Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტიორები უსაზღვრებოდ ”მედიის მტრების” სიას აქვეყნებს


ორგანიზაციის - რეპორტიორები უსაზღვრებოდ - ვებგვერდი
ორგანიზაციის - რეპორტიორები უსაზღვრებოდ - ვებგვერდი
ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ მედიის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ”მედიის მტრების” განახლებული სია, რომელშიც შედიან ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობების მეთაურები, მათ შორის - ჩინეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე ბელარუსის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები. ”მედიის მტრების” წლევანდელ სიაშია ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი და ავღანეთის თალიბთა ლიდერი მულა ომარი.

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა.
XS
SM
MD
LG