დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ბარაკ ობამას შეერთებული შტატების პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. ხელისუფლებაში მოსვლისას მას საგარეო პოლიტიკის რამდენიმე უმწვავესი საკითხი გადაეცა გადასაჭრელად. ანალიტიკოსების აზრით, ამ ერთი წლის განმავლობაში ობამამ შეძლო გლობალური პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა და დაიწყო პროცესი, რომელიც, თეთრი სახლი იმედოვნებს, პრობლემურ სახელმწიფოებს - ირანს, რუსეთს და ჩინეთს - უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს. თუმცა რეალურად რამდენად პროდუქტიული იქნება ეს პოლიტიკა, კვლავაც უცნობია.
პრეზიდენტად ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ ბარაკ ობამას მსოფლიო ჯერ კიდევ არ შეუცვლია.
ირანის რეჟიმი კვლავ არ ემორჩილება საერთაშორისო თანამეგობრობას - ავითარებს თავის ბირთვულ პროგრამას და სასტიკად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარება კვლავ ძალიან შორეულ პერსპექტივად რჩება. ძალადობა გახშირდა ავღანეთში და გავრცელდა მეზობელ პაკისტანში. ალ-ყაიდა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კვლავ გეგმავს თავდასხმებს.
ისეთი საკითხებიც კი, რომლებიც, წესით, შედარებით იოლად უნდა გადაწყვეტილიყო, - მაგალითად, ბირთვული შეიარაღების შესახებ შეთანხმების გაფორმება რუსეთთან, - ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი.
თუმცა ანალიტიკოსები ობამას მიღწევებსაც გამოყოფენ. მან შეძლო საერთაშორისო ურთიერთობებში განწყობისა და ინტონაციის გაუმჯობესება, გლობალური პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა და შეერთებული შტატების იმიჯის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ყოველივე ეს კი, თეთრის სახლი იმედოვნებს, დროთა განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო კოლეჯის პროფესორის ნიკოლას გვოზდევის აზრით, 2009 წელი კონკრეტული მიზნების მიღწევაზე მეტად მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენდა:
„რომელიმე მნიშვნელოვანი წარმატების ან მარცხის გამოყოფა რთული იქნებოდა, იმიტომ რომ მან ეს-ესაა დაიწყო მუშაობა. მან წამოიწყო პროცესები, რომელიც ჯერ არ განვითარებულა. ვფიქრობ, მის მიერ 2009-ში დაწყებული საქმეების წარმატებებს და მარცხს 2010 წელს დავინახავთ. მის მიერ ინიცირებული პროცესები ჯერ საწყის სტადიაზეა“, - ამბობს გვოზდევი.
მოსაზრებას, რომ პრეზიდენტობის პირველ წელიწადში ბარაკ ობამამ მსოფლიოში კეთილი ნების გაზრდა შეძლო, ქართველი პოლიტოლოგი გია ნოდიაც ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ ეს ჯერ არ გამოვლინებულა კონკრეტულ, სპეციფიკურ მიღწევებში. ამასთან, ნოდია დასძენს, რომ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, ყურადღების კონცენტრაცია ავღანეთისა და პაკისტანის საკითხზე მოეხდინა, გარკვეულწილად შეამცირა შეერთებული შტატების გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
საქართველოს რეგიონთან მიმართებით ნოდია თვლის, რომ შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში თურქეთისა და სომხეთის შესარიგებელი პროცესები იყო. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტია - განსაკუთრებით, თუკი ამას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ირგვლივ მოჰყვება პროგრესი.
ნოდია აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კვლავ ჩიხშია შესული და ახლო მომავალში ასეთად დარჩება. პოლიტოლოგის აზრით,შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა, აღნიშნავს ნოდია, ვაშინგტონს უკან არ დაუხევია თავისი მყარი პოზიციიდან, რომ მიუღებელია რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა და საქართველოდან ჯარების გაუყვანლობა.
კვლავ გლობალურ ვითარებას რომ დავუბრუნდეთ,
იმ ოპტიმიზმიდან, რომელიც ობამას ინაუგურაციას მოჰყვა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს მასშტაბით, ახლა მხოლოდ მოგონებაღა დარჩა. შეცვლის თუ არა ობამას გამარჯვებით გამოწვეულ ეიფორიას ნაკლებად დინამიკური, მაგრამ უფრო გრძელვადიანი ცვლილება გლობალურ პოლიტიკაში, - ეს იქნება მთავარი შეკითხვა, რომელიც ობამას პრეზიდენტობის მეორე წელიწადს გაჰყვება თან.
ანალიტიკოსების აზრით, ადმინისტრაციის თავდაპირველი სტრატეგია პრობლემური სახელმწიფოების მეტი თანამშრობლობისა და ნაკლები წინააღმდეგობისკენ წახალისება იყო.
