თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, მალე სწავლა განახლდება. ილია ჭაჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურებმა, საგანგებო პრეზენტაციაზე, საზოგადოებას წარუდგინეს 44 სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც, მათი თქმით, ინოვაციურია და თანამედროვე. რა ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ემყარება დღევანდელი განათლების სისტემა? რა ვითარებაა დღეს უმაღლეს სასწავლებლებში? ჰყოფნის თუ არა ცოდნა დღევანდელ აბიტურიენტს საერთო ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად? ამ პროლემებზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორს გიგი თევზაძეს მარინა ვაშაყმაძე ესაუბრა. მისი პირველი კითხვა ეხებოდა წარმოდგენილ სამაგისტრო პროგრამებს და იმას, თუ რა თვალსაზრისით არის ისინი ინოვაციური.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1