გასული საუკუნის 30–იანი წლები. უმძიმესი დრო თავისთავად... მაგრამ დრო, როცა ქართული ფსიქოლოგიის სკოლის სათავეებთან დიმიტრი უზნაძე დგას. ჯერ მხოლოდ ყალიბდება განწყობის თეორია... უზნაძე მოწაფეებთან ერთად მუშაობს. მათ შორის ერთი, გამორჩეული, – ეურჩება და აკრიტიკებს.
გამოხდა ხანი და სწორედ ეს მოწაფე, ალექსანდრე ფრანგიშვილი აღმოჩნდა იმ ბრძოლის სათავეში, რომელმაც განწყობის თეორია გადაარჩინა. და, საერთოდაც, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა.
„მან და მისმა კოლეგებმა დაიცვეს ქართული ფსიქოლოგია, კერძოდ უზნაძის განწყობის თეორია იმ შემოტევებისგან, რომლებსაც ის 50–იან 60–იან წლებში განიცდიდა. ეს იყო იდეოლოგიური შემოტევა. საკითხი იდგა ასე – საერთოდ უნდა ეარსება ამ მიმდინარეობას თუ არა. იმიტომ, რომ ბრალდებოდა იდეალიზმი და ა.შ. ” - ამბობს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ირაკლი იმედაძე.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა თურმე, როგორც კი დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა. 1950 წლიდან, ფსიქოლოგიის ინსტიტუტს 35 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ფრანგიშვილი. დიმიტრი უზნაძემ დატოვა იგი თავის მემკვიდრედ და ეს იყო უმძიმესი წლებიო – იგონებს ალექსანდრე ფრანგიშვილის ვაჟი, დავით ფრანგიშვილი.
ფსიქოლოგი და პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ქართული ფსიქოლგიისათვის ბრძოლას, რომელიც ამ წლებში დაიწყო, რუსეთ-საქართველოს ომს უწოდებს:
„მთელმა ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა ბატონი ვასოს ხელმძღვანელობით, თავის თავზე გადაიტანა ”რუსეთ-საქართველოს უმძიმესი ომი” - ასე ვიტყვი, რადგან ამ ტერმინებს დღეს უფრო შეჩვეული ვართ. კერძოდ, უზნაძის გარდაცვალების შემდეგ საკავშირო პრესაში გაჩნდა ორი ქართველი მეცნიერის (გვარებს ახლა არ დავასახელებ) დაბეზღების წერილი. ანუ ის, რომ კავკასიის ქედის მიღმა არის იდეალისტური სკოლა, რომელიც სუბიექტივიზმს აღიარებს და ეს სკოლა არის საბჭოთა ცენზურის კონტროლის გარეშე. ამას მოჰყვა კომისიების ჩამოსვლა საქართველოში, მოსკოვში დაბარება ქართველი ფსიქოლოგების... და ქართული ფსიქოლოგიური სკოლა დადგა ელემანტარულად ფიზიკური განადგურების წინაშე. და ეს უმძიმესი პერიოდი, უმძიმესი ბრძოლისა, ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ გადაიტანა და გადარჩა. ფაქტია, გადარჩა...“
- ვასოს ახსენებთ... ალექსანდრე არ ერქვა? - ვეკითხები რამაზ საყვარელიძეს.
- ჰო, ”ალექსანდრე” ოფიციალური სახელია. ფსიქოლოგებში ვასო ფრანგიშვილი იყო და დარჩება ასე - ”ბატონი ვასო”.
პირველი საჯარო დისკუსია თურმე საქართველოში შედგა. აკადემიის პრეზიდიუმის მოწვევით. რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დიდი ვნებათაღელვა და აჟიოტაჟი ყოფილა ქართულ საზოგადოებაში. პირველი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს ალექსანდრე ფრანგიშვილმა და მისმა გუნდმაო, იხსენებს ირაკლი იმედაძე. შემდეგ ბრძოლა გაგრძელდა მოსკოვში, სადაც უკვე გამზადებული იყო თურმე რეზოლუცია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დახურვის შესახებ.
რა ბრძოლა იყო ეს, როდის და რატომ დაიწყო?