ირანისთვის ხელის გაწვდით ადმინიტრაცია ცდილობს თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ უბიძგოს. ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ ირანს მიმართა, ვაშინგტონი ხელს გამოგიწოდებთ, თუკი თქვენ მუშტად შეკრულ ხელს გახსნითო.
ობამას იმედი აქვს, რომ, რუსეთთან ურთიერთობაში „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერით, რუსეთს დაიყოლიებს ბირთვული პროგრამის საკითხის ირგვლივ თეირანზე ზეწოლა გააძლიეროს და უფრო მეტად ითანამშრომლოს ავღანეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის პროცესში.
ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ხმამაღლა საუბრისთვის თავის არიდებით ობამა ცდილობს პეკინი სათბური გაზების ემისიის უფრო მნიშვნელოვან შემცირებასა და გლობალური ეკონომიკისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარებაზე დაიყოლიოს.
თუმცა ამგვარმა „დაყოლიების“ პოლიტიკამ თეთრ სახლს რამდენიმე უხერხულობაც შეუქმნა.
როცა ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გაყალბების ბრალდებით, ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ობამას ბევრი აკრიტიკებდა ირანის პროდემოკრატიული მოძრაობისთვის არასაკმარისი მხარდაჭერის აღმოჩენის გამო.
შემდეგ, პეკინის უკმაყოფილებისთვის თავის არიდების მიზნით, ობამამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლამდე უარი თქვა დალაი ლამასთან შეხვედრაზე, რასაც უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ობამას პოლიტიკის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არც ერთ ამ ინიციატივას არ მოჰყოლია ხელშესახები შედეგი.
ბევრი ფიქრობს, რომ ეფექტიანობის მისაღწევად ობამას პოლიტიკას გარკვეული ხარისხით სიმკაცრეც ესაჭიროება. მათ შორის არის ედუარდ ლუკასი, “ეკონომისტის” მიმომხილველი და ავტორი ცნობილი წიგნისა “ახალი ცივი ომი:
„მხოლოდ კარგიბიჭობა საკმარისი არ არის. ზოგიერთ ამ საშინელ რეჟიმთან ურთიერთობისას სიმკაცრის გამოჩენასაც ველოდებით. ხელი გავუწოდეთ, მაგრამ თუკი ამ გაწვდილ ხელს არ შეეგებებიან, მაშინ, სულ მცირე, მათთვის წამორტყმის შესაძლებლობა მაინც უნდა გვქონდეს“, - თვლის ის.
თუმცა უკვე გამოიკვეთა გარკვეული ნიშნები, რომ ადმინიტრაცია ამ წელს უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას გეგმავს - განსაკუთრებით ირანთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც თეირანმა რამდენჯერმე უარყო შეთავაზებული წინადადებები, ობამა ახლა სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. როგორც ვარაუდობენ, გაერო რეზოლუციას რამდენიმე კვირაში შეიმუშავებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლები კვლავაც იცავენ თავიანთ თავდაპირველ სტრატეგიას - მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ დიალოგისთვის საკუთარი მზაობა აჩვენა, თეირანის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა ბევრად უფრო გაიოლდა.
ასეა თუ ისე, თითქმის ყველა ანალიტიკოსი თანხმდება, რომ მთავარი წარმატება, რომელსაც ობამამ მიაღწია, შეერთებული შტატების იმიჯის რადიკალური გაუმჯობესება იყო საერთაშორისო ასპარეზზე. ეს იმიჯი მნიშვნელოვნად დაზიანდა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში.
ედუარდ ლუკასის აზრით, ეს მხოლოდ ლამაზი, მაგრამ ზედაპირული მიღწევა არ გახლავთ. პირიქით, ანალიტიკოსის თქმით, სწორედ მორალური ავტორიტეტის აღდგენა მოუტანს ვაშინგტონს საერთაშორისო ურთიერთობებში გასათამაშებელ მთავარ კოზირს:
„მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია ის, რომ მას კვლავაც აქვს მორალური ავტორიტეტი. საქმე აღარ გვაქვს აბუ ღრაიბისა და გუანტანამოს მქონე ადმინისტრაციასთან. პირიქით, ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც ყოველივე ამისგან გამოწვეული ზიანის გამოსწორებას ცდილობს. აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც შეერთებული შტატების მონაწილეობით საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტში იჩენს თავს, ის არის, რომ რაიმე ფორმით მორალური მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს“, - ამბობს ედუარდ ლუკასი და დასძენს: „სხვა შემთხვევაში ყოველივე ძველმოდურ, ცინიკურ გეოპოლიტიკად იქცევა, სადაც ყველა მოთამაშე ერთიმეორის მსგავსია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა შეგვიძლია ამ მორალურ მაღალ სტანდარტზე საუბარი.“