მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, - ნათქვამია პრესის თავისუფლების 2009 წლის ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” დაადგინა. თუმცა მედიამკვლევარები და დამოუკიდებელი მედია-საშუალებების მფლობელები საქართველოში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დასკვნა ძალიან შორის არის სინამდვილისაგან.
დამოუკიდებელი ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებლის ნინო ჯანგირაშვილის აზრით, მედიის მდგომარეობა, თავისუფლების თვალსაზრისით, 2009 წლის განმავლობაში არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც. განსხვავება მხოლოდ ერთადერთ კრიტერიუმშია – საომარი მდგომარეობა აღარ არის და ჟურნალისტები აღარ იღუპებიან საბრძოლო მოქმედებებშიო, - მწარე ირონიით ამბობს ნინო ჯანგირაშვილი და ჩამოთვლის ყველა იმ პრობლემას, რომელიც თავისუფალ მედიას აქვს საქართველოში.
“წელს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის, რომ საქართველოში თანამგზავრის ლიცენზიის ასაღებად ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო. ხელისუფლების კეთილი ნების გამო მისცეს ტელეკომპანია “მაესტროს” ლიცენზია. წელს იყო ძალიან ბევრი ფაქტი ჟურნალისტების დატერორების, დაშანტაჟების, ცემის, კამერების წართმევის შემთხვევები”, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი და იხსენებს წელს, მაისში, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ფაქტს, როდესაც ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს წაართვეს კამერები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დააბრუნა დამტვრეული აპარატურა. ხელისუფლებამ მაშინ ბოდიში მოიხადა, თუმცა, როგორც ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, ამ ფაქტზე გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავე პოლიციელები არავის დაუსჯია.
დათვური სამსახური საქართველოს ხელისუფლებისთვის
მედიამკვლევარი ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ 2009 წლის განმავლობაში მდგომარეობა, პრესის თავისუფლების მხრივ, შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ერთბაშად 39 პოზიციით რეიტინგის გაუმჯობესება მასაც მოულოდნელად მიაჩნია. არადა, იმ კვლევის თანახმად, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, საქართველოს, პრესის თავისუფლების მხრივ, 81-ე ადგილი ერგო და შორს გაუსწრო არა მხოლოდ რუსეთს, ბელორუსიას, აზრბაიჯანსა და სომხეთს, არამედ უკრაინასაც, რომელიც, ახალი ინდექსის თანახმად, მხოლოდ 90-ე ადგილს დასჯერდა.
“საერთო სურათი სატელევიზიო მედიაში, ვფიქრობ, რომ გაუარესებულია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში ძალიან შესამჩნევად არის გააქტიურებული ინტერნეტ მედია: იხსნება სხვადასხვა ინტერნეტ-ტელევიზიები, გაზეთები, სხვადასხვა ფორუმები და სიტყვის გათავისუფლება შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც უკვე გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს და გაცილებით მეტი ავტორი ჰყავს.”
ლიცენზიის გაცემის სიმარტივე, პრესის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები, ცენზურის არარსებობა, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიის საქმიანობაში და კონკურენტული გარემო - ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმებია იმ კითხვარში, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში არსებული ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ყოველწლიურად ადგენს მედიის თავისუფლების ინდექსს. მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც, 2008 წელთან შედარებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი უკეთესი ქულებით შეფასდა, არის ის, რომ ქვეყანა აღარ ომობდაო, - ნათქვამია ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” საიტზე გამოქვეყნებულ წინასიტყვაობაში.
ქართული ჟურნალების - “ლიბერალისა” და “ცხელი შოკოლადის” - გამომცემელ შორენა შავერდაშვილის თქმით, თავისუფლების რეიტინგი ამ შემთხვევაში მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. ხოლო მეორე და არსებითია მედია გარემო საქართველოში, რომელიც არ არის თვითკმარი ჭეშმარიტად თავისუფალი მედიის განვითარებისათვის.
“თავისუფალი ბაზრისა და ფულის თავისუფალი მიმოქცევის გარეშე თავისუფალი მედია ვერ იარსებებს. მეორე რაც არის, სატელევიზიო სივრცეში არაფერი შეცვლილა პრინციპულად - ისევ გვაქვს მფლობელების გაუმჭვირვალობა და ასევე არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა ნაციონალურ მაუწყებლობებში.”
2009 წლის მედიის თავისუფლების ინდექსის დასადგენად საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” გამოიკვლია პერიოდი, რომელიც 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2009 წლის აგვისტოს მოიცავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში “დემოკრატიის მეორე ტალღა” გამოაცხადა. მაგრამ, ოპონენტების აზრით, ბევრი დაპირება, რასაც დემოკრატიის ახალი კონცეფცია გულისხმობდა, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. “ამ ფონზე კი ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ახალმა ინდექსმა, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას დათვური სამსახური გაუწიოსო”, -ამბობს ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი ნინო ჯანგირაშვილი. კვლევის თანახმად, საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა და 120-ე საფეხურიდან 81-ზე გადავიდა.