1948 წელს შედგა ეგრეთწოდებული ”პავლოვური სესია”. ჟდანოვმა და მალენკოვმა ჩაატარეს იგი სტალინის უშუალო დავალებით. აი, ამ დონეზე ჩატარდა ”პავლოვის სესია”. მიზანი კი იყო, რომ ”ყველა უნდა გადასულიყო პავლოვის მოძღვრებაზე, რაც არსებითად იმას ნიშნავდა, რომ ფსიქოლოგია ფიზიოლოგიაზე უნდა დაყვანილიყო. ქართული ფსიქოლოგია თავიდანვე ებრძოდა ამ ტენდენციას დიმიტრი უზნაძის თაოსნობით. მაგრამ ეს სახიფათო ბრძოლა იყო. ერთ-ერთი 'იზმი' ესეც იყო - 'ანტიპავლოვიზმი'” - გვიამბობს ირაკლი იმედაძე
ბრძოლა გრძელდებოდა, „საბჭოთა სისტემაში ნაცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა მძიმე იყო ეს ზეწოლა. მის ადგილზე ბევრი დაშინდებოდა და უკან დაიხევდა, მაგრამ არა ვასო ფრანგიშვილიო" – ამბობს რამაზ საყვარელიძე. არათუ უკან დაიხია, ალექსანდრე ფრანგიშვილი დაჟინებით მიიწევდა დასავლური სკოლებისაკენ. დასავლეთთან და რუსეთთან ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიმართებას რამაზ საყვარელიძე თანამედროვე საქართველოს ადარებს: ”საერთოდ, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა ძალიან საინტერესოა პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით - ამბობს რამას საყვარელიძე - ისიც ყოველთვის დასავლეთისკენ მიიწევდა და რუსეთი უშლიდა ხელს. ასე რომ დღევანდელი დღის ბევრი ელემენტი ამ სკოლის ისტორიაში იყო ჩადებული და ამ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი უზნაძის შემდეგ უდავოდ იყო ბატონი ალექსანდრე ფრანგიშვილი.”
შემდეგი რაუნდი 70–იანი წლების ბოლოს იყო. იმ დროს, როდესაც ფროიდის შესახებ ინფორმაციას ქართველი ახალგაზრდობა ასეთი სათაურის წიგნებიდან იღებდა – „ფსიქოანალიზის მარქსისტული კრიტიკა“. მოსახერხებელი იყო - გამოტოვებდი კრიტიკის ნაწილს და კითხულობდი იმას, რასაც აკრიტიკებდნენ.
და სწორედ ამ დროს ალექსანდრე ფრანგიშვილი აპოლონ შეროზიასა და კიდევ რამდენიმე კოლეგასთან ერთად თბილისში აწყობს უდიდეს სიმპოზიუმს, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან არაცნობიერის მკვლევრები.
დათო ფრანგიშვილი იხსენებს, რომ ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილმა ანა ფროიდმა ალექსანდრე ფრანგიშვილს ამ მოვლენის გამო მისალოცი და მხარდაჭერის ბარათი გამოუგზავნა. ”ეს ყველაფერი იმ დროს ძალიან სახიფათო იყო. ეს იყო ბრეჟნევ-სუსლოვის პერიოდი და მახსენდება, მამას როგორ ეშინოდა, როცა ამას აკეთებდა. ხშირად უთქვამს - დავღუპე ოჯახიო... დაგღუპეთო, გაგვაციმბირებენო. იმიტომ, რომ მაშინ არავინ იცოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.”
და მართლაც, ეს არის 1979 წელი. როცა, გაგა ნიჟარაძის თქმით, ფსიქოანალიზი საბჭოთა კავშირში აკრძალულია, როგორც ბურჟუაზიული და რეაქციული მოძღვრება. ”და ეს იყო პირველი მოვლენა სადაც ნამდვილი საზღვარგარეთელი ფსიქოანალიტიკოსები ჩამოვიდნენ - ამბობს გაგა - და ეს იყო სენსაცია არა მარტო ფსიქოლოგიაში, არამედ საერთოდ მაშინდელ მეცნიერებაში. ის სამტომეული და მერე მეოთხეც რომ გამოვიდა, მე ლამის გავიყიდე მაშინ. იმიტომ, რომ ყველა კოლეგა მის გაგზავნას მთხოვდა. და დღესაც სიამაყით მევსება გული, როცა კოლეგასთან მივდივარ (რა თქმა უნდა, არაქართველთან, იმიტომ, რომ ქართველს ყველას აქვს) და ეს 4 ტომი თაროზე უდევთ საპატიო ადგილას.”
განწყობის თეორიის გადარჩენა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დასავლეთში გატანა - როგორ ახერხებდა ამას საბჭოთა წლებში ალექსანდრე ფრანგიშვილი და ფსიქოლოგთა მისი თაობა? გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ამ თაობას ეშმაკობის გამოყენება უხდებოდა უზნაძის თეორიის შესანიღბად, მის წარმოსაჩენად მარქსისტულ მოძღვრებად - ”ახალი ადამიანის აღზრდა” და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა, ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა განწყობის თეორიასთან, მაგრამ თურმე ჭრიდა.
და კიდევ ჭრიდა მისი პიროვნული თვისებები.
”ფოიერვერკი იყო ინტელექტის და იუმორის ბატონი ვასო, - ამბობს რამაზ საყვარელიძე - ადამიანი, რომელსაც შეეძლო ერთ ფრაზაში ეთქვა ძალიან ბევრი რამ, თუკი შეგეძლო ამ ერთი ფრაზის ბოლომდე გაშიფვრა. ”
”რაღაც განუმეორებელი იუმორი, რომელიც ლეგენდარულია” - მითხრა ირაკლი იმედაძემ და ალექსანდრე ფრანგიშვილის იუმორს ფილოსოფიური იუმორი უწოდა...
მაინტერესებს რას ნიშნავს ეს ფილოსოფიური იუმორი.
აი, ირაკლი იმედაძის მაგალითი:
”ჟდანოვის სესიაზე” ასე დადგა საკითხი - მეცნიერება და ფილოსოფია პავლოვამდე და პავლოვის შემდეგ. და აი ამ მწვავე დისკუსიების დროს ბატონ ვასოს ჟდანოვმა თავად დაურეკა პირდაპირი ტელეფონით, ეს გაუმეორა და ეკითხება - თქვენთან როგორ არის ეს ამბავიო. ალექსანდრე ფრანგიშვილმა კი უპასუხა: მე აქამდე მეგონა, რომ ფსიქოლოგია ჩვენში იყო - მარქსამდე და მარქსის შემდეგ და თქვენ რა, არ მეთანხმებით ამაშიო? სასწრაფოდ დაუკიდა თურმე ჟდანოვმა ყურმილი და იმის შემდეგ აღარ ეკითხებოდნენ არაფერს, იცინის ირაკლი იმედაძე.
”მახსენდება აწ განსვენებული მიტო ნორაკიძე, რომელსაც ფეხით ჰქონდა მოვლილი მთელი საქართველო და ცდილობდა დაეყოლიებინა მამა შაბათ-კვირას თბილისის შემოგარენში ფეხით სეირნობაზე. მის დაჟინებულ, მრავალჯერად არგუმენტაციაზე, რომ მოძრაობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მამამ უპასუხა - მიტო, თავი დამანებე, ხეები სულ არ მოძრაობენ და ყველაზე დიდხანს ცოცხლობენო.”
”ერთხელ ხანდაზმულმა მანდილოსანმა მოინდომა კომპლიმენტის თქმა და უთხრა - ბატონო ვასო თქვენ შუშა კიტრივით გამოიყურებითო. მამამ მიუგო: - ეჰ, ქალბატონო, თქვენ, ეტყობა, დიდი ხანია ბოსტანში არ ყოფილხართო.”
ბოლო ორი ამბავი დათო ფრანგიშვილმა მიამბო. ბიოლოგიის დოქტორმა, ამჟამად პარიზის პასტერის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.
მიკვირს, რომ ასეთი მამის შვილი ფსიქოლოგიით არ დაინტერესდა. მითხრა, რომ მამა სამეცნიერო დინასტიების მომხრე არ იყო. თვლიდა რომ მამა-შვილის ერთ დარგში მუშაობისას ნეპოტიზმის ელემენტები გარდაუვალია და რომ არის საფრთხე, შვილი მამის მეცნიერული შეხედულებების გავლენის ქვეშ მოექცეს და ამით შეიზღუდოს.
აი, გაგა ნიჟარაძე კი, თურმე, სწორედ ალექსანდრე ფრანგიშვილის ხელდასხმით გახდა ფსიქოლოგი. ”სადღაც მერვე-მეცხრე კლასში ვიყავი, მახსოვს, ქვიშხეთში ვისვენებდით, სადაც ბატონი ვასოც ისვენებდა, ერთხელ გამომელაპარაკა, დიდხანს ვისაუბრეთ და ამან დიდწილად განსაზღვრა ის, რომ შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.”
გაგა იხესენებს, რომ შემდეგ, როცა ასპირანტურაში აბარებდა ბატონმა ვასომ საგანდებოდ დაიბარა, რაღაც მასალები მისცა და უთხრა, აბა ერთი წაიკითხე, აი ეს კაციც გვებრძვის და თუ რამეს მოიფიქრებ, მითხარიო. გაგა ამბობს, რომ მისი ასპირანტურის თემა ამ პრობლემაზეც იყო აგებული.
ის, თუ რას ეძღვნებოდა თავად ალექსანდრე ფრანგიშვილის მრავალრიცხოვანი შრომები, ცალკე მონოგრაფიის თემაა. ერთს მაინც გეტყვით: - ომის ტრავმების კვლევა, მაგალითად, და პანიკის პრობლემატიკა. შემაძრწუნებლად აქტუალურად ჟღერს დღეს.
"კი, სავსებით აქტუალურია - მეთანხმება გაგა - როგორ უნდა აიცილო ომის დროს მასობრივი შიში, პანიკა და მსგავსი მოვლენები. და ჩვენმა, ასე ვთქვათ, სტარატეგებმა რომ გადაიკითხონ ეს ნაწარმოები, არ იქნება ურიგო."
ან თუნდაც ეს კვლევა, მაგალითად: მოგონებაში დარწმუნებულობის პრობლემა - ”ეს პრობლემა დგას მეხსიერების შემთხვევაშიც, აღქმის შემთხვევაშიც, აზროვნების შემთხვევაშიც" - ამბობს ირაკლი იმედაძე და მერე დასძენს: "რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მსჯელობა სწორია? აი, ახლა, მაგალითად, რატომ ვარ დარწმინებული, რომ რაღაცას რომ ვიხსენებ ბატონ ვასოზე, ეს ჭეშმარიტია. ამას ყველაფერს ახსნა უნდა...”
ალბათ უნდა ახსნა.....
მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს სათქმელი უნდა გადმოგცეთ. ხოლო იმას, თუ რატომ ვარ ასე დარწმუნებული, ალექსანდრე ფრანგიშვილის სკოლა გაარკვევს.
გამოხდა ხანი და სწორედ ეს მოწაფე, ალექსანდრე ფრანგიშვილი აღმოჩნდა იმ ბრძოლის სათავეში, რომელმაც განწყობის თეორია გადაარჩინა. და, საერთოდაც, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა.
„მან და მისმა კოლეგებმა დაიცვეს ქართული ფსიქოლოგია, კერძოდ უზნაძის განწყობის თეორია იმ შემოტევებისგან, რომლებსაც ის 50–იან 60–იან წლებში განიცდიდა. ეს იყო იდეოლოგიური შემოტევა. საკითხი იდგა ასე – საერთოდ უნდა ეარსება ამ მიმდინარეობას თუ არა. იმიტომ, რომ ბრალდებოდა იდეალიზმი და ა.შ. ” - ამბობს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ირაკლი იმედაძე.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა თურმე, როგორც კი დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა. 1950 წლიდან, ფსიქოლოგიის ინსტიტუტს 35 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ფრანგიშვილი. დიმიტრი უზნაძემ დატოვა იგი თავის მემკვიდრედ და ეს იყო უმძიმესი წლებიო – იგონებს ალექსანდრე ფრანგიშვილის ვაჟი, დავით ფრანგიშვილი.
ფსიქოლოგი და პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ქართული ფსიქოლგიისათვის ბრძოლას, რომელიც ამ წლებში დაიწყო, რუსეთ-საქართველოს ომს უწოდებს:
„მთელმა ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა ბატონი ვასოს ხელმძღვანელობით, თავის თავზე გადაიტანა ”რუსეთ-საქართველოს უმძიმესი ომი” - ასე ვიტყვი, რადგან ამ ტერმინებს დღეს უფრო შეჩვეული ვართ. კერძოდ, უზნაძის გარდაცვალების შემდეგ საკავშირო პრესაში გაჩნდა ორი ქართველი მეცნიერის (გვარებს ახლა არ დავასახელებ) დაბეზღების წერილი. ანუ ის, რომ კავკასიის ქედის მიღმა არის იდეალისტური სკოლა, რომელიც სუბიექტივიზმს აღიარებს და ეს სკოლა არის საბჭოთა ცენზურის კონტროლის გარეშე. ამას მოჰყვა კომისიების ჩამოსვლა საქართველოში, მოსკოვში დაბარება ქართველი ფსიქოლოგების... და ქართული ფსიქოლოგიური სკოლა დადგა ელემანტარულად ფიზიკური განადგურების წინაშე. და ეს უმძიმესი პერიოდი, უმძიმესი ბრძოლისა, ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ გადაიტანა და გადარჩა. ფაქტია, გადარჩა...“
- ვასოს ახსენებთ... ალექსანდრე არ ერქვა? - ვეკითხები რამაზ საყვარელიძეს.
