაც ავთანდილ დემეტრაშვილი პირობითად დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტს უწოდებს, შერეული პროექტის სახელწოდებითაცაა ცნობილი. შერეული მმართველობა ამ შემთხვევაში გულისხმობს ისეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს. მთავრობა განსაზღვრულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება. მთავრობასთან ურთიერთობაში, შესაბამისად, იზრდება პარლამენტის და მცირდება პრეზიდენტის როლი, პრეზიდენტისა, რომელიც, თავის მხრივ, არბიტრია მთავრობასა და პარლამენტს შორის. ამ პროექტისგან რადიკალურად განსხვავდება კომისიის წევრების ლევან რამიშვილისა და ვასილ გონაშვილისა და ლევან ბოძაშვილის პროექტები. პროექტები ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას ანიჭებს უპირატესობას. ლევან რამიშვილის პროექტში ქვეყნის შტატებად დაყოფის იდეაც ფიგურირებს. ვასილ გონაშვილისა და ლევან ბოძაშვილის მიერ ერთობლივად შემუშავებული საკონსტიტუციო კანონის პროექტი კი ამერიკული საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს ეფუძნება და ევროპული კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებასაც მოიცავს:
”პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. მასთან ერთად აირჩევა ასევე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც, გარკვეულწილად, ინაწილებს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას; ასევე პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება, რომ მთელი თავისი უფლებამოსილება გადასცეს ვიცე-პრეზიდენტს, მინისტრებს და, აქედან გამომდინარე, იგი განიტვირთოს თავისი უფლებამოსილებებიდან; არც ერთ სახელმწიფო ორგანოს პარლამენტზე ზემოქმედების არანაირი მექანიზმი და საშუალება არ რჩება, რაც ზრდის პარლამენტის ეფექტურ როლს.”
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ვასილ გონაშვილი მისი თანაავტორობით შექმნილი პროექტის ფორმულას ხედავს სქემაში: ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი. იმისათვის, რომ ესა თუ ის პროექტი კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის საბაზისო პროექტად ცნოს, კომისიის მინიმუმ 38 წევრის თანხმობაა საჭირო.
”იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ყოფილიყო ფართო, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი და, მეორე მხრივ, პოლიტიკური ძალების კონსენსუსის შედეგი, იმთავითვე განისაზღვრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკმაოდ რთული მექანიზმი - ეს არის კომისიის წევრთა 2/3”, - გვითხრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა სულხან მელაძემ.
კომისია 56 პირითაა დაკომპლექტებული. ამ დღეებში მიმდინარე კონსულტაციების მთავარი თემა სწორედ კარს მომდგარი კენჭისყრაა. წინასწარი შეფასებით, უმრავლესობის მოპოვების შანსის თვალსაზრისით, შერეული პროექტი უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა მაინც ჭირს იმის პროგნოზირება, შეძლებს თუ არა ეს პროექტი ხმათა 2/3-ის მოპოვებას.