პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ამას წინათ გაჟღერებული ინიციატივა, რომ მუშაობის დაწყების დროს შრომის წიგნაკი აღარ იქნება საჭირო, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, რადგან, როგორც რუსთავის მაგალითზე ირკვევა, შრომის წიგნაკით აღარც დაქირავებული სარგებლობს და აღარც დამქირავებელი.
ელგუჯა გველესიანს - ასე, 50 წლის მამაკაცს - მაშინ გავესაუბრე, როცა ის რუსთავის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაუქმებული მაღაზიის შენობიდან გამოდიოდა. ოფისის მინებიანი კედლების მიღმა ხელოსნები ფუსფუსებდნენ. ელგუჯა გველესიანი ერთ-ერთი მუშათაგანი იყო. მან, საქმის მწარმოებელთან ზეპირი მოლაპარაკების შედეგად, ოფისის გარემონტებაზე სამ დღეს იმუშავა და ახლა ანაზღაურების მოლოდინშია.
„სამი დღე ვიმუშავე, ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. ალბათ, გადამიხდიან“, ამბობს ელგუჯა გველესიანი.
მისივე თქმით, ადრე ის ნავთობკომპანია „კანარგოში“ მუშაობდა, დამქირავებლები მასთან მხოლოდ ერთთვიან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, მაგრამ იქიდან ისე გამოუშვეს, რომ მის შრომის წიგნაკში ჩანაწერი არ გაუკეთებიათ.
„შრომის წიგნაკი 20 წლის წინ ჩემოდანში ჩავდე და მას მერე აღარ მინახავს“, დასძენს ელგუჯა გველესიანი.
ოთარ შაორშაძე, ხანში შესული მამაკაცი, უკვე რამდენიმე წელია თბილისში მუშაობს. მას, როგორც ხელოსანს, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია მოკლე ხნით ქირაობს, - დამქირავებელთა შორის „ცენტრპოინტიც“ ყოფილა, - მაგრამ ოთარ შაორშაძეს მშენებლებთან ძველი შრომის წიგნაკი ჯერ არ დასჭირვებია და არც ახალი გაუხსნია ვინმეს.
„სამუშაოს თითქმის ყოველთვე ვიცვლი. ხან აქ ვმუშაობ, ხან იქ. ხელშეკრულებას კი მიფორმებენ, მაგრამ შრომის წიგნაკი არავის მოუთხოვია“, ამბობს სამუშაოდ მიმავალი ოთარ შაორშაძე, თან კითხულობს, ვინ დაუთვლის მას შრომით სტაჟს შრომის წიგნაკის გარეშე.
ნანა მეტრეველს კი, 52 წლის ქალბატონს, რომელიც დიდი ხანია აღარ მუშაობს, შრომის წიგნაკის შევსებაზე ზრუნვა, შესაფერისი პენსიის მისაღებად, ზედმეტად მიაჩნია დღევანდელ პირობებში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარია.
„მინიმალურ პენსიას ისედაც მივიღებ“, ამბობს ნანა მეტრეველი.