- ჰო, ”ალექსანდრე” ოფიციალური სახელია. ფსიქოლოგებში ვასო ფრანგიშვილი იყო და დარჩება ასე - ”ბატონი ვასო”.
პირველი საჯარო დისკუსია თურმე საქართველოში შედგა. აკადემიის პრეზიდიუმის მოწვევით. რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დიდი ვნებათაღელვა და აჟიოტაჟი ყოფილა ქართულ საზოგადოებაში. პირველი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს ალექსანდრე ფრანგიშვილმა და მისმა გუნდმაო, იხსენებს ირაკლი იმედაძე. შემდეგ ბრძოლა გაგრძელდა მოსკოვში, სადაც უკვე გამზადებული იყო თურმე რეზოლუცია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დახურვის შესახებ.
რა ბრძოლა იყო ეს, როდის და რატომ დაიწყო?
1948 წელს შედგა ეგრეთწოდებული ”პავლოვური სესია”. ჟდანოვმა და მალენკოვმა ჩაატარეს იგი სტალინის უშუალო დავალებით. აი, ამ დონეზე ჩატარდა ”პავლოვის სესია”. მიზანი კი იყო, რომ ”ყველა უნდა გადასულიყო პავლოვის მოძღვრებაზე, რაც არსებითად იმას ნიშნავდა, რომ ფსიქოლოგია ფიზიოლოგიაზე უნდა დაყვანილიყო. ქართული ფსიქოლოგია თავიდანვე ებრძოდა ამ ტენდენციას დიმიტრი უზნაძის თაოსნობით. მაგრამ ეს სახიფათო ბრძოლა იყო. ერთ-ერთი 'იზმი' ესეც იყო - 'ანტიპავლოვიზმი'” - გვიამბობს ირაკლი იმედაძე
ბრძოლა გრძელდებოდა, „საბჭოთა სისტემაში ნაცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა მძიმე იყო ეს ზეწოლა. მის ადგილზე ბევრი დაშინდებოდა და უკან დაიხევდა, მაგრამ არა ვასო ფრანგიშვილიო" – ამბობს რამაზ საყვარელიძე. არათუ უკან დაიხია, ალექსანდრე ფრანგიშვილი დაჟინებით მიიწევდა დასავლური სკოლებისაკენ. დასავლეთთან და რუსეთთან ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიმართებას რამაზ საყვარელიძე თანამედროვე საქართველოს ადარებს: ”საერთოდ, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა ძალიან საინტერესოა პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით - ამბობს რამას საყვარელიძე - ისიც ყოველთვის დასავლეთისკენ მიიწევდა და რუსეთი უშლიდა ხელს. ასე რომ დღევანდელი დღის ბევრი ელემენტი ამ სკოლის ისტორიაში იყო ჩადებული და ამ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი უზნაძის შემდეგ უდავოდ იყო ბატონი ალექსანდრე ფრანგიშვილი.”
შემდეგი რაუნდი 70–იანი წლების ბოლოს იყო. იმ დროს, როდესაც ფროიდის შესახებ ინფორმაციას ქართველი ახალგაზრდობა ასეთი სათაურის წიგნებიდან იღებდა – „ფსიქოანალიზის მარქსისტული კრიტიკა“. მოსახერხებელი იყო - გამოტოვებდი კრიტიკის ნაწილს და კითხულობდი იმას, რასაც აკრიტიკებდნენ.
და სწორედ ამ დროს ალექსანდრე ფრანგიშვილი აპოლონ შეროზიასა და კიდევ რამდენიმე კოლეგასთან ერთად თბილისში აწყობს უდიდეს სიმპოზიუმს, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან არაცნობიერის მკვლევრები.
მოსახერხებელი იყო - გამოტოვებდი კრიტიკის ნაწილს და კითხულობდი იმას, რასაც აკრიტიკებდნენ.