"მეათე სტუდიაში" ცნობილ კანადელ იურისტთან ერთად ვიმსჯელებთ ვენესუელის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა "გრძელვადიანი პერსპექტივით, ეს დიპლომატიური მარცხია, რომელიც გამოაჩენს, რომ რუსეთი, სამწუხაროდ, სულ უფრო მარგინალურ ძალებთან ამყარებს კავშირს, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. რუსეთი საკუთარ თავს სულ უფრო მეტად აქცევს აუტსაიდერად." გიამბობთ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ერთ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც ენერგოეფექტიანობას უკავშირდება. შემოგთავაზებთ ინტერვიუს კინორეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილთან, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ჟიურის საგანგებო პრიზი მოიპოვა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რაჟიოჟურნალის დასასრულს მოგასმენინებთ სიუჟეტს ქართული მოდერნიზმის გამოფენაზე ნიუ იორკში.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1