24 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ამ გამოსვლის გარდა დაგეგმილია მრავალი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 21 სექტემბერს გაიმართა: ეს იყო საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან. სწორედ ეს შეხვედრა მიმდინარეობდა, როცა ტელეფონით დავურეკეთ გაეროში საქართველოს ელჩს, ალექსანდრე ლომაიას: მას მარიამ ჭიაურელმა მიმართა შეკითხვით, რა მნიშვნელობა ენიჭება, ზოგადად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლას.